კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რა „აცემენტებს“ ხშირად მოჩხუბარი ცოლ-ქმრის ურთიერთობას და ყველაზე მეტად რომელი მეთოდი ამართლებს მათ შესარიგებლად

ბევრს არ უნდა იმის აღიარება, რომ ინტიმი და სექსი არის ის სერიოზული საძირკველი, რომელზეც შენდება ოჯახი. თუ ამ საკითხში ყველაფერი წესრიგშია და წყვილს, არათუ პრობლემა არა აქვს ინტიმში, არამედ, კომფორტულად და კარგად გრძნობს თავს, ყოფითი პრობლემები ურთიერთობას ვერ დაანგრევს; ანუ, სრულფასოვანი ინტიმური ცხოვრება არეგულირებს დანარჩენ სეგმენტებსაც, რომლებზეც აგებულია ურთიერთობა. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სიყვარული, როგორ სიხარულსაც არ უნდა ანიჭებდნენ ერთმანეთს ქალი და მამაკაცი, თუკი მათ მოწესრიგებული არა აქვთ ინტიმი,  ერთად დიდხანს ვერ გაძლებენ; ის კი არა, ხშირად სწორედ სექსია ის „ცემენტი“, რომელიც ბზარებს აწებებს.

 

თინიკო (35 წლის): ექვსი წელია, ოჯახი მაქვს და მხოლოდ ერთი წლის წინ მივხვდი, რა არის ის, რამაც გადაარჩინა და „შეინახა“ ჩემი ქორწინება. შეიძლება, ვინმეს სასაცილოდ ან უცნაურად მოეჩვენოს, ამ ყველაფერზე ხმამაღლა რომ ვლაპარაკობ, მაგრამ, ვფიქრობ, მარტო მე არ უნდა ვიყო ამ მდგომარეობაში. მოკლედ, ვიწყებ საკმაოდ ბანალურად და შაბლონურად: გავთხოვდი დიდი სიყვარულით და ვგიჟდებოდი ჩემს მომავალ ქმარზე.

– თუმცა, ქორწინებამდე ინტიმური სიახლოვე არ გქონიათ...

– არა, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ტრადიციული, ძველმოდური შეყვარებულები ვიყავით – არც კი გვქონია მცდელობა, ინტიმურად დავახლოებოდით ერთმანეთს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ქორწინებამდე სექსის პროპაგანდას ვეწევი – ეს საერთოდ არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რის თქმასაც ახლა ვაპირებ.

– მაგრამ, ამბობთ, რომ ინტიმური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ოჯახის შესაქმნელად.

– ამაში ეჭვი მე კი, არა ოჯახის ფსიქოლოგებსაც კი არ ეპარებათ. სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა კიდევ ვერ აცნობიერებს ამას. მეც მეგონა, რომ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული იყო მთავარი. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, მხოლოდ ვნება გახდეს სერიოზული ურთიერთობის საფუძველი-მეთქი – ასე მასწავლიდნენ და მეც ასე მეგონა... კინკლაობა ქორწინების პირველივე თვეში დავიწყეთ. ახლა აღარც მახსოვს, რა იყო ამ კინკლაობების მიზეზი. ორი წლის შემდეგ ვფიქრობდი, ამასთან ვეღარ ვიცხოვრებ, აუცილებლად გავეყრები-მეთქი. მარტო კინკლაობაში არ იყო საქმე, მასთან სიახლოვის სურვილი აღარ მქონდა. სამაგიეროდ, ქვეცნობიერში ვოცნებობდი ძლიერ, მიმზიდველ მამაკაცზე, რომელსაც დავემორჩილებოდი.

 – რატომ არ გინდოდათ ქმართან ინტიმური სიახლოვე, ხომ გიყვარდათ?

– იცით, რა მჭირდა? მიყვარდა და მენატრებოდა, როცა გვერდით მყავდა. ვწერდი მესიჯებს – როდის მოხვალ, მომენატრე-მეთქი და ეს ტყუილი არ იყო – მართლა მენატრებოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ახლა მოვა, ჩამეხუტება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ, მოვიდოდა და იწყებოდა ჩხუბი, უხეშად მივმართავდით ერთმანეთს. ვაღიარებ, რომ მე უფრო უხეში ვიყავი. მერე ძალიანაც ვბრაზობდი საკუთარ თავზე, მაგრამ, ვერაფერს ვუხერხებდი. ამხელა ქალს თამაშის უნარიც კი არ მქონდა.

– „თამაშის უნარი“ – ეს აუცილებელია?

– სამწუხაროდ, აუცილებელია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს ტყუილს. სწორად უნდა გამიგოთ. „თამაშში” დიპლომატიას ვგულისხმობ, რომელიც ქალებს, განსაკუთრებით – ცოლებს, ძალიან გვაკლია. კაცს ბევრი არაფერი სჭირდება, არც ზედმეტი გულახდილობა. მას უნდა, რომ აღიარებდნენ, როგორც ლიდერს და ყურადღებით ანებივრებდნენ... კიდევ, სჭირდება სრულფასოვანი სექსი, ოღონდ, მართლა სრულფასოვანი სექსი. როცა მუდმივი კამათითა და კინკლაობით ზღვარზე მივედით და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მორჩა, მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ღამე გვარიგებდა. „ღამეს” პირობითად ვამბობ, საუბარია ინტიმზე. ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სექსს ჩვენი ურთიერთობისთვის. მგონი, უმცროსი თაობა უკეთესად ერკვევა დღეს ასეთ დეტალებში და ძალიან კარგადაც იქცევიან. ქორწინების პირველი წელი ხომ ყველაზე ტკბილი უნდა იყოს, ჩემს შემთხვევაში კი ასე არ ყოფილა. სანამ მივხვდი, რა გვაერთიანებდა, წლები გავიდა. პატარ-პატარა სიხარულები ყველა წყვილს აქვს; პრობლემებიც, ალბათ, ინდივიდუალურია, მაგრამ, ჩემი „რეცეპტი“, მგონი, ყველაზე გაჭრის.

– რა რეცეპტზეა საუბარი?

– ამდენი ხანია, მხოლოდ ამაზე ვლაპარაკობ. საუკეთესო „ცემენტი“, რომელიც წყვილს ადუღაბებს, არის სექსი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმარი იმიტომ  ეყრება ერთმანეთს, რომ მათ შორის სრულფასოვანი სექსი არ არის?

– დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ. ოღონდ, გააჩნია, ვინ რას გულისხმობს სრულფასოვან სექსში. ჩვენ ნელ-ნელა მივედით აქამდე. თავს ვერ გამოვიდებ და ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ თავიდანვე ყველაფერი კარგად გვქონდა. ძალიან გამოუცდელი ვიყავი და ამან თავისი გავლენა იქონია. დიახ, 29 წლისამაც კი ბევრი არაფერი ვიცოდი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. მეგონა, რომ, მიყვარს და მეტი რაღაა საჭირო-მეთქი.

– ალბათ, იმასაც გააჩნია, სიყვარულს ვინ რას ეძახის.

– ჰო, ესეც მნიშვნელოვანია. იდეაში სიყვარული ყველაფერს უნდა ერეოდეს. თუ ადამიანი გიყვარს, მისი ყველაფერი უნდა გიყვარდეს; მის ნაკლს, ახირებებს, შენთვის უსიამოვნო ჩვევებს, არათუ უნდა ეგუებოდე, ვერც კი უნდა ამჩნევდე. სამყაროს მისი თვალებით უნდა უყურებდე და არაფერზე ეკამათებოდე...

– არსებობს ასეთი სიყვარული?

– ალბათ, არსებობს და, მეტსაც გეტყვით – სიყვარული სწორედ ასეთი უნდა იყოს. ჩვენ არ ვიცით სიყვარული და არც ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ. ჩემი ქმრისთვის ისეთ წვრილმანებზე მომიშლია ნერვები, ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია. იმასაც მოუშლია ნერვები ჩემთვის, ბუნებრივია, მაგრამ, საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. საერთოდ, პრობლემის გამოსწორება საკუთარი თავით უნდა დაიწყო. ფიზიკური ლტოლვა რომ უნდა გქონდეს, ამაზე აღარც არის საუბარი, მაგრამ, ამას უნდა ახლდეს თბილი მზერა და სურვილი იმისა, რომ მისთვის რაღაც კარგი გააკეთო, მუდმივად გაახარო. ჩვენ ბოლოს მეზობლის ძაღლებივით ვუღრენდით ერთმანეთს. ხშირად ვადანაშაულებდი იმაში, რომ ჩემთვის ნაკლებად ეცალა; ვეჭვიანობდი იმ თანამშრომელზე, რომელიც სხვებთან შედარებით ხშირად ურეკავდა; არ მომწონდა, როცა ქუჩაში ლამაზ ქალს გააყოლებდა თვალს... – ეს ყველაფერი კი აისახებოდა ურთიერთობაზე და დღისით სულ ვჩხუბოდით. ერთხელ იმ კრიტიკულ ზღვრამდეც მივედით, რომ ჩაალაგა თავისი ნივთები და მიდიოდა.

– მიდიოდა სხვა ქალთან?

– ეგ უკვე აღარ ვიცი; მგონი, არა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შევაჩერო-მეთქი. ვგრძნობდი, თუ წავიდოდა, ჩემი ცხოვრება დაინგრეოდა და ყველაფერი საშინლად იქნებოდა. არ მეთმობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთადაც ვეღარ ვძლებდით... ისევ სექსმა შეგვარიგა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩამოვეკიდე კისერზე და ჩავეხუტე; იმანაც, გაუშვა ხელი ჩანთას და დარჩა...

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მარტო სექსი გაკავშირებთ?

– არა მგონია, ასე იყოს. მარტო სექსი რომ გვაკავშირებდეს, ასეთი ურთიერთობა არ გვექნებოდა. ინტიმის მეთოდი ჭრის, მაგრამ, ცოლ-ქმარს შორის საერთო ინტერესებიც უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ის „რაღაც,“ რასაც მე სახელს ვერ ვუძებნი.

– თქვენ შორის არის ეს „რაღაც“?

– მგონი, არის. კი ვჩხუბობთ, მაგრამ, უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებთ – ეს ფაქტია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წყვილი იქნება ჩვენს მდგომარეობაში და მათ ვურჩევ, მეტი ყურადღება მიაქციონ ინტიმს – ვიმეორებ, ამაზე კარგი „ცემენტი“ ოჯახის შესაკვრელად არ არსებობს.

– ღალატსაც გამორიცხავს?

– ღალატს ვერაფერი ვერ გამორიცხავს, თუ კაცი ბუნებით მოღალატეა. ზოგიერთი მამაკაცი ეძებს თავგადასავალსა და გასართობს სხვა ქალთან და ამის გარეშე არ შეუძლია. როგორი კარგი ინტიმური  ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ცოლთან, მაინც იფიქრებს ღალატზე. უკიდურესობებზე არ ვლაპარაკობ, რაშიც დარწმუნებული ვარ, იმაზე გეუბნებით. მეთოდი უტყუარია – ჭკვიანმა ქალმა ინტიმი ოჯახის შესაკვრელად უნდა გამოიყენოს. მეც მხოლოდ ერთი წელია, მივხვდი ამას და შედარება არ არის, ისე ავაწყვე ქმართან ურთიერთობა. როგორც კი შევატყობ, რომ სიტუაცია ჩხუბისკენ მიდის, მაშინვე ვანეიტრალებ ჩემი მეთოდით: იჩხუბებ დღისით? შერიგდები ღამით და ყველაფერი კარგად იქნება. 

– თუ ასეთი მარტივია, მაშ, რატომ ინგრევა ოჯახები?

– აგიხსნით. იმიტომ, რომ ჩვენ სექსის მნიშვნელობა საერთოდ არ ვიცით, არ ვანიჭებთ მას იმ „სტატუსს“, რომელსაც ემსახურება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ჩავაყენოთ ის ჩვენს სამსახურში და ყველაფერი მოგვარდება. თუმცა, ბოლომდე მხოლოდ სექსის იმედზეც ვერ ვიქნებით. ურთიერთობას სჭირდება ცოტა ურთიერთგაგებაც, თანადგომაც და შეგუებაც და ქალმა ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ სამაგიერო არ უნდა მოითხოვოს, მით უმეტეს – ისტერიულად და კაპრიზებით, თორემ, ყველაფერს წყალში ჩაყრის. ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, როცა კაცისგან ხმამაღლა ვითხოვთ ყურადღებასა და ალერსს, ეს ინტიმის გზით უნდა გამოვტყუოთ მას – მაშინ, ისინიც კმაყოფილები იქნებიან და ჩვენც.

 

скачать dle 11.3