კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავეჯის ისტორიიდან

კლეოპატრა – შავკანიანი?!

ბოლო დროს არქეოლოგიურმა გათხრებმა თითქმის თავდაყირა დააყენა სახელგანთქმული დედოფლის, კლეოპატრას შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ კლეოპატრას ჰქონდა ნაზი, სადაფისფერი კანი; სწორი, შავი თმა; მწვანე თვალები... სწორედ ასეთს ხატავდნენ მას მხატვრები და კინოფილმებშიც მსგავს ტიპაჟებს იღებდნენ.

კლეოპატრას განუმეორებელ სილამაზეში ახლაც არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის უფრო აფრიკული ტიპის გარეგნობის იყო და არა ელინური. სავარაუდოდ, კანის ფერიც მუქი ჰქონდა და უფრო მულატი იყო, ვიდრე თეთრკანიანი. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მეცნიერი ჰილკე ტუერი, რომელმაც თურქულ ქალაქ ეფესში კლეოპატრას დის, არსინოიას სამარხი აღმოაჩინა. გვამის ნარჩენების ანალიზმა დაადასტურა, რომ არსინოიას დედა წმიდა სისხლის აფრიკელი იყო.

რაც შეეხება კლეოპატრას სამარხს, ის მდებარეობს ოსირისის ტაძრის მიდამოებში, მაგრამ, შიგნით დედოფლის გვამი ვერ აღმოაჩინეს.

პრინცესა არსინოია და კლეოპატრა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობით. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ კლეოპატრამ მოაკვლევინა და.

 

ავეჯის ისტორიიდან

დივანი – ყველასთვის ნაცნობი ავეჯი, განსაკუთრებული კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის. სახელწოდება სპარსული წარმოშობის აქვს, თუმცა ირანში „დივანს“ ბევრნაირი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს – ასე უწოდებდნენ დოკუმენტების ნაკრებს ან ადგილს, სადაც ადამიანები სამსჯელოდ იკრიბებოდნენ. „დივანს“ ეძახდნენ ხალიჩებითა და ბალიშებით მორთულ სკივრს, რომელსაც არც საზურგე ჰქონდა, არც ფეხები და განკუთვნილი იყო წარჩინებულთა დასაჯდომად.

შუა საუკუნეებამდე ევროპული ავეჯი უშნო, მოუხერხებელი და მძიმე იყო. ხის დამუშავებაზე არავინ ზრუნავდა, უბრალოდ, ჩამოთლიდნენ ცულით და ამას ავეჯს ეძახდნენ. მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნეში დაიწყეს შედარებით კომფორტული საწოლების, ზანდუკებისა და ტაბურეტების გამოთლა. არავითარი ქსოვილი არ გამოიყენებოდა. უკეთეს შემთხვევაში, საწოლზე (ხის ფიცრებზე) თივას ყრიდნენ.

სამაგიეროდ, ბიზანტიასა და სპარსეთში ავეჯს ხალიჩებითა და ძვირფასი ქსოვილებით რთავდნენ. ზედ აწყობდნენ ბალიშებს და ამას დივანს უწოდებდნენ. როცა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ევროპა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩაება და ნელ-ნელა ეზიარა აღმოსავლურ ფუფუნებას, რაინდებს  აღმოსავლეთიდან ჩამოჰქონდათ ხალიჩები, ჭურჭელი, ნელსაცხებლები და საპონი. მეთხუთმეტე საუკუნეში შეიქმნა ოტომანთა იმპერია და დივანის, როგორც ფუფუნების ატრიბუტის აღმავლობაც დაიწყო.

გაჩნდა პირველი თურქული მოდელი დივანისა – ოტომანკა, იგივე ტახტი (რაც თურქულად დაფას ნიშნავს). ეს იყო ძალიან ფართო, უზურგო დივანი, რომელსაც მთლიანად ფარავდნენ ტყავით, ბეწვითა და ხალიჩით. ერთი საუკუნის შემდეგ, ისევ თურქეთში, გაჩნდა  დაბალი დივანი – სოფა. მას საზურგეც ჰქონდა და განსაკუთრებულად რბილიც იყო. „სოფა“ არაბული სიტყვაა („სოუფ“) და სკამს ნიშნავს.

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპამ დაიწყო აღმოსავლეთისგან განსხვავებული დივნების კეთება. დურგალმა ტომას ჩიპენდეილმა შექმნა დივანის ახალი მოდელი – კანაპე, რომელმაც განსაკუთრებული პოლპულარობა მოიპოვა.

 

თუ ცოლი გონიერია

ანრი მატისს, გამოჩენილ ფრანგ მხატვარს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთ-ერთმა მათგანმა უზარმაზარი ყუთი გამოუგზავნა, თანაც, ხალხმრავალ გამოფენაზე. ყუთი იქვე გახსნეს და იქიდან ვეება დაფნის გვირგვინი ამოიღეს, რომელსაც ლენტი ჰქონდა წარწერით: „უდიდეს ანრი მატისს“. გვირგვინი მართლაც ლამაზი იყო და ყველას მოეწონა, გარდა თავად მატისისა – მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ და არ მოვმკვდარვარ, ეს რა არისო.

– არა უშავს, – დაამშვიდა ცოლმა, – ეს ხომ დაფნის ფოთოლია. მე მას შენს საყვარელ წვნიანში გამოვიყენებ, ბაფთას კი ჩვენს ქალიშვილს შევაბამ თმაზე, – გაუღიმა ქალმა და მატისიც დამშვიდდა.

 

скачать dle 11.3