კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ჭირვეული და... საყვარელი!

 

იცით, როგორ უნდა მოიქცეს ქალი საყვარელ მამაკაცთან, რომელიც ავად გახდა? გაგიკვირდებათ და, ასეთ სიტუაციაში მოქცევას თავისი წესები აქვს. სულაც არ არის ადვილი, იზრუნო მამაკაცზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რაღაც სტკივა და შეწუხებულია. დახმარება, თანადგომა და ნუგეში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ, ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ხელით არ უნდა აჭამოთ, თორემ, თუ მამაკაცმა საკუთარი უსუსურობა იწამა და თავიც შეეცოდა, მერე ძალიან გაგიჭირდებათ. თუ გონივრულად მოიქცევით, შეგიძლიათ,  ეს სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, სანამ სახლში იქნება დაანახვეთ, რამდენ საქმეს აკეთებთ მის დაუხმარებლად. არ მისცეთ წუწუნის, კრუსუნის საშუალება. გააგებინეთ, რომ უფრო სერიოზული ავადმყოფობაც არსებობს და მას გაუმართლა, ერთი-ორი წამლით რომ გადარჩა. ზოგადად, მამაკაცებს არ უყვართ წამლის დალევა – უმრავლესობა ასეა... ძალიან არ დააძალოთ, მაგრამ აუხსენით, რომ უმჯობესია, დღეს დალიოს ორი ტაბლეტი, ვიდრე ხვალ მთელი კოლოფი, თანაც, რამდენიმე პრეპარატი ერთად.

შეეგუეთ იმას, რომ ავადმყოფი მამაკაცი ცდილობს, გუნება-განწყობა ცოლსაც გაუფუჭოს. ფაქტია ისიც, რომ ერთი და იგივე დაავადება ქალებს გაცილებით იოლად გადააქვთ, ვიდრე მამაკაცებს – ეს ფიზიოლოგიასთან არის დაკავშირებული. მამაკაცებს ტვინში ქალებზე მეტი ტემპერატურული რეცეპტორები აქვთ, ამიტომაც, უბრალო გაციებასაც კი მტკივნეულად განიცდიან. ანუ – მიხვდით, ხომ, როგორ უნდა მოიქცეთ? – იზრუნეთ მასზე, მაგრამ, არამც და არამც არ შეიცოდოთ...

 

ჩემო

ნუგეშო!..

 

როდის უფრო მეტად გვჭირდება საყვარელი ადამიანი? – ცხადია, როცა გვიჭირს; როცა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით, ავად ვართ, ან, რაღაც გვაწუხებს და სიმშვიდეს გვიკარგავს. ზოგჯერ ძალიან გვინდა, ჩვენზე ზრუნავდნენ, გვეფერებოდნენ და გვაგრძნობინებდნენ იმას, რომ ჩვენ გვერდით არიან, როგორც საიმედო დასაყრდენი...

სხვათა შორის, ქალებზე მეტად მამაკაცები საჭიროებენ მზრუნველობას და არც მალავენ ამას, ზოგჯერ კი, პირდაპირ ითხოვენ, თავს გვაჩვენებენ, რომ ძალიან საწყლები, უსუსურები და მიუსაფარნი არიან. ხოლო, თუ კაცს რეალურად სტკივა რამე, ქალისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან, ავადმყოფი მამაკაცის მოვლა, თუნდაც უბრალო სურდო შეეყაროს, ადვილი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ ძლიერი სქესი უმნიშვნელო ტკივილსაც კი ნამდვილ ტრაგედიად აღიქვამს, მაშინ, როცა ქალი ამას ყურადღებას არ აქცევს. ქალი არ იწუწუნებს – დალევს წამალს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწრაფად ჩადგეს ფორმაში და გარშემო მყოფები ნაკლებად შეაწუხოს; მამაკაცი კი, პირიქით – განგაშს ატეხს, რომ მალევე მოექცეს ყურადღების ცენტრში, რათა ყველამ იზრუნოს მასზე... გაანებივრონ და სასათბურე პირობები შეუქმნან.

დიდი შეცდომაა ქალის მხრიდან, მამაკაცზე გადაჭარბებული ზრუნვა. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ და თქვენი იმედიც შეუძლია ჰქონდეს.

 

 

იყავი მუდამ

ტონუსში

 

ადამიანი, რომელიც ახერხებს მუდმივად ტონუსში ყოფნას, წარმატებისკენ უზარმაზარ ნაბიჯს დგამს... თუმცა, ქალბატონების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. მამაკაცები კიდევ უფრო მეტად წუწუნებენ იმაზე, რომ ოჯახი მათში საუკეთესო თვისებებს კლავს... მაგრამ, რეალობა სხვაა. სწორედ ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც ოჯახს ქმნიან, ახერხებენ ტონუსში ყოფნას, რადგან მათ აქვთ სტაბილურობა და, კიდევ, ბევრი პლუსი, რომლებსაც ხშირად ვერც ამჩნევენ... მაგალითად, ცოლიან მამაკაცებს უფრო ღრმად, მშვიდად და კარგად სძინავთ – იმის განცდა, რომ მუდმივად ჰყავთ გვერდით მზრუნველი ადამიანი, აწყნარებს მათ და მოდუნების საშუალებას აძლევს.

უფრო მეტიც, დადგენილია, რომ ცოლიან მამაკაცებს უფრო იშვიათად ემართებათ ინსულტი, ინფარქტი, გასტრიტი და, საერთოდაც, ნაკლებად ავადმყოფობენ.

ახლა, რაც შეეხება ცოლებს: თუ ქალი ფიქრობს, რომ აუცილებელია, ქმრისთვის სასურველად დარჩეს, ის ტონუსშია – ზრუნავს საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობაზე, სტილზე და, ასევე, პიროვნულ განვითარებაზე...

ოჯახი საჭირო რამ არის, სწორედ ის გახლავთ საუკეთესო მასტიმულირებელი საშუალება როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის, თანაც, ბედნიერების საუკეთესო გარანტიც არის...

ჩანთა

„გაგყიდით!“

 

იტალიელი მამაკაცები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთას ყველაზე დიდი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია თავის პატრონზე. ფორმასაც მნიშვნელობა აქვს და შიგნით მოთავსებულ ნივთებსაც. თავის დროზე, ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ მშვენიერი სქესი ქვეცნობიერად აიგივებს ჩანთას და ეს მისი ასოციაციაა სხეულის ინტიმურ ადგილებთანო. „მამიკო“ ფროიდი, მგონი, აჭარბებდა, თუმცა, ქალისთვის ჩანთას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.

* თუ ახალგაცნობილ ან დიდი ხნის ნაცნობ მამაკაცთან საუბრის დროს ქალმა მოულოდნელად ჩანთაში ქექვა დაიწყო, ესე იგი, მოსაუბრე მოსწყინდა და, ერთი სული აქვს, მოშორდეს მას.

* თუ ქალს ჩანთა ძალიან დემონსტრაციულად უკავია, ესე იგი, ის ძალიან თავდაჯერებულია და მიდის შეხვედრაზე, რომლისგანაც სიამოვნებასა და კმაყოფილებას ელის.

* თუ ქალი თავის ხელჩანთას ახალგაცნობილი მამაკაცის სიახლოვეს დადებს, ან სთხოვს, ცოტა ხნით მაინც დაუკავოს, ესე იგი, ეს მამაკაცი მოსწონს.

* თუ ქალი ხშირად იცვლის ხელჩანთებს, ესე იგი, პრობლემა აქვს საკუთარ პიროვნებასთან, კონფლიქტშია შინაგან „მესთან“.

* მომცრო ზომის ჩანთები მოსწონთ რაციონალურ, ეკონომიურ, ანგარიშიან ქალებს. 

* საშუალო ზომის ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას რეალისტი, ჯანსაღი თვითშეფასების, სტაბილურობის მოყვარული ქალები.

* დიდი ზომის ჩანთები მოსწონთ ქალებს, რომლებიც მიდრეკილები არიან სტრესისკენ, აქვთ დაუცველობის განცდა და უნდათ, სოციუმში რაც შეიძლება მეტად შესამჩნევები იყვნენ.

* როცა ქალი თავისი ცხოვრების სტილს იცვლის, იცვლის ჩანთის ზომასაც...

скачать dle 11.3