კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ემუქრება მიშა ანდღულაძეს თმის დაპუტვით და რატომ არ შეხმიანებია ის მანჩო გიორგობიანს

ახალ სატელევიზიო სეზონთან ერთად, „კომედი შოუ“ განახლებული სახით დაუბრუნდა თავის მაყურებელს: ძველი თუ ახალი სახეები, განახლებული სკეტჩები, გაზრდილი მუსიკალური ნაწილი და, რა თქმა უნდა, თურქულ-ესპანური სერიალები. ამ ყველაფერში, ბუნებრივია, აქტიურად არის ჩართული მიშა ანდღულაძე. ალბათ, მკითხველს აინტერესებს, იპოვა თუ არა ქალის როლის უბადლო შემსრულებელმა ახალი და საინტერესო პერსონაჟი, ან, როგორ ართმევს ის ერს ქართველობას და რას მიჰყავს სიკვდილამდე...

 

– მიშა, ახალი სეზონიდან რა სიახლეები ელის მაყურებელს?

– მე, როგორც ქალის როლების უბადლო შემსრულებელი, წელს ერთი საინტერესო ქალის ნახვას ველოდი. ვეძებე, ვეძებე, ვეძებე და ვნახე... როგორი?! მოდი, ეს სიურპრიზად დავუტოვოთ მაყურებელს. „კომედი შოუ“ მკვეთრი სიახლეებით დავიწყეთ: მუსიკალური მხარე კლიპების სახით გაიზრდება; ასევე, გვექნება ბევრი სერიული სკეტჩი. დავიწყეთ თურქული სერიალი, ჯერ ერთი სერია გავიდა და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მეორე სერიის ჩაწერას ცოტა დიდი ინტერვალით ვაპირებდით, მაგრამ რადგან დიდი მოთხოვნაა, მეორესაც მალევე ჩავწერთ, „ვნებების ჭუჭრუტანაში“, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. შოუ ახალი სახეებითაც დაიტვირთება. ერთი კარგი სიახლე გვაქვს კიდევ – ნანულისა და გურამის ცოტა სხვა ფორმით გაცოცხლებაა დაგეგმილი, უკვე ჩავწერეთ სკეტჩი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი სავიზიტო ბარათია, მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სრულიად ახალი ფორმით შემოგთავაზებთ, არა დუეტის სახით, თუმცა, ნანული, რა თქმა უნდა, იქნება. 

– საინტერესოა, თვითონ თუ გეცინება შენ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებზე?

– რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა ხშირია. ყველაზე მეტად ნანულისა და გურამის დროს იყო სასაცილო მომენტები. ძირითადად, მაშინ მეცინება, როცა სერიულ პერსონაჟებს ვთამაშობ. ხშირად ვჩერდებით და ამის გამო გვიან ვამთავრებთ ჩაწერას. მერე ეს გადამდები ხდება – ხალხიც უადგილო ადგილას იცინის და ვეღარ ვაგრძელებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში ვამთავრებთ ხოლმე ჩაწერას, სხვა გზა არა გვაქვს.

– ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ქალის როლებს განსაკუთრებით კარგად ასრულებ. რთული არ არის გარდასახვა?

– გარდასახვა არ მიჭირს, თუმცა, ამას დრო უნდა, ასე ვთქვათ, თავისებური ადაპტაციის პერიოდია საჭირო. ადამიანი შემხვდება, გავიცნობ და, უკვე ვიცი, რომ მას არ უწერია „გამოუჭენებლობა.” რეალურად, პერსონაჟი ხომ ასე, ჰაერზე არ იქმნება. ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც არ მინახავს, ყველაფრით უკმაყოფილო ოპოზიციონერი როსტომ სამხარაძეა, რომელიც უცნაურად შეზავებული პერსონაჟია. ის არის რადიოში მოსმენილი ადამიანი, რომელიც ყოველ დილით რეკავდა ხოლმე ზუსტად ათის თხუთმეტ წუთზე, არ აცილებდა და, ზუსტად მაგ ტონით ლაპარაკობდა. ხმა და ვიზუალი შეერწყა ერთმანეთს და ასე გამოვიდა ეს პერსონაჟი. ეგაა გამონაკლისი, სხვა დანარჩენები რეალურად მყავს ნანახი. რეალურად თუ არ ვნახე და მოვისმინე საუბარი, ჰაერზე ვერ შევქმნი პერსონაჟს. იმიტომაც ხდება პოპულარული და იმიტომაც იტაცებენ ფრაზებს, რომ ყველას ჰყავს ერთი ეგეთი ნაცნობი ან მეგობარი.

– როცა რეალური პერსონაჟები გმირში საკუთარ თავს ცნობენ, როგორი რეაქცია აქვთ?

– ძირითადად, დადებითი, თუმცა, უარყოფითიც ყოფილა. მაგალითად, ქალბატონმა მთვარისამ შემომითვალა, აქ არ ვნახო ეგ ჩამოსული, თორემ სათითაოდ დავაპუტავ თმის ღერებსო. მანჩო გიორგობიანიც მერჩის. ახლა ახალი სეზონია და დავასვენე მანჩო, არ შევხმიანებივარ, ისე, კი მაინტერესებს, როგორ არის. ვნახოთ, იქნებ რამე ახალი შემოგვთავაზოს, რომ მეც მქონდეს თემა. ზოგადად, უარყოფითი რეაქციები ნაკლებად არის. დარწმუნებული ვარ, მაგ შემთხვევებშიც, გაბრაზება ნახევრად ხუმრობით ხდება. აბა, ახლა, მართლა როგორ დამაპუტავს ვიღაცა თმას, დავიჯერო, ასე გამიმეტებს? 

– გააჩნია პერსონაჟს. ნოდარის დედის მსგავსი პერსონაჟი თუ შეგხვდა სადმე...

– ჰო, ეგ ქალი საშიშია. მაგრამ, თვითონ ვერც მიხვდება. ეგ ცალკე მეც მყავს ნანახი და ცალკე – თათიასაც. ეს არის ქალი, რომელიც ქმარს არის გაცილებული და, ხომ იცი, „მარტომ გავზარდე ბავშვი“ – ეს კატეგორიაა. აუზზე დავდიოდი ორთაჭალაში – გამაჯანსაღებელი ცენტრია და შევდიოდი თანხის გადასახდელად. ბუღალტერი იყო, როგორც ჩანს და, აქეთ იჯდა სიგარეტით. წარმოიდგინე, გამაჯანსაჟებელ ცენტრში, აუზიდან გამოდიხარ და – აქეთ სიგარეტის ბუღი დგას. ყოველ წუთში ურეკავდა შვილი; „რა გინდა, არა მაქ ფული, აიღე მერე“ – უყვირებდა და ჩააქრობდა სიგარეტს. ის ტიპაჟია, გამწარებული რომ აქვს სიცოცხლე შვილისგან, თვითონ რომ მუშაობს და შვილი რომ უსაქმურია მუდმივად. მაგრამ, ეს თათიას ეხება, მე არაფერ შუაში ვარ. დაქალი ვარ, უბრალოდ. არა, დაქალიც არ ვარ, მე, უბრალოდ, ვიცნობ.                                                                                                               

– შენ რომელი პერსონაჟი მოგწონს ყველაზე მეტად? 

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ, ნანული მაინც ჩემი ფავორიტია. ყველაზე კომფორტულია და ამას თავის საფუძველი აქვს. წინა ცხოვრებაში ქალი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ეგ ფრაზები და სოციალური ყოფა ძალიან ახლოა ჩემთან. სხვა პერსონაჟებიდან, რომელიც პოპულარულია, ის არის ხოლმე ჩემთვის საყვარელი.

– უარყოფით შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

– ზოგადად, ჩვენ ძალიან უცნაურები ვართ შეფასებებში. ქართველი ერი ხომ ბევრი რაღაცით გამოვირჩევით. მქონია შემთხვევა, ქალი მხვდება და მეუბნება: „ვაიმე, რომ არ გითხრა, არ შემიძლია! აი, ძაან ნიჭიერი ხარ და ძაან მიყვარხარ, მაგრამ, ამ ქალების როლებს რომ აკეთებ, არა ძაან კარგად კი აკეთებ... მაგრამ, ამავე დროს, ცუდ საქმესაც აკეთებ. იცი, მერე გამოდიან ბავშვები და ამეებს იმეორებენ“... სად გამოდიან? რას იმეორებენ? „იმეორებენ და მერე ამას ჩვენი ერი გარყვნილებისკენ მიჰყავს“. ჩვენ ხომ ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ, რა გვინდა, რაზე გვაქვს ორიენტაცია. ქალის პერსონაჟზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მომისმენია. შეიძლება, ვიღაც პროფესორი იჯდეს სადღაც, ინტერნეტგადაცემაში და ამბობდეს: „ერთია, რომ ქალის როლის შესრულებით ქალებს დასცინიან, დისკრიმინაციას ახდენენ და აკნინებენ მას; მეორეა, რომ ქალის განსახიერებით მამათმავლობას ქადაგებენ”... მერე, საბოლოო ჯამში, იგებ, რომ საერთოდ არ აქვს ნანახი, უბრალოდ, გაუგია, რომ ხალათი მეცვა და – „ეს ხომ საშინელებაა! ქართველობას გვართმევენ!“ – ახალი პრობლემა გაჩნდა ქართველ ერში. რით ვეღარ წავართვით! ამდენი ხანია ვართმევთ და, რა გახდა ამისთანა. ეტყობა, ჩვენც არ ვიცით ზუსტად, როგორ წავართვათ. პრობლემა ძირითადად არის ხოლმე დაცინვისა და პაროდიის გარჩევაში. ზოგადად, თუ ადამიანი იუმორის გაგების მხრივ ცოტა პრობლემურია, ის ზოგადადაც პრობლემურია. დაცინვასა და პაროდიას შორის დიდი განსხვავებაა. დაცინვაა, როდესაც ადამიანს დასცინი ისეთ რაღაცაზე, რაც გამოუსწორებელია, რაც თანდაყოლილია მისთვის – ბუნებრივი ან ფიზიკური ნაკლი და შენ ამაზე ამახვილებ ყურადღებას. პაროდია ძალიან განსხვავდება ამისგან, პაროდიის დროს შენ აკეთებ იმას, რასაც ადამიანი ვერ ხედავს გარედან, რაც მისთვის არ არის ცნობილი. მაგალითად, ჩემთვის არ არის ცნობილი ჩემი ხასიათის თავისებურება და, თუ ჩემი პაროდია სხვამ არ გააკეთა, ამას ვერ გავიგებ. ჩვენი პერსონაჟების უმრავლესობამ არ იცის, რომ მათ განვასახიერებთ. მე, მაგალითად, სოფლელი კოტეს პერსონაჟი რომ მყავდა, სანამ არ უთხრეს, შენს პაროდიას აკეთებსო, ვერ მიხვდა, იმიტომ, რომ ის თვისებები მისი ხასიათის თავისებურება იყო. ადამიანს თავისი თავის შეხედვა გარედან ყოველთვის უჭირს. როცა კონკრეტული ადამიანის ხასიათის მიბაძვას აკეთებ, ეს არის პაროდია; როცა ფიზიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე აკეთებ არაეთიკურ ხუმრობას – ეს არის დაცინვა. ამ ორი რაღაცის განსხვავება ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. არა მარტო ამ სფეროში, ზოგადად, ასეა. მაგალითად, „კაზანტიპზე“ ხომ ქართველობას გვართმევდნენ! რა კავშირი აქვს ქართველობასთან მუსიკალურ ფესტივალს, ჩემთვის ძალიან რთული დასაკავშირებელია. 

 

скачать dle 11.3