კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან აქვს „საშიში“ სექსი ანრი ჯოხაძეს და რატომ იმატა კრიმინალმა საქართველოში

ჟურნალისტი ურეკავს ანრი ჯოხაძეს და, სავარაუდოდ, ხვალინდელი დღისთვის ინტერვიუს ჩაწერას სთხოვს. ანრის პასუხი: „ხვალ უნდა გარდავიცვალო მთელი დღით და, არ გავცოცხლდები, სანამ ჩემი შავი მთვარე და სელენა არ დამრთავენ გაღვიძების ნებას. ვენერამ და მარსმა ძალები უნდა აღმიდგინონ, პლუტონმა გონება გამინათოს”... სამდღიანი უძილო ღამის შემდეგ, იუმორის გრძნობა მაინც არ ჰქონდა დაკარგული და, ჩვენი ინტერვიუ დილის 5 საათზე, კლიპის გადაღების შემდეგ, სალონ „4u“-ს მისაღებში, ხაჭაპურისა და ნამცხვრების თანხლებით ჩაიწერა.

 

– დილის 5 საათია, დამთავრდა კლიპის გადაღება. რას გვამცნობენ ვარსკვლავები?

– ვარსკვლავების ცნობით, კლიპის გადაღება, რომელიც 2014 წლის 3 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა, განწირულია წარმატებისთვის.

– რას მღერი?

– ეს არის მსუბუქი, დისკო-ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „შენთვის“. რომელშიც გამოყენებული მაქვს ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსი – „ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს“.

– პირადად შენ რა გაოცებს შენს ქალაქში?

– საცობები, გადატვირთული მოძრაობა... პირდაპირ, გასაოცარია, საიდან ამდენი მანქანა?! წესით, ქვეყანას უჭირს, არადა, ნომრის სერიებში – „კუტასა“ ან „ბუ100ლში“, შეიძლება, ათასობით ლარიც გადაიხადონ.

– როგორც წესი, შენს კლიპებს გარკვეული თემატური დატვირთვები აქვს. ამ შემთხვევაში რისი თქმა გინდოდა და რა ხდება კლიპში?

– კლიპში უამრავი ადამიანია, რომლებიც მოქმედებენ ქალაქში, იტყლარჭებიან დღისით, მზისით, ცოტა გადარეულ ფორმაში, ამოვარდნილი ჩვენი ქალაქის სტილიდან თუ ყოფიერებიდან; ასევე, მსოფლიო ტენდენციად ქცეული „სელფომანია“, რომელმაც საქართველოშიც კარგად მოიკიდა ფეხი და ეს თემაც მაქვს გაშარჟებული. კიდევ, არიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ პოზიტივი და ეს უკვე ქმნის განსხვავებულობას.

– ესე იგი, პოზიტივის ნაკლებობას განიცდის ჩვენი ქალაქი?

– ზოგადად, ქვეყანაშია პოზიტივის კრიზისი. ერთმანეთის დაჭმა-დაგლეჯაზეა ხალხი გადასული.

– შენ ვინ ან რა გჭამს?

– მე ვერავინ ვერ მჭამს, იმიტომ, რომ ძვლის მაგივრად ფხა მაქვს და, შეიძლება, ისე გავეჩხირო, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. პრობლემა ის კი არ არის, რომ მერსიმ ძუძუები გამოაჩინა, პრობლემა ხალხის ცნობიერებაშია – ძუძუების იქით რომ ვერაფერს ვხედავთ, რადგან, თვალიც და გონებაც ზედაპირულ მოქმედებასაა მიჩვეული.

– ამდენ კლიპს რომ აცხობ, როგორ ახერხებ? მით უმეტეს, სამდღიანი მასშტაბური გადაღებები გინდა, რომელიც საკმაოდ ხარჯიანია.

– ამ შემთხვევაში ჩემს ნიჭსა და ალღოს უნდა ვუმადლოდე, იმიტომ, რომ ჩემ გარშემო ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უანგაროდ მეხმარებიან, უბრალოდ, ჩემი ხუშტურებისა და ფანტაზიების რეალიზების საშუალებას მაძლევენ. ამჯერად ეს იყო სალონი „4u“, რომლის მეპატრონეები არიან ჩემი მეგობრები:  ქალბატონი ლონდა ფიფია და მისი ქალიშვილი – თეო, რომლებმაც არნახული კომფორტი მოგვიწყვეს, არცერთ მსახიობს, ვინც კი გადაღებაში იღებდა მონაწილეობას, სალონიდან წასვლა არ უნდოდა. ასევე, თუ ნებას დამრთავთ „არაი თუმოროუს“ გადავუხდი მადლობას აბსოლუტურად უანგარო მხარდაჭერისთვის. კლიპში ბევრი პლაზმური ტელევიზორი მჭირდებოდა და მთელი დღე უსასყიდლოდ დამითმეს მაღაზიის სივრცე. ის კი არა, LG-ის უახლესი მოდელის ტელეფონიც მაჩუქეს და, მეც უსირცხვილოდ ვამარიაჟებ კლიპში, რომლითაც ბევრი „სელფი“ გადავიღე და „ფაცეზეც“ ავტვირთე.

– ბოლო პერიოდში ჰოროსკოპის აქტიური „მიმდევარი” გახდი და, თავად საქართველოს ვარსკვლავი, რას ითვალისწინებ ზეციური ვარსკვლავებისგან ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად ვითვალისწინებ და ყველას ვურჩევ, გაითვალისწინოს „აღმავალი კვანძი“, რაც ნიშნავს იმას, რომ, ჯერ უნდა დავადგინოთ, რომელ ნიშანში ჰყავს ადამიანს აღმავალი და ამ ნიშნის დადებითი მხარეები წამოვწიოთ ჩვენში. მაგალითად, ჩემი აღმავალი არის ლომში, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო მეტად არტისტული, მომთხოვნი და ლიდერი; დავიღრიალო ისე, რომ საზოგადოების ყურადღება მთლიანად ჩემკენ მივიპყრო – ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ასევე, მევალება ორ ადამიანს შორის კონფლიქტის მოგვარება და, თუ მე ამ ყველაფერს არ შევასრულებ, ნიშნავს იმას, რომ ამით ჩემს „შავ მთვარეს” ვკვებავ, რომელიც გროვდება და დამარტყამს, ანუ, ცუდად მომიბრუნდება, მაშინ, როცა შავი მთვარის პერიოდი ლომში იქნება.

– ადამიანურ ენაზე, უფრო მარტივად ამიხსენი შავი მთვარე და მისი მნიშვნელობა.

– ანუ, მე თუ ლომის თვისებებს არ გამოვიყენებ და წინა პლანზე არ წამოვწევ, ამით გამოვკვებავ ჩემს შავ მთვარეს. თუ ვიზარმაცებ, თუ არ ვიქნები არტისტული, თუ შემიძლია ადამიანების კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ გავატარე და არ ჩავერიე, ეს ჩემზე ცუდად აისახება, დაგროვდება და ის დამემართება, რასაც შენ არ დაწერ, ანუ, „დამენ...ვა“. „შავ პალასას“ რასაც ვეძახით, დაახლოებით ეგ ამბავია, ოღონდ, შავი მთვარე მეორდება ყოველ 7 წელიწადში, რომელიც გრძელდება 9 თვის განმავლობაში.

– ახლა რომელ ზოდიაქოშია შავი მთვარე?

– ლომში. რომელიც უკვე მთავრდება და დეკემბრიდან ქალწულის ზოდიაქოში შედის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალწულს დაერხევა. თუ ქალწულს ქალწულშივე ჰყავს შავი მთვარე, კი ბატონო, თუ არა და, მაშინ მოეკითხება ცოდვები, როცა იმ ჰოროსკოპის დრო მოვა, სადაც მას ჰყავს მთვარე ჩაბუდებული.

– მეგობრის ან პარტნიორის შერჩევაში თუ იყენებ ამ ყველაფერს და, ყველაზე მაგარი სექსპარტნიორი ზოდიაქოს რომელი ნიშნით უნდა იყოს?

– ჩემ გარშემო ყველა ადამიანთან მიმართებაში ვიცი და ვხვდები, რატომ მაქვს ან მქონდა ჰარმონიული თუ დისჰარმონიული ურთიერთობა. რაც შეეხება სექსპარტნიორებს, ესენი არიან კურო და მორიელი.

– შენც ხომ მორიელი ხარ და, ორი მორიელი ერთად... მაგ დროს რა ხდება?

– ორი მორიელი ერთად – ეს არის საშიში სექსი, როცა ქვა ქვაზე აღარ რჩება (იცინის).

– საინტერესოა, შენი აზრით, ქართული ესტრადა რომ გავაერთიანოთ, ჰოროსკოპის რა ნიშანს მივიღებთ?

– რთული სათქმელია, ალბათ, დღევანდელ შოუ-ბიზნესს შავი მთვარე ლომში ჰყავს – სიზარმაცე, ამბიციურობა, მედიდურობა, ამპარტავნება და, ისევ – სუპერსიზარმაცე...

– აღმავალი სად ეყოლება?

– (იცინის) რაებს მალაპარაკებ? აღმავალიც, ალბათ, ისევ ლომში ან ვერძში, რაც ნიშნავს ბევრ შრომას. ლომის უარყოფითი თვისება ხომ სიზარმაცეა, ამიტომ, გაორმაგებული შრომა მოეთხოვებათ, რომ ამით ებრძოლონ შავ მთვარეს. საერთოდ, საქართველოც ხომ ლომია ჰოროსკოპით და, ამიტომაა ქართველი ბუნებით ზარმაცი, მაგრამ, მშიერი კუჭით კუნთებს ვათამაშებთ – „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“ ამბავი ზუსტად ეს არის, სამაგიეროდ, ყველას უყვარს ცეკვა-თამაში, სმა-ჭამა, მასპინძლობაში თავის გამოდება და წარმოჩენა.

ზუსტად ლომის თვისებების ერი ვართ, ოღონდ, უარყოფითი თვისებების. შეიძლება, მთელი ცხოვრება ვიღაცის კმაყოფაზე ვიყოთ, ხელს არ ვანძრევდეთ და მაინც ვიძახდეთ, ჩვენ მაგარი ტიპები ვართო, – სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, ასეა.

სხვათა შორის, შეიძლება, ვიღაცამ სისულელეში ჩამითვალოს, მაგრამ, ეს გახშირებული კრიმინალი... მართლა ვერ ჩამოვყალიბდით, ეს არის მომატებული კრიმინალი თუ მომატებული გაშუქება ამ კრიმინალის... თუმცა, ვინაიდან შავი მთვარე ახლა ლომშია, ამიტომაც არის, რომ ყველას სისხლი უჩქეფს და ძალადობაზეა გადასული. იმედი მაქვს, დეკემბერ-იანვრიდან აღარ იქნება ასეთი ისტერიული ფონი და პოლიტიკური სიტუაციაც უფრო დალაგდება, რადგან, როგორც სახელმწიფო, ჩვენც სწორედ ამ პერიოდში ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე.

– დამაიმედებელი პროგნოზია და სიამოვნებით განვავრცობდი ამ თემას პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ, მოდი, გაცილებით პოზიტიური რომ გავხადოთ ჩვენი ინტერვიუ, მომიყევი, რა ხდებოდა გადასაღებ მოედნებზე და ვინ იღებს მონაწილეობას?

– ძალიან ბევრი ადამიანია კლიპში, ყველა ცნობილი სახეა და, ისე მაგრად შეასრულეს თავიანთი როლები, რომ, თითო სცენიდან თითო კლიპის გამოცხობა შემიძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, მასალა უნდა დაიჭრას და ერთ კლიპად ვაქციო. მაკა შალიკაშვილმა საოცრებები ჩაიდინა. სრულიად სხვანაირი ტიპაჟი შევქმენი, განსხვავებული იერით, რომელიც სალონ „4u-ში” გადავიღე და, ისტერიკაში ჩამაგდო, ისეთები აკეთა. ასევე, ამავე სალონის ფიტნეს-დარბაზში გადავიღე თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც, პირდაპირ, „ემტივის“ სუპერსტარის „ობრაზშია“.

– ქუჩის გადაღებებიც ხომ გქონდა?

– მთელი ქალაქი ავაწიოკე, წითელ „ფერარიში” რომელიც ჩემმა ახლობელმა მათხოვა, ჩავყარე მთელი ვარსკვლავური საზოგადოება და სიმღერ-სიმღერით შემოვიარეთ მთელი ქალაქი. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ხალხი გახალისდა და ჩვენც უფრო მეტად ვიხალისეთ. თაკო აბაშიძემ და ზუზუ ბეჟაშვილმა ქუჩები შეისრუტეს, კი არ აითვისეს. ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს ჩვენი გაშვებული ბედნიერი ფლუიდები ბევრს გადაედო და პოზიტიურ განწყობაზე დავაყენეთ ერი.

– კიდევ სად გქონდა გადაღებები?

– „რადიო ფორტუნაში“ გადავიღე გემრიელი და თბილი კადრები. თავი მოვუყარე რადიოს დიჯეებს, რომელთა ხმასაც მთელი საქართველო ყოველდღე ისმენს. ესეც სიმბოლური სცენაა, ვინაიდან, ჩვენი შემოქმედება, ისევე, როგორც პრესა, ტელევიზიის გარეშე არაფერი იქნებოდა, თუმცა, რადიოსა და მის წამყვანებსაც, ასევე, უდიდესი როლი აქვთ. თან, რადიო, მით უმეტეს – „ფორტუნა“, ძალიან „პონტურია”.

– მერსის ძუძუები შენს კლიპშიც აქტუალურია?

– კლიპი მერსის ძუძუების  გარეშე არაფერი იქნებოდა. ჩვენ ხომ „კაზანტიპს“ ვაგინებთ, მაგრამ, ღობეებზე ვძვრებით, რომ ვიღაცის ძუძუები დავინახოთ. ჰოდა, „კაზანტიპი“ ქუჩაში მიმავალ მანქანაში მოვაწყვეთ მე და მერსიმ. სხვათა შორის, მანქანიდან ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაბურეტიც ვისროლე. ამ სცენას გამგები გაიგებს.

– გამოდის, რომ მხიარულ და პოზიტიურ კლიპშიც გაქვს „შემოლაწუნება”.

– „შემოლაწუნება” ყოველთვის გვჭირდება, თანაც – იუმორში, სიცილ-კისკისით. სამეფო კარის დასების ყველაზე მაგარი კომედიური წარმოდგენები ყველაზე ძარღვიანი და მანკიერებებზე სილის გარტყმის საუკეთესო მეთოდი იყო. თანაც, საქართველო ხომ ლომის ზოდიაქოს ქვეყანაა და, პირდაპირი შენიშვნები პატივმოყვარე ერისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია, ამიტომ, ლომისავე მეთოდებით უნდა იმოქმედო, არტისტულობით წარმოაჩინო მანკიერი მხარე და შელამაზებული ფორმებით უთხრა სიმართლე. ადამიანი სარკეში უნდა ჩაახედო, სადაც საკუთარი თავის დანახვის არ შეეშინდება, მაგრამ, სარკის წინ მდგარს შერცხვება და დაფიქრდება ბრწყინვალების მიღმა განხორციელებულ სამარცხვინო ქმედებებზე.

– ყველაზე ამაღელვებელი სცენა რომელი იქნება, შენი აზრით?

– ყველაზე თბილი, სევდიანი და, ამავე დროს, პოზიტიურია „არაი თუმოროუს“ მაღაზიაში გადაღებული სცენა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას LG3 პრეზენტისთვის. ამ სცენაში ბევრ პლაზმურ ტელევიზორში ნიკო გომელაური იქნება – „ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს“!

скачать dle 11.3