კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ერთი თავადიშვილი ძალიან სტუმრისა და ქეიფის მოყვარული კაცი იყო. რა თქმა უნდა, ხარჯიც უზომო იცოდა. ძალიან სწუხდა ხოლმე, როცა სასესხებლად ფულს ვერა შოულობდა.

– რა დაწყევლილი დრო მოვიდაო, უთხრა ერთხელ თავის მოურავს: ძველად კაცს შეეძლო, თურმე, ერთი ბეწვი ულვაში დაეგირავებინა და ფული ეშოვნა, ახლა კი ვექსილითაც აღარავინ გენდობაო.

– მადლობა, ღმერთს, რომ ძველი დრო აღარ არის, თორემ აღარც ულვაში შეგრჩებოდათ და აღარც წვერიო, – უპასუხა მოურავმა.

***

წულუკიძემ ლხინში სიმონ ჭიჭინაძეს გოჭის თავი უთავაზა და უთხრა: ზმა სთქვი ამაზედაო.

– ერ გ ო ჭ ი ჭინაძესაო, – მიაძახა სიმონმა და გოჭის თავი ჩამოართვა.

***

ერთხელ აკაკი თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ქართული კლუბის ბაღში ვახშმობდა. სუფრას მანდილოსნებიც უსხდნენ. 

ვახშმის დამთავრების შემდეგ თანამოსუფრე ყმაწვილმა კაცებმა მოხუც მგოსანს, ისევე, როგორც მანდილოსნებს, ფული არ გადაახდევინეს, თვითონ გაისტუმრეს დანახარჯი.

აკაკიმ ღიმილით გაიხუმრა:

– ეჰ, ამ დროსაც მოვესწარი – ქალთა მარაქაში ჩამწერეთ! 

***

ახლანდელ ქართველ ოჯახში ანბანის მოსწავლე ბავშვი დაჯდება და ხმამაღლა კითხულობს: შინ, ყარ, ხარო... ანუ შ, ყ, ხ – უთქვამს აკაკის.

***

ერთი უხეირო თავადისშვილი შეხვდა თავის მეგობარს და შესჩივლა.

– არ გებრალები, მამაჩემი დაბრმავდაო.

– კაცო, ახლა გაბედნიერებულა: თავის შვილის უხეირობას თავის თვალით მაინც ვერა ჰხედავსო.

скачать dle 11.3