კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააკავა ბინაში შეპარული გამოუცდელი მძარცველი ასაკოვანმა მეთვალყურე ქალმა

25  წლის ზაზა  გ-ძე,  ერთ-ერთი კერძო კომპანიის კრეატიული მენეჯერი,  სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მისი  კრიმინალური „დებიუტიც” კრეატიული აღმოჩნდა –  იმის მიუხედავად, რომ დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, ის დიდხანს ამტკიცებდა, რომ დამნაშავე კი არა, დაზარალებული იყო – პირიქით, მას დაესხა თავს ბინის მეთვალყურე ქალბატონი. 

საქმის მასალების მიხედვით,  ზაზა  გ-ძემ  წინასწარი განზრახვით შეაღწია მოქალაქე მადონა ხ-შვილის ბინაში, მისი პირადი ქონების დაუფლების მიზნით. როგორც მოგვიანებით, თავად დაკავებულმა  აღიარა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი, რომელიც ლომბარდის მფლობელი გახლდათ, სახლში ძვირფასეულობას ინახავდა.

როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ზაზა გ-ძე მადონა ხ-შვილის ბინაში კარის გატეხის შემდეგ მოხვდა. ეგრეთ წოდებული „ატმიჩკებით” კი გამოუცდელი ქურდი მანქანების დაშლილი ნაწილების ბაზრობაზე  „აღიჭურვა”. ზაზა გ-ძე ბინაში კი მოხვდა, მაგრამ შემდგომ იქ დატრიალდა ისეთი ამბავი, რასაც ის ნამდვილად არ ელოდა. ახალგაზრდა მამაკაცის ინფორმაციით, მადონა ხ-შვილი რამდენიმე დღე უცხოეთში გაემგზავრა. და წესით, მას ბინაში არავინ არ უნდა დახვედროდა. დიასახლისს კი  ბინა სამეთვალყურეოდ მეზობელი  ქალბატონისთვის ჩაუბარებია, ის კი ისეთი  მარჯვე და გაბედული აღმოჩნდა. რომ ბინიდან ხმაური გაიგო თუ არა, დაუპატიჟებელ სტუმარს თავზე დაადგა, რითაც მისი კრიმინალური დებიუტი ჩაუშალა. ამონაწერი ლუიზა ს-შვილის ჩვენებიდან: „მადონას ბინა ზუსტად ჩემი სახლის თავზეა, როდესაც მადონა ქალაქიდან გადის, ბინას მე მაბარებს – ყოველდღე ყვავილებს წყალს ვუსხამ. იმ საღამოს ასვლა შემაგვიანდა, ბინიდან  ფეხის ხმა მომესმა. მაშინვე მადონას ბინისკენ გავეშურე. კარს გასაღები გავუკეთე, მაგრამ თავისით გაიღო. მშიშარა ქალი არ ვარ, თუმცა შესვლამდე მაინც დავიძახე – ვინმე არის აქ-მეთქი. არავინ გამომეპასუხა, ვიფიქირე, რომ წინა საღამოს მე დამრჩა კარი ღია. სახლში შევედი, უცებ დერეფნის ბოლოდან ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი გამოვიდა. ვინ ხართ? აქ რას აკეთებთ? ვკითხე. ბიჭს საკმაოდ  სიმპათიური და  კეთილი სახე ჰქონდა. დერეფნის ბოლოდანვე მომაძახა: არ შეშინდეთ ქალბატონო, მადონას ნათესავი ვარ, სოფლიდან ჩამოვედიო. ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვიც არ შემპარვია. კი, მაგრამ მადონამ რატომ არ გამაფრთხილა, ან აქ როგორ შემოხვედით-მეთქი? ხელმკლავი გამიყარა და სასტუმრო ოთახში გამიყვანა. თან, მეუბნებოდა, ალბათ, დაავიწყდა თქვენი გაფრთხილება, გასაღები კი თვითონ დამიტოვა სამსახურშიო.  ბიჭს ქურდის და მძარცველის არაფერი ეტყობოდა, ამიტომაც ვერ შევიტანე ეჭვი. ცოტა ხანს ერთად ვისხედით, უცებ თვალი საძინებლის შეხსნილი კარისკენ გამექცა, სადაც წასაღებად გამზადებული ჩანთა დავინახე. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბიჭი ადგა, ჩაის გაგიკეთებთო და სამზარეულოში შევიდა, რომელიც სასტუმრო ოთახიდან  არ არის გამოყოფილი. უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, სანამ ბიჭი ჩემგან ზურგშექცეული ჭიქას ეძებდა, მე უკნიდან მივეპარე, ხელში რაც მომხვდა – რკინის სადგამი, ბიჭს თავში ჩავარტყი. ის მოტრიალდა და სახეში მკრა ხელი, ძიძგილაობა დავიწყეთ. მე გავუძალიანდი. მახსოვს, ყელშიც კი წამიჭირა ხელები, მე კი ფეხი ამოვარტყი, სახე დავაკაწრე.  ჩხუბის დროს მაგიდიდან  გადმოვარდა ვაზა, რომელიც მეთლახზე დაიფშვნა, ბიჭს სახეში ნასხვრევები მოხვდა და გაუსისხლიანდა. ის ჩემგან გასხლტომას და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ  თავს არ ვანებებდი. კარისკენ გაქცეულს დავეწიე, კართან ვძიძგილაობდით, როცა მეზობელი მამაკაცი დაგვადგა თავზე.“

 როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევით სახლში დაბრუნებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ლერი წ-ძე საკუთარ სადარბაზოში ძარცვის ფაქტის თვითმხილველი გახდა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „სადარბაზოში ფეხით ავდიოდი, ხუთსართულიან კორპუსში ვცხოვრობ, ლიფტი არ გვაქვს. მეორე სართულს რომ მივუახლოვდი, მეზობლის ბინიდან ხმაური შემომესმა. კარი თითქმის ღია იყო. მივუახლოვდი და დავინახე, რომ ჩემი მეზობელი, ქალბატონი ლუიზა ახალგაზრდა ბიჭს ურტყამდა. ბიჭი ძირს, იატაკზე იწვა და ლუიზასგან თავს იცავდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ბინაში შევედი. ლუიზა დეიდამ ჩემს დანახვაზე, მოდი, მიშველე, ეს ბიჭი ყაჩაღიაო, – დაიძახა. ბიჭი ფეხზე წამოხტა, გაქცევა სცადა, მაგრამ კართან დავიჭირე. სახე დასისხლიანებული ჰქონდა. მითხრა: სოფლიდან ჩამოვედი, მადონას ნათესავი ვარ, ეს ქალი კი თავს დამესხა და სახეში დამჭრაო. მე ჩემს მეზობელს მივუბრუნდი და ვკითხე: ქალბატონო ლუიზა, ხომ არ ცდებით-მეთქი. მან კი ის ორი ჩანთა დამანახვა, რომლებიც საძინებლის კართან ეწყო. ჩვენს  ხმამაღალ საუბარზე  ბინაში მეზობლებიც მოგროვდნენ,  პოლიციაც გამოვიძახეთ. ახალგაზრდა ბიჭი სამართალდამცველებთანაც  კი იმას აცხადებდა, მადონას ნათესავი ვარ და ქალის თავდასხმის შედეგად დავზარალდიო. თუმცა, ყველაფერი სახეზე იყო.”           

 დაკავებულ ზაზა გ-ძეს უპირველესად, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.  სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა ლუიზა ს-შვილიც. ზაზა გ-ძე   დიდხანს ამტკიცებდა, რომ ბინაში ძარცვის მიზნით არ შესულა და ბინის მეპატრონის ნათესავი იყო.  გამოძიებამ  ეგრეთ წოდებული „ატმიჩკები”, გასატაცებლად ჩანთაში მომზადებული ეგრეთ წოდებული ნივთები საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ამას მოგვიანებით, დაემატა თავად დაკავებულის  ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც  მან  ჩადენილი დანაშაულის დეტალები აღიარა. განსასჯელის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალი სახლში ძვირფასეულობას ინახავდა. თუმცა, როცა შეგულებული  ძვირფასეულობა  ვერ იპოვა, ჩანთები საოჯახო ტექნიკით გაავსო,  რომელიც შემთხვევის ადგილზე მიტანილ, ორ სპორტულ ჩანთაში მოათავსა. განსასჯელის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები  ბრალდებულის წარსულის, დახასიათების და სხვა გარემოებების გამო, მისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვდნენ.  სასამართლო პროცესზე განსასჯელმა ზაზა გ-ძემ ქალბატონისთვის, რომელმაც ის „დააკავა”, საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა მას ვერც ამან უშველა – დებიუტანტ მძარცველს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა.  

 

скачать dle 11.3