კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

„ჭამა – არჭამა, საკითხავი აი, ეს არის“

იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, სურსათის ეროვნული სააგენტო ლამის კოსმოსური სიჩქარით აქტიურობს. ჰოდა, ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა სოფელ გეგუთში მდებარე ერთ-ერთი ღია სააქციო საზოგადოების სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს. როგორც ოფიციალურად იტყობინებიან, ხორცს არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა – „ფორმა N24.”

რაკი ხსენებული ღია სააქციო საზოგადოება ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა , კომპანია, საქართველოს კანონის შესაბამისად, 500 ლარით და დამატებით 1 000 ლარითაც დააჯარიმეს იმის გამო, რომ ვეტერინარული მოწმობის გარეშე ყიდდა ხორცს (იაფად გამოვიდნენ!). ამ ჯერზე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი განადგურდება, ხოლო თავად ეს ფაქტი მოწმობს, რომ ჩვენს რეალობაში საკაცობრიო კითხვას: „ყოფნა – არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის“, დაემატა არანაკლებ საჭირბოროტო: „ჭამა – არჭამა, საკითხავი, აი, რა არის“!    

 

скачать dle 11.3