კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკრძალვებს არ ემორჩილებოდა სანდრო ვეფხვაძე და ვის მიჰყიდა მან თანაკლასელი არენდით

სანდრო ვეფხვაძისა და ელენე კვანჭილაშვილის სატელევიზიო დუეტი ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოველდღიურ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში” შედგა. სანდრო და ელენე ფიქრობენ, რომ მათ შორის თავიდანვე გაჩნდა პროფესიული ქიმია, რის გამოც მათ ერთად მუშაობა არ გასჭირვებიათ. სანდრო, უფრო გამოცდილი წამყვანია და „ბიზნესნიუსებს” დილის ათი საათიდან უძღვება. ელენე მას ცოტა გვიან უერთდება ეთერში.  რა ხდება გადაცემის  კადრს მიღმა და რას იყენებენ წამყვანები წინა ცხოვრებიდან, ამას თავად ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.  

 

– სანდრო, ელენე, როგორ შედგა თქვენი ტელედუეტი?

სანდრო: ჩვენი დუეტი შედგა „მაესტროში”, როცა გაჩნდა პროექტ „ბიზნესკონტაქტის” შექმნის იდეა. ბოლო რამდენიმე წელი, მეც და ელენეც ერთ სფეროში ვსაქმიანობთ, თუმცა ჩვენი გზები „მაესტროში” გადაიკვეთა. პროფესიით მათემატიკოსი და ჟურნალისტი ვარ. „მაესტროში” მოვხვდი „ტვ 3-დან,” თუმცა ჩემს „შრომის წიგნაკში” წარსულში იყო  არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის: „რადიო თავისუფლება,” „რადიო კომერსანტი,” „მეცხრე არხი”.  ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც მათემატიკას უკავშირდება, ყოველთვის ვმუშაობდი ეკონომიკურ თემებზე.  როცა ეკონომიკა გამართულია, ყველაფერი გამართულად მუშაობს. 

ელენე:  მე სატელევიზიო სივრცეში არ მაქვს ისეთი დიდი გამოცდილება, როგორც სანდროს. ეს ნამდვილი  ვარსკვლავია (იცინის). მე ვარ  ფსიქოლოგი  და ჟურნალისტი, ბიზნესით და ეკონომიკური თემებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ჩემი დაინტერესება ჟურნალისტიკით დაიწყო ძალიან ადრე. პატარა ვიყავი, როდესაც მეგობრებთან ერთად „ევრიკაზე” ფსიქოლოგიურ გადაცემას ვაკეთებდი. მაშინ ჩამითრია ამ სფერომ. ვმუშაობდი ინგლისურენოვან გამოცემებში. მერე იყო ორგანიზაცია „აირექსი”, მედიის განვითარების პროექტი, რაც ძალიან დამეხმარა კომუნიაციებში, კონტაქტებში. ამას მოჰყვა „ჯორჯია თუდეი” და „ტაბულა,” სადაც ვიყავი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების რედაქტორი.    

– როგორ მოირგეთ ერთად გადაცემის წამყვანის ამპლუა?

სანდრო: მე მქონდა წამყვანის გამოცდილება, თუმცა არა ყოველდღიურ გამოშვებებში. ყოველდღე ეთერში გასვლა კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა, მით უფრო, როცა ბიზნესგადაცემის წამყვანი ხარ. რეიტინგები გვაჩვენებს, რომ გვიყურებს ბევრი ადამიანი. მათ აქვთ დიდი ინტერესი და შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მაყურებელს მივაწოდოთ, რაც შეიძლება ზუსტი ინფორმაცია, რაც შეიძლება ადამიანურ ენაზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განათლება არაა სათანადო სიმაღლეზე. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ვისაუბროთ ეკონომიკურ პრობლემებზე და ბიზნესსიახლეებზე არა მაღალფარდოვნად, ექსპერტების ლექსიკონით – თუმცა, ესეც შეგვიძლია, არამედ იმ ენაზე, რაც გასაგები იქნება ყველასთვის.     

ელენე: სანდროსთან ტანდემში მუშაობა იოლი არაა, მაგრამ ჩვენთვის ეს სირთულე არ ყოფილა, არანაირი ბარიერების გადალახვა არ დაგვჭირვებია ერთმანეთთან.  ზუსტად ვიცით, ვინ რას აკეთებს სამუშაო პროცესში, რაც გიორგი ისაკაძის დამსახურებაა. არ ვიცი, რა „მაგია” გამოიყენა მან გუნდის შეკვრისას, ალბათ, ეს იყო მისი პროფესიონალიზმი. თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ  სატელევიზიო პარტნიორშიც ძალიან გამიმართლა და გუნდშიც, ვისთან ერთადაც ვმუშაობ და ვინც ქმნის  „ბიზნესკონტაქტს”. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ „მაესტროზე” გამორჩეული წყვილი. თემის დამუშავების დროს, არ გვჭირდება ერთმანეთთან შეთანხმება, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. ბევრჯერ, ბევრ სტუმართან სანდროს დაუსვამს ის შეკითხვა, რაც მე მაინტერესებს და პირიქით. პილოტების ჩაწერისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს შორის არის ქიმია, რაც მუშაობაში ძალიან გვეხმარება  (იცინის). თავიდან სანდრო იყო გადაცემის წამყვანი, მე ვაკეთებდი ჩემს საყვარელ ანალიტიკურ რუბრიკას. შემდგომ, ნელ-ნელა  გადაწყდა, რომ ორივე ერთად ვყოფილიყავით ეთერში. ჩვენი ტანდემი რომ შედგა, ეს მგონი, გადაცემასაც ეტყობა. იმპროვიზაციებში,  თვალით გადალაპარაკებებში უკვე  დავოსტატდით, ერთმანეთისგანაც  ბევრ რამეს ვსწავლობთ (იცინის). 

– სანდრო „ბიზნესკონტაქტს” იწყებს დილის ათის ნახევრიდან, თქვენ უფრო მოგვიანებით უერთდებით მეწყვილეს. სანდრო  გიკვალავთ დილის მძიმე გზას?

– ასე გამოვიდა, სანდრო აკეთებს დილის „ბიზნესკონტაქტს”, რომელიც მთლიანად საქმიან ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც დილით გადიან სახლიდან. სანდრო დილიდანაა ეთერში, და ნამდვილად მიკვალავს გზას. თუმცა, არც მე ვარ შორს. იმ დროს მეც ვმუშაობ. სამაგიეროდ, შაბათს, მე და გივი კორინთელი  ვმუშაობთ ეთერში,  სანდროს „ვასვენებთ”, მხოლოდ  სიუჟეტებს  აკეთებს ამ დღეს. თუმცა, ჩვენგან შორს არც შაბათს არ არის.     

სანდრო: ჩვენ სულ მალე „გავიზრდებით”. გვექნება ყოველდღიური „საქმიანი დილა”, რომელსაც სამი წამყვანი ეყოლება.   

– თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიზნესს თეორიულად უკვე კარგად უნდა ფლობდეთ.

– იმდენად ვართ შერწყმულები ბიზნესსამყაროსთან, რომ ვიცით ყველა დეტალი, რაც ბიზნესს ახასიათებს. ბიზნესმენებთან ურთიერთობა არის კარგი სკოლა, გამოცდილება, რისკების აწონ-დაწონვა. თუმცა, მე  კომერციული უნარ-ჩვევები ადრეც მქონდა.  უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავაკეთე ტელევიზიის პლატფორმა „ლაივ სტიმზე.” მე ვიყავი დირექტორი, თუმცა მყავდა „დამქაშებიც”. სპონსორი ვერ მოვიძიეთ და ეს პროექტი ჩამეშალა. უფრო ადრე, კომაროვის სკოლაში სწავლისას, ვამჟღავნებდი ჩემს ბიზნესნიჭს, რასაც უფროსები მაშინ ძალიან აპროტესტებდნენ. კომუნისტური ეპოქა იყო და მაშინ კომერცია ვაჭრობასთან ასოცირდებოდა. თუმცა, დღეს ვაჭრობა წარმატების წინაპირობა გახდა. მახსოვს, უფროსები მეუბნებოდნენ: შვილო, ამას ნუ აკეთებ, ეს ცუდი საქმეაო. თუმცა, მე არ ვემორჩილებოდი აკრძალვებს და უფროსებისგან მალულად, ვყიდდი მარკებს. ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ. კომაროვში სწავლისას ჩემი კლასელი სხვა სკოლას „მივყიდე” არენდით. სამოსანი იყო ის ბიჭი და იოლად შეველიე. თუმცა, არ მინდა ის დასკვნა გამოიტანოთ, რომ ბიზნესი მეგობრების გაყიდვაა (იცინის). ჩემი „წინა”, მათემატიკური  ცხოვრება დღეს ძალიან მადგება.  როდესაც შეხება გვაქვს ციფრებთან, მათემატიკა ხომ ყველაზე მთავარია. სიუჟეტზე მუშაობისას, არაერთხელ დამჭირვებია  ლოგიკური მეთოდოლოგიის ჩართვა. როცა ვმუშაობ ნავთობის ფასზე, მადგება ჩემი ანალიტიკური უნარების ჩართვა. ბიზნესი წარმოუდგენელია ციფრების გარეშე, შესაბამისად, მათემატიკის გარეშე ამ სფეროში შორს ვერ წახვალ.  

ელენე: სანდროს მსგავსად, მე მეგობრების „გაყიდვით” არ ვყოფილვარ დაკავებული. თუმცა,  მეც მადგება ჩემი წინა პროფესია.  კომუნიკაციებში, კონტაქტების აწყობაში, რაც ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა ურიგო არ არის. ამ გადაცემის წყალობით, იმდენი უნარ-ჩვევა შევიძინე, რაც მომავალში ძალიან გამომადგება.  

–  სანდრო, როგორც უკვე სტაჟიან ტელესახეს, „ვარსკვლავური ცხოვრება” გაქვთ?

სანდრო: არა, ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში არ მცნობენ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, ქუჩაში თაყვანისმცემლების არმია მომდევს-მეთქი. ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. მიყვარს ფეხით სეირნობა, ვარსკვლავური შემოტევები არ მაწუხებს. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ. მეტი ჩემს ცხოვრებაში არც არაფერი ხდება. თუ გინდა, შექმნა კარგი პროდუქტი, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი. მე  შეველიე პირად ცხოვრებას, რადგან არ მქონდა დრო პაემნებისთვის. სამწუხაროდ, ეს ამბავი რამდენიმე წლით გადავავადე (იცინის).  

–  საქმის წყალობით ალბათ, კარგი მეგობრებიც გახდით? 

– კი, ნამდვილად ასეა, ელენე ძალიან კომფორტული ადამიანია და მასთან არა მხოლოდ მუშაობა, მეგობრობაც სასიამოვნოა. 

 

скачать dle 11.3