კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ლოცვა ეხმარება ადამიანს მრისხანების, მოწყენილობისა და სევდის გაფანტვაში და რა კურნებას იღებს ის ამ დროს

წმიდა მამათა სწავლებით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ, „ვინც არ ლოცულობს, იგი არაა ქრისტიანი.” ლოცვა პირველი და აუცილებელი ელემენტია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა; ის სუნთქვაა ჩვენი სულისა და უიმედოდ კვდება, როგორც კვდება უჰაერობით ადამიანის სხეული. სხეულის სიცოცხლე ადამიანის სუნთქვაზეა დამოკიდებული, ზუსტად ასეა დამოკიდებული ადამიანის სულიერი ცხოვრება ლოცვაზე. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ლოცვა ადამიანის საუბარია ღმერთთან. ვისაც ახსოვს, იცნობს, უყვარს ღმერთი, ის აუცილებლად მიმართავს მას და ეს მიმართვა სწორედ ლოცვაა. მაგრამ, ღრმად მცდარია ლოცვაზე ის შეხედულება, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში: „თუ მომინდება ლოცვა, ვილოცებ,” „თუ ხალისი არ მაქვს – თავი არ უნდა ვაიძულო, ლოცვაში ძალდატანება არ უნდა იყოს”... – ასეთი შეხედულება ლოცვის შინაარსის სრული არგაგებაა. ქრისტიანმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაინერგოს გულში, რომ მან აუცილებლად უნდა ილოცოს, მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი, თუ არა. თუკი გაქვს კეთილი სურვილი ლოცვისა, ღვთის წყალობით, რომლისგანაც არის ყოველგვარი კეთილი, ნუ გაუშვებ შემთხვევას და ილოცე მთელი გულითა და სულით. თუკი არ გაქვს კეთილი სურვილი და დადგა დრო ლოცვისა, უნდა აიძულო თავი, გაამხნევო შენი უღიმღამო სული იმით, რომ ლოცვა მით უფრო ფასეულია ღმრთის თვალში, რაც უფრო ძნელად გეძლევა ის. ღმერთი არანაირ ლოცვას არ თაკილობს, თუკი ადამიანი გულწრფელად ლოცულობს, მაგრამ, როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის უნდა ჩაუღრმავდეს თავის თავს, სულსა და ლოცვის სიტყვებს. როდესაც ადამიანი ლოცულობს, კითხულობს ენით და მისი ფიქრები სხვაგან არის, წმიდა იოანე ოქროპირი ასეთ „მლოცველზე” წერს: „შენი სხეული ეკლესიის შიგნით არის, ხოლო სული – ძალიან შორს მისგან. ბაგეები ლოცვას წარმოთქვამენ, გონება კი შემოსავალს ითვლის – მინდვრებს, სამფლობელოებს, მეგობრებს დასტრიალებს... შენ თავად არ გესმის შენი ლოცვები და, როგორ გინდა, რომ ღმერთს გაანდო ისინი?!.” ასეთი არ უნდა იყოს ქრისტიანის ლოცვა. როდესაც ის ღმერთს ევედრება, აუცილებლად უნდა ჩაუფიქრდეს იმ ლოცვების სიტყვებს, რომელსაც კითხულობს, თავისი გონება მთლიანად ლოცვის შინაარსს უნდა მიაპყროს. თუმცა, ძნელია, ამ დროს გაუმკლავდეს გარედან მოძალებულ, მოსაბეზრებელ ფიქრებსა და სახეებს – ეს ჩვენი პირადი გონებადაფანტულობითაც ხდება და ბოროტი, სატანისეული ძალის უშუალო ზემოქმედებითაც.

– მამაო, როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ძალა აქვს იესოს ლოცვას.

– ღმერთკაცის, ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს სახელით, მოციქულები უამრავ სასწაულებს ახდენდნენ: კურნავდნენ სნეულებს, მკვდრებს აღადგენდნენ, ეშმაკებს იმორჩილებდნენ და განასხამდნენ მათ შეპყრობილთა სულებისგან. რაც მთავარია, იესოს ლოცვაში განსწავლის წესს საფუძვლად უნდა ედოს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, იესო ქრისტეს უწმიდეს სახელზე, ღმერთთან ადამიანის ურთიერთობაზე. ეკლესიური სწავლებით, ღმერთი არის უსაზღვრო სული, ყოვლად სრული არსება, კაცთა შემოქმედი და განმაახლებელი. ეს ჭეშმარიტი წარმოდგენა ღმერთზე გვასწავლის, რომ იესოს ლოცვის დროს, უფლის წინაშე უნდა ვიდგეთ უღრმესი მოწიწებით, უდიდესი შიშითა და ძრწოლით, მთელი ჩვენი გულისყური მისკენ მივმართოთ: გონების, გულისა და სულის ყველა ძალა მოვიკრიბოთ, მოვიკვეთოთ გონების მიმოტაცება, ოცნება, როგორც ღმერთის წინაშე სწორი დგომის დამაბრკოლებელი – სწორი დგომისა, რომელსაც ღმერთი დაბეჯითებით მოითხოვს ჩვენგან. წმიდა ისააკ ასური გვასწავლის: „ლოცვისას თავი შერაცხე ჭიანჭველად, მატლად, ახლად ენაამოდგმულ ყრმად. ღმრთის წინაშე მჭევრმეტყველობას კი ნუ შეეცდები, არამედ ბავშვური უბრალოებით მიეახლე მას.” წმიდა ბარსანოფ დიდი ამბობს: „უფლის სახელის განუწყვეტელი ხსენება არის კურნება, რომელიც მხოლოდ ვნებებს კი არა, მათ მოქმედებებსაც სპობს.” წმიდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) გვირჩევს, გონება ლოცვის სიტყვებში ჩავკეტოთ და, რამდენჯერაც უნდა გაგვექცეს, იმდენჯერვე მოვაბრუნოთ. ეს მექანიზმი განსაკუთრებულად მოსახერხებელი და სასარგებლოა. როდესაც გონება ამ გზით ყურადღების მოკრებას მიეჩვევა, მაშინ გული ლმობიერად თანაუგრძნობს მას და ლოცვა გულითა და გონებით აღესრულება. ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად, ოდნავი გაგრძელებით უნდა წარმოითქვას, რათა გონებამ ამ სიტყვებში დანთქმა და მათში ჩაწვდომა მოახერხოს.

– როგორ უნდა ვისწავლოთ იესოს ლოცვა?

– მღვდელმონაზონი დოროთე, სულიერი მოღვაწეობის დიდი მასწავლებელი, იესოს ლოცვის შესწავლის მსურველებს ურჩევს, თავიდან ლოცვა ხმით წარმოთქვან. ის ამბობს: „ხმით ლოცვა თავისთავად გადადის გონებით ლოცვაში, ხოლო გონების ლოცვიდან იწყება გულით ლოცვა. გაფანტულობის, სევდის, მოწყინების, უდებების, განსაკუთრებული შემოტევების დროს, ძალიან სასარგებლოა იესოს ლოცვის ხმით წარმოთქმა. ამ დროს სული ნელ-ნელა იღვიძებს მძიმე ძილისგან, რომელშიც მას ჩვეულებრივი სევდა, მოწყინება აგდებს. იესოს ლოცვის ხმით წარმოთქმა შეგვეწევა ხორციელ გულისთქმებთან და მრისხანებასთან ბრძოლაში. როდესაც სისხლი დუღილს იწყებს, გული კარგავს სიმშვიდესა და სიმყუდროვეს, ხოლო გონება მერყეობს და უძლურდება, თითქოს ოცნებათა სიმრავლით არის შეპყრობილი და გათანგული. ჰაერის ბოროტი მცველნი (ეშმაკნი), რომელთაც ჩვენი ხორციელი თვალი ვერ ხედავს, მაგრამ სული კარგად ცნობს, იესოს სახელის გაგონებაზე კრთებიან და იბნევიან, მათ ძრწოლა იპყრობთ და სასწრაფოდ განეშორებიან ადამიანს.

ღირსი მელეტი აღმსარებელი ამბობს: „ლოცვას არა იმდენად მასწავლებელი, რამდენადაც გულმოდგინება, მონდომება და განსაკუთრებული სიბეჯითე სჭირდება. და მაშინ, თავად ღმერთი იქნება მისი მასწავლებელი.” ვინც გულმოდგინედ მეცადინეობს იესოს ლოცვაში და უკვე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, იმან ხშირად უნდა იკითხოს წმიდა მამათა დარიგებები ლოცვის შესახებ. წმიდა მამები იესოს სახელის მოხმობას უწოდებენ „იარაღს,” რომელზე უმტკიცესიც არაფერია ცასა და დედამიწაზე. „იესოს ლოცვა კი ჩვენს გულში აღაგზნებს ცეცხლს, რომელშიც წვავს ვნებებს, როგორც სარეველას, სულში შემოაქვს სიხარული და სიმშვიდე. ეს სითბო არც მარჯვნიდან არის, არც მარცხნიდან და არც ზემოდან, ის თვით გულში იშვება, როგორც სულიწმიდის მიერ აღმოცენებული წყარო,” – გვმოძღვრავენ წმიდა მამები.

 

скачать dle 11.3