კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

მეფე ერეკლესთან მივიდა ერთი ვიღაც ბარათაშვილი და მის კარისკაცს ყორღანოვს უჩივლა.

ასპინძის გმირმა პასუხად ეს ამბავი უთხრა: ერთს საშინელს ზამთარს თოვლით სავსე ხევში გადავარდა ვიღაც ყორღანოვი და ჩაირჩვაო. როცა იმისი გვამი განიხრწნა, მგლებს სუნი მოედინათ და ათიოდე მგელი მიესია. ახლო რომ მივიდნენ, ერთმა მგელმა შეაჩერა სხვა მგლები და უთხრა: შესდექით, ეს ყორღანოვი ყოფილა და ჩვენ ვერას დავაკლებთო.. შე დალოცვილო, დაუმატა ამ არაკს მეფემ, თუ ათმა მგელმა მკვდარ ყორღანოვს ვერა დააკლო რა, მე რა უნდა დავაკლო ცოცხალ ყორღანოვსაო.

***

ერთმა მოზრდილი ცხვირის პატრონმა რკინის გზის ვაგონში ფანჯრებიდან ყურება დაიწყო და ფათერაკად ფანჯრის მინა გასტეხა, თვითონაც ცხვირი გაეფხაჭნა და სისხლმა დენა დაუწყო. კონდუქტორები შემოეხვივნენ და მინის ფული – სამი მანათი მოსთხოვეს. დიდის ცხვირის პატრონმა უთხრა:

– ამ ფულს კი გადავიხდი, მაგრამ ცხვირს ვიღა მიზღავსო.

კონდუქტორმა ხუმრობაზედ ხუმრობით უპასუხა:

– შე დალოცვილო, მაგოდენა ცხვირი ვაგონში რად შემოგქონდა, „ბაგაჟად“ უნდა მიგეცაო.

***

როცა შამილი პეტერბურგს მიიყვანეს, თეატრში მიიწვიეს, უნდა წარმოედგინათ შილერის ტრაგედია „ვილჰელმ-ტელი“. თარჯიმანმა აუხსნა დაღესტნის გმირს შინაარსი ტრაგედიისა, დაიწყო წარმოდგენა... სცენაზედ გამოჩნდა ალპიის მთები... შეთქმულნი პირობას სდებდნენ, მტარვალები თავიდან მოვიშოროთო. ყველანი სიამოვნობდნენ, ხოლო შამილი ძლიერ დაღონდა, ღრმად ამოიკვნესა და შავ ფიქრს მიეცა.

– რად დაღონდით? რად ამოიკვნესეთ! განა არ მოგწონთ? აი, რა მშვენიერი მთები მოჩანანო, ჰკითხა შამილს გვერდით მჯდომარე გენერალმა.

– გიკვირთ თუ?! მართალი მთები დავკარგე და ტილოზედ დახატულს-ღა ვუცქერიო...

ამ სიტყვების შემდეგ შამილი წამოდგა და გავიდა თურმე თეატრიდან.

скачать dle 11.3