კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მჯობნის მჯობნი

ანუ მილიონერი მეზობლები

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ ფინანსურ და ქონებრივ დეკლარაციებს ჩვენს მეზობელ სომხეთშიც ავსებენ მათი რჩეულები, გაირკვა, რომ ამჟამად სომხეთის ეროვნულ დეპუტატებს შორის 19 მოქმედი მილიონერია, 9 მათგანი, სულაც, მმართველი პარტიის დეპუტატია, დანარჩენი 9 – ფრაქციისა „აყვავებული სომხეთი“ (დამეთანხმებით, ფრაქციის სახელწოდება ფრიად დამაიმედებელია სომხეთის მოსახლეობისთვის. სხვათა შორის, ფრაქცია მმართველ პარტიას ერჩის, ბუნებრივია, იმ მიზეზით, რომ თავად სურს ხელსიუფლებაში მოსვლა), ხოლო დარჩენილი ერთი – უპარტიოა.

როგორც აღმოჩნდა, 2013 წლის დეკლარაციების თანახმად, სომხეთის რჩეულების ქონება, საერთო ჯამში,  235 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი სომეხი კოლეგები ეჭვქვეშ აყენებენ დეკლარაციების ობიექტურობას – დეპუტატთა ქონებისა და ფინანსების დიდი წილი იქ ვერ მოხვდებოდაო, ვარაუდობენ, რომ ჯიბესქელი სომხეთი  საკანონმდებლო ორგანოში ზემოხსენებულზე  მეტიცაა და ზემოჩამოთვლილთა ჯიბეც გაცილებით სქელია (ამის ფონზე, ცოტა არ იყოს, სინდისმა დამქენჯნა, ამ ჩვენს პოლიტიკოსებს 100  000-ებს რომ ვედავები).

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში მინიმალური ხელფასი 110 აშშ დოლარზე ოდნავ მეტიაო, თავს იმით მაინც დავიმშვიდებთ, რომ ჩვენზე უფრო ღარიბებსაც ჰყოლიათ ჩვენსაზე მაძღარი და მდიდარი პოლიტელიტა. თუმცა ეს მაინც ვერ უკარაგვს აქტუალობას კითხვას (როდესაც სომხეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მოვავლებთ): და მაინც, სად დააგროვეს ეს მილიონები ბემურაზებმა?! – 

скачать dle 11.3