კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტი (უმჯობესია, ხალხური რეცეპტებიდან იყოს).

პასუხი: სახეზე ნაადრევი ნაოჭები რომ აიცილოთ თავიდან, დილა-საღამოს პირი დაიბანეთ გადადუღებული ან მინერალური წყლით (ოთახის ტემპერატურის), მაგრამ მასში წინასწარ გახსენით სახამებლის კლეისტერი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჩაის კოვზი სახამებელი ჯერ ოთახის ტემპერატურის მქონე 100 მილილიტრ წყალში გახსენით, შემდეგ კი ნელ-ნელა შეურიეთ 150 მილილიტრი მდუღარე წყალი და თან ურიეთ, რომ კორკოშელები არ წარმოიქმნას. მერე კი ეს მასა გახსენით იმ წყალში, რომლითაც პირი უნდა დაიბანოთ.

არის მეორე ვარიანტიც: მოხარშეთ კარგად გარეცხილი 1 სადილის კოვზი ხორბალი და ნახარში სახის დასაბანად მომზადებულ წყალს შეურიეთ. მოხარშული ხორბალი ჩაყარეთ დოლბანდის პატარა ტომსიკაში, თავი კარგად მოუკარით და ჩააგდეთ ამ წყალში. შემდეგ ეს ტომსიკა კარგად გაწურეთ. ხორბალი გადაყარეთ, მისი ნახარშიანი წყლით კი სახე გაიწმინდეთ, ოღონდ, არ გაიმშრალოთ, თავისით უნდა შეგაშრეთ.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს მგრძნობიარე კანის მოსავლელ საშუალებებს?

პასუხი: მგრძნობიარე კანის მოსავლელ საშუალებებში უნდა შედიოდეს სპეციალური ინგრედიენტები, რომლებიც ხელს უწყობს მათი ბუნებრივი დამცავი თვისებებისა და ჰიდროლიპიდური გარსის შენარჩუნებას. პირველ ყოვლისა, ეს ეხება გამწმენდ საშუალებებს, რომლებიც არ უნდა იყოს უხეში. ყურადღება მიაქციეთ, ასევე, მიცერალურ წყალს. მიცელები არის ნაწილაკები, რომლებიც ზედაპირთან წარმოიქმნება აქტიური ნივთიერებების მიერ. ისინი შლის ცხიმებს, რომლის მოშორება კანის ზედაპირიდან ადვილად ხდება ბამბის დისკებით. შეიძინეთ ის მიცერალური წყალი, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს, ხელოვნურ საღებავებსა და სილიკონს.

კითხვა: ამ ბოლო დროს თმა უფრო მეტად მცვივა, ვიდრე წინათ. როგორ მოვუაროთ თმას დღის განმავლობაში, რომ ცვენა შეწყდეს?

პასუხი: გარდა იმისა, რომ, სასურველია, თმა იბანოთ 2-3 დღეში ერთხელ, გვირილისა და ჭინჭრის ნახარშით, სანამ ეს პრობლემა გაქვთ, შეეცადეთ, არ გაიკეთოთ ქიმიური დახვევა; არ გაიშროთ ფენით; არ შეიღებოთ თმა ამიაკიანი საღებავით. ამ ყველაფრის პარალელურად, დღეში 3-4-ჯერ, გაშლილი ხელის თითები შეიყავით თმაში და ძირებიდან ბოლომდე ასე „ჩამოივარცხნეთ“, შემდეგ კი ბუნებრივბეწვიანი ჯაგრისით დაივარცხნეთ. არ გამოიყენოთ ხშირკბილიანი სავარცხელი. თუ არ გაქვთ სპეციალური ჯაგრისი, ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე, თმის ძირები მსუბუქად დაიმასაჟეთ.

 

 

скачать dle 11.3