კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

27 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეული იწყება

27 ოქტომბერს 5 დღით თბილისში, უკვე მეათედ, „თბილისის მოდის კვირეული“ ტარდება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად „მეიდან ჯგუფის“ ახალი პროექტი – „დიზაინ ცენტრი“ უმასპინძლებს. კვირეულის სამი ჩვენება კი გაიმართება პარლამენტის ეროვნულ გალერეაში, სასტუმრო Rooms Tbilisi-ში და „შატო მუხრანში“. თბილისის მოდის კვირეულის მხარდაჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი. კვირეულს მხარს უჭერს ბიზნესსექტორიც. 

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი „შატო მუხრანში“ წარმოადგენს იმ კოლექციას, რომელმაც მილანისა და პარიზის შოუ-რუმებში წარმატება მოიპოვა. მოდის კვირეულში ასევე, მონაწილეობენ: ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი („დალოოდ ჯგუფი“), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი). ასევე, კოლექციებს წარმოადგენენ ახალბედა დიზაინერები – ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი. „დიზაინ ცენტრში“ პირველ ჩვენებას ბრენდი „დალოოდი“ გამართავს, რომელიც კაფსულა კოლექციებით აერთიანებს იკა ბობოხიძეს, სიმონ მაჩაბელსა და გრეგორი რეჯინის.

გრეგორი რეჯინი: სერიოზულად, მთელი პასუხისმგებლობით მივუდექი ამ საქმეს. როდესაც „დალოოდ ჯგუფიდან“ მომივიდა შემოთავაზება, მოდი, ვცადოთო, მეც დავთანხმდი. ეს იქნება სამი დიზაინერის კოლაბორაცია: ჩემი, სიმონიკა მაჩაბლისა და  იკა ბობოხიძის. კონცეფცია ასეთია: ტანსაცმელი უნდა იყოს ლამაზი, ხარისხიანი და რაც მთავარია, ფასით ხელმისაწვდომი. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს მისი ყიდვის საშუალება.

„პარსონსის“ მაგისტრატურის დამთავრებისა და ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” წარმატებული ჩვენების შემდეგ, დიზაინერი ლაკო ბუკია უკვე თბილისის „ფეშენ-ვიქზე” გამართავს ჩვენებას. 

ლაკო ბუკია: ძალიან მიხარია დაბრუნება. ყველა დიზაინერის საყვარელი მომენტია, როდესაც ჩვენებაზე გადის მისი ნამუშევარი და ისინი ცოცხლდება საზოგადოების წინაშე. თბილისში რომ არ ვარ, ამაზე გული მწყდება, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი მყავს, რომელიც დაუღალავად მუშაობს და ყველანაირად ვენდობით მათ. ახალი კოლექცია არის „ლოლო ბაი ლაკოს“ ხაზიდან. ის ჯერ არავის უნახავს. რაც შეხება იმ კოლექციას, რომელიც ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“ მქონდა წარმოდგენილი, იქიდან ამ კოლექციისთვის გამოვიყენე მხოლოდ ფეხსაცმელი, ხელთათმანი და მოხატული წინდები.

თბილისის მოდის კვირეულზე პირველად მოეწყობა გრანდიოზული შოუ-რუმი, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე სეზონურ კოლექციებს. აქვე, წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების აქსესუარების ახალი კოლექციები. ნებისმიერ მსურველს ექნება შოუ-რუმის დათვალიერებისა და სასურველი ნივთის შეძენის შესაძლებლობა. კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება მასტერკლასები. კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მოდის კვირეულს შორის მოლაპარაკებების თანახმად, მოეწყო პრეს-ტური, რომლის სტუმრები გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მოდის კვირეულსაც გააშუქებენ: Grazia Italy, Harper’s Bazaar (Russia & Kazakhstan), Buro 24/7, SNC Magazine, Wanderlust City guide, Interview Russia, NARGIS Magazine. ბექსთეიჯში მოდელების მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე „ნატალის“ პროფესიონალები იზრუნებენ, იმიჯმეიკერ რიჩარდ ვალოიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიების პარტნიორები არიან: „ჯორჯიან ივენთსი“, „დეკერტ ჯორჯია“, სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“.

 

скачать dle 11.3