კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულისთქმა და სტატისტიკა

ანუ გადაარჩინე ნერვული უჯრედები!

 

მაშინ, როდესაც აქეთ – სრულიად ქართული არასამთავრობო სექტორია აღშფოთებული ქალთა მიმართ ძალადობის მოხშირებით (მეც, მათ შორის), იქით – „ნაციონალური მოძრაობა“ არ ინდობს ხმის იოგებს, რომ კრიმინალმა კატასტროფულად მოიმატა, ისე მოხდა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე გავიდა.  – .

რაც შეეხება მაჩვენებლებს, რომელთა მიხედვითაც წარმატება გვეწვია: „საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის კრიმინალის დონის დაბალი მონაცემებით შევიდა“.

იქვეა მინიშნებული, რომ „ეს ქვეყანა მრავალფეროვნებისა და უნიკალობის კომბინაციაა, აქ დაგხვდებათ შავი ზღვის სანაპირო, სამკურნალო კლიმატი, ეროვნული პარკები, კავკასიის ქედი, მინერალური წყლები, გემრიელი სამზარეულო, კულტურა, იუნესკოს სიაში შეტანილი მემკვიდრეობა და პოპულარული ქართული სტუმართმოყვარეობა“.

ცნობისთვის – მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის წამყვანი ათეული შემდეგნაირია: იაპონია, ტაივანი, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, მალტა, ლუქსემბურგი, საქარველო, ბაჰრეინი და სინგაპური.

იმ მარტივი მიზეზით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დასკვნებისას ოფიციალური სტატისტიკით ხელმძღვანელობენ, ხოლო ჩვენთვის სა-უცხო-ო კვლავაც და მხოლოდ უცხოა, გულისთქმის აყოლამდე და ნერვული უჯრედების გადარჩენის მიზნით, სტატისტიკის ჩაკირკიტების წესი ხომ არ შემოგვეღო?! – 

скачать dle 11.3