კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ბინაში მაქვს ოთახის პალმა – ქამედორეა. მაინტერესებს, პრეტენზიულია თუ არა  ეს მცენარე და როგორ მოვუარო?

პასუხი: ზაფხულში ქამედორეა ხშირად უნდა მორწყათ, რათა მისი მიწა მუდამ ტენიანი იყოს. ზამთარში მორწყვა შედარებით შეამცირეთ და შუალედებში ნიადაგს შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ოთახის პალმას რამდენიმე კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქი სჭირდება. ტენის შესანარჩუნებლად მისი ქოთანი ხშირად დადგით ხოლმე სველკენჭებიან ლანგარზე და ფოთლებიც დაუნამეთ.

კითხვა: ჩემმა საგოვანამ თითქოს მოიწყინა და ფოთლებიც დაბლა დაუშვა. როგორ გამოვაცოცხლო?

პასუხი: იმისათვის, რომ მას ახალი ფოთლები ამოუვიდეს და მიძინებულს აღარ ჰგავდეს, საჭიროა, კაშკაშა სინათლეზე დადგათ. საერთოდ, ეს მცენარე ზამთრის ბაღში ყველაზე კარგად ხარობს. კარგად იზრდება 7-18 გრადუსზე, მშრალ გარემოში კი რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

კითხვა: უეცრად ციმბიდიუმი დამილპა. რა მიზეზით შეიძლებოდა მოსვლოდა ეს?

პასუხი: ეს ორქიდეა ერთ-ერთი ყველაზე იოლად გასაზრდელი ოთახის მცენარეა. ალბათ, წყალი გადაჭარბებით დაასხით, ან ყვავილებიც დაგისველდათ და ამან გამოიწვია მცენარის ლპობა. მას ზედმეტი წყალი ვნებს. ზაფხულშიც კი მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწის ზედაპირი გაუშრება.

კითხვა: ნოლინას ქოთანში წყალი უგუბდება. შეიძლება, რომ ამან მცენარეს რამე ავნოს?

პასუხი: რა თქმა უნდა, ადვილი შესაძლებელია, რომ წყლის ჩაგუბებით მცენარეს ფესვები დაულპეს. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ნოლინა კარგი დრენაჟის მქონე მიწაში ჩარგათ და, რაც მთავარია, სინათლე არ მოაკლოთ.

კითხვა: რამდენია ზამთარში გვიმრისთვის მინიმალური ტემპერატურა და სად არის მისთვის საუკეთესო ადგილი?

პასუხი: ზოგადად ნეფროლეპისისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი მინიმუმ 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ ის არ დაიღუპოს. მისთვის კარგი იქნება, თუ სააბაზანოსა და სამზარეულოში მოათავსებთ. ისეთ ადგილას უნდა დადგათ, რომ სინათლე არ მოაკლდეს, შუადღის მწველ მზეს კი მოარიდეთ.

კითხვა: ბინაში არ მაქვს მაღალი ტემპერატურა. მაინტერესებს ხომ არ დააზიანებს ეს ლავანდას? 

პასუხი: ზამთარში, თუ ტემპერატურა დაბალია, ლავანდას მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ის ორპირ ნიავს იტანს, მაგრამ, სინესტეს – ნაკლებად. ამ დროს ტემპერატურა მინიმუმ 2-3 გრადუსი უნდა იყოს. მცენარე მზის მწველ სხივებსაც აიტანს და, შეგიძლიათ, კაშკაშა სინათლეზე მოათავსოთ.

კითხვა: გამძლე მცენარეა თუ არა იზოლეპისი?

პასუხი: ძლიერი, კომპაქტური იზოლეპისის გაზრდას კაშკაშა სინათლე სჭირდება. ის სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სიცხეში. დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. კარგია მინიმალისტური ინტერიერი. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, იზოლეპისი გამძლე გახდება.

 

 

скачать dle 11.3