კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვინ ეძებს მეგობარს უკრაინიდან საქართველოში და როგორ დაკარგეს მათ ერთმანეთი

ლეონიდ ვასილის ძე ხომენკო ეძებს 1958 წელს დაბადებულ ტარიელ გელაშვილს.

ისტორია: ვეძებ 1958 წელს დაბადებულ ტარიელ გელაშვილს. მე და ტარიელი ერთად ვმსახურობდით ჯარში. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მეგობართან კავშირი შემიწყდა. მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. მაქვს ტარიელის 1975-1977 წლებში გადაღებული ფოტოები და, იმედია, ისინი მის პოვნაში რამენაირად მაინც დაგვეხმარება. ტარიელთან კავშირი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ არ მქონია. თავად მე უკრაინაში ვცხოვრობ, მეგობარს კი საქართველოში ვეძებ.

– მოგვიყევით, როგორ დამეგობრდით და რამდენი ხანია, ჯარის მეგობარს ეძებთ?

– მე და ტარიელი ერთად ვმსახურობდით ჯარში, ეს იყო 1975-1977 წლები. ტარიელი საქართველოდან იყო, მე კი უკრაინელი ვარ და დღემდე აქ ვცხოვრობ. თავიდანვე დავმეგობრდით. ტარიელს ძალიან კარგი ხასიათი და შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. იმდროინდელი სამხედრო სამსახური სრულიად განსხვავდებოდა ამჟამინდელი ჯარისგან. ვინც ასაკით ჩემი ტოლია ან ჩემი თაობის არის, ყველა გამიგებს. იმ დროს ჯარში თითქმის ყველას აუცილებლად უჩნდებოდა ისეთი მეგობარი, რომელთანაც ცხოვრების განმავლობაში ისურვებდა მეგობრობას. სწორედ ასეთი არის ჩემთვის ტარიელი. დიდი ხანია მას, ვეძებ, მაგრამ, ამ დრომდე უშედეგოდ.

– რა იცით მის შესახებ? მისი მისამართი თუ გაქვთ, თუნდაც ადრინდელი?

– ვიცი, რომ ტარიელი ქარელის რაიონის სოფელ ბებნისიდან იყო (არ ვიცი, რამდენად სწორად დავიწერე სოფლის სახელწოდება). უკრაინაში ჩვენ, ორივე, კიევის მხარის ბელაია ცერკოვში, ჰიონერსკი ტუპიკის ¹10-ში ვმსახურობდით. ტარიელი იყო ეგრეთ წოდებული საის (სამხედრო ავტოინსპექციის), მე კი – კომენდანტის მძღოლი. ორივე მძღოლები ვიყავით და ისედაც ბევრი საერთო გვქონდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისეთი დრო მოვიდოდა, როცა ადამიანთან შეხვედრა ან მისი პოვნა რთული გახდებოდა, მაგრამ, ასე მოხდა. ამჟამად ჩვენთან ცოტა მძიმე სიტუაციია. ალბათ, ყველამ იცით, რაც ხდება უკრაინაში. მიუხედავად ამისა, მე ჩემი მეგობარი ერთი დღითაც არ დამვიწყებია, ძალიან მინდა მისი პოვნა და მასთან შეხვედრა.

– ქარელის რაიონში თუ გიძებნიათ, მის ძველ მისამართზე თუ გიცდიათ მასთან დაკავშირება?

– დიახ, ვცდილობდი, მაგრამ, უშედეგოდ. იმედია, ტარიელი ისევ საქართველოშია. უბრალოდ, შეიძლება, მან შეიცვალა თავისი საცხოვრებელი მისამართი. პირადად მე, მაგალითად, დიდი ხანია, რაც სხვაგან ვცხოვრობ და ტარიელს რომ ნდომოდა ჩემთან დაკავშირება, ვერ მიპოვიდა. თავიდან ძიება სამძებრო საიტიდან დავიწყე და „ჟდი მენიაში“ გავგზავნე ჩემი ისტორია, იქ კი თქვენთან გადმომამისამართეს. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს აპოვნინეთ ერთმანეთი.

– მეგობრის პოვნის შემთხვევაში აპირებთ თუ არა შეხვედრას?

– დიახ, დიდი სურვილი მექნებოდა, მენახა ჩემი სიყრმის მეგობარი. მას ამჟამად აუცილებლად ექნება შექმნილი ოჯახი, შეიძლება, უკვე შვილიშვილებიც კი ჰყავს. საინტერესო იქნებოდა მასთან ერთად წარსულის გახსენება. თუკი ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით, აუცილებლად შევეცდებით ერთმანეთის ნახვას. წარმომიდგენია, ტარიელს როგორ გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ მე მას ვეძებ. პირადად მე მთელი ჩემი ოჯახის წევრები მგულშემატკივრობენ – ყველამ იცის, რომ მე ქართველ მეგობარს, ჩემს ჯარის მეგობარს ვეძებ.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3