კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს საწვავის ხარისხი ავტომობილზე

მძღოლების დიდი უმრავლესობა ძრავაში ამა თუ იმ გაუმართაობას ან მის გაფუჭებას უხარისხო საწვავს აბრალებს. დღეს მევლუდ მელაძე ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ოქტანობის საწვავი ავტომობილის „ორგანიზმზე“ და რისი დაზიანება შეუძლია საწვავიდან შეყოლილ ჭუჭყს ავტომობილში: „ცუდი ბენზინი ჩავასხი – ძრავა გამოსაცვლელი გახდა!” მსგავსი წინადადება ხშირად მომისმენია. მოდი, ჯერ ცუდი ბენზინი ორ კატეგორიად დავყოთ: საწვავი, რომელსაც დაბალი ოქტანობა, ანუ ცუდი შემცველობა აქვს და საწვავი, რომელიც ჭუჭყს შეიცავს. რეალურად, საწვავი კიდევ ბევრ კატეგორიად შეიძლება დაიყოს – მომწამლავია თუ არა;  შეიცავს თუ არა ტყვიას და ასე შემდეგ, მაგრამ, ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. დავიწყებ დაბალი ოქტანობის საწვავზე საუბრით. აქამდეც გვითქვამს, რომ, შეიძლება, ავტომობილს თავად სჭირდებოდეს დაბალი ოქტანობის საწვავი, ანუ, გააჩნია, რომელ მოდელში ასხამთ მას. თუ ავტომობილს მაღალი ოქტანობის საწვავი სჭირდება და თქვენ დაბალს ასხამთ, გამორიცხულია, ძრავას მოუვიდეს ეგრეთ წოდებული „სტუკი”. „სტუკის” დროს ხდება ძრავაში მოსრიალე ელემენტების იმ დონეზე გაცვეთა, რომ იწყებს ხმაურს, ძრავადან ისმის კაკუნის ხმა და მბრუნავი ელემენტები იმდენად დეფორმირდება, რომ იჭედება. ეს საწვავის ხარისხზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დამოკიდებული, აქ პრობლემა გვაქვს ზეთთან.

– აბა, რა შეიძლება, ავტომობილს დაემართოს?

– დაბალი ოქტანობის ბენზინის დროს, ძრავას ეწყება დეტონაცია. როდესაც აჩქარების პედალს აჭერთ ფეხს, მით უმეტეს, თუ ავტომობილი აღმართზე ადის, ანუ დატვირთულია, ისმის წკარუნი. ეს არის, ეგრეთ წოდებული „კლაპნების” ხმა, რეალურად კი – დეტონაცია – ძრავაში. ამ დროს ძრავაში დაგროვილი, აუფეთქებელი საწვავის ნაწილაკები იმპულსურად ფეთქდება, რაც წკრიალის ხმას გამოსცემს. პირველი ინჟექტორული სისტემით აღჭურვილი ავტომობილებით დაწყებული, დეტონაციის სენსორი თითქმის ყველა ავტომობილს აქვს დაყენებული. როდესაც ის ხვდება, რომ ძრავა დეტონაციას იწყებს, კომპიუტერი აბსოლუტურად ცვლის ბენზინის ჩასხმისა და ნაპერწკლის მიწოდების თანმიმდევრობას და ცდილობს, თავად გამოასწოროს პრობლემა, რასაც ზოგჯერ ახერხებს, ზოგჯერ კი – ვერა. თუ დეტონაცია დიდხანს გაგრძელდა, მან, შეიძლება, „პორშინი” დააზიანოს, რადგან ის ამ დროს ვიბრაციას განიცდის და, არის ალბათობა, გაიბზაროს. ამ დროს, შესაძლოა, ავტომობილმა მუშაობა განაგრძოს, მაგრამ, დაკარგავს სიმძლავრეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ, დაბალი ოქტანობის საწვავმა, შეიძლება, სერიოზულად დააზიანოს ძრავა, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ „სტუკს”. 

– რაც შეეხება ჭუჭყს?

– უფრო მარტივად და ხშირად, ძრავას მუშაობა მწყობრიდან გამოჰყავს ჭუჭყს. თუ საწვავს ასხამთ არაპოპულარულ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჩასხმის, სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმებს არავინ იცავს, დიდი ალბათობაა, ბენზინს ჭუჭყიც შეჰყვეს. საწვავი სისტემა მინიატურულია, იმდენად ვიწროა ის გასაძრომები, რომლებიც საწვავმა უნდა გაიაროს, რომ, იქ ჭუჭყის მოხვედრა კატასტროფაა, მით უმეტეს – ინჟექტორულ სისტემაში, სადაც საწვავის პუდრივით ჩაფრქვევა ხდება. იქ თვალით უხილავი ჭუჭყიც კი სერიოზული პრობლემაა და თუ ჭუჭყი  სისტემაში მოხვდა, გაფრქვევის მაგივრად, იწყებს საწვავის წვეთებად „ჩაწუწებას,” გაპარებას ან ჩადინებას და, შესაბამისად, წვაც კატასტროფულად იმატებს. ასეა თუ ისე, საწვავის ფილტრს ხშირად უნდა გამოცვლა, მაგრამ, ამას მძღოლების უმრავლესობა მაშინ აკეთებს, როცა ის უკვე იჭედება. ბევრი ჭუჭყი საწვავის ფილტრში ნიშნავს, რომ იქიდან ჭუჭყის ნაწილაკები მაინც გაიპარება და სისტემაში შეერევა, რის შემდეგაც ფილტრის გამოცვლა დიდ შეღავათს აღარ მოგვცემს – უკვე გაჭედილია სისტემა და არა ფილტრი. 

– თუ ჭუჭყი ცენტრალურ სისტემაში მოხვდა?

– მოგვიწევს სისტემის გარეცხვა. ის უნდა დაიშალოს და ინჟექტორები და საწვავის ავზი უნდა გაირეცხოს. არსებობს სისტემების გამწმენდი სპეციალური სითხეები, ასევე „რომპეტროლის ეფიქსი”, რომელიც საწვავს წმენდს. მაგრამ, ის ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ სისტემატურად გამოიყენებთ. თუ სხვა საწვავს ხმარობდით და გარეცხვისთვის „ეფიქსს” ჩაასხამთ, ეს დაძრავს ავზში დალექილ ჭუჭყს და, ის ან ფილტრში გაიჭედება, ან სისტემაში გადავა. ამისთვის, მინიმუმ, უნდა გამოცვალოთ ფილტრი, თუ საჭირო გახდა, გამორეცხოთ ავზი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიყენოთ „ეფიქსის” საწვავი. იგივე ხდება გამწმენდ ხსნარებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, რაც უნდა ნაკლებად ჭუჭყიანი საწვავი ჩაასხათ, ის მაინც გამოიწვევს ძრავას „სტუკს”.

 

 

скачать dle 11.3