კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაკრების სამი ლიდერი

ბელგიის ნაკრებში ახალი თაობის ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებსაც ზურგს წარმატებული საკლუბო კარიერა უმაგრებს.   ბელგიის ნაკრები მომავალი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება და სწორედ ამ სამეულზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ნაკრები მომავალ ტურნირებში.

ედენ აზარი

* „ჩელსის” ნახევარმცველის, ედენ აზარის ოჯახი მთლიანად ფეხბურთელებისგან შედგება: მამა – ტიერი აზარი, ნახევრად პროფესიულ დონეზე თამაშობდა ბელგიაში; დედა – კარინ აზარი, ასევე ფეხბურთელი იყო და კარიერა ედენზე ფეხმძიმობის გამო დაასრულა; ასევე ფეხბურთელები არიან ედენის ძმები – ტორგანი, კილიანი და იტანი.

* ედენს ჰყავს მეუღლე – ნატაშა, რომელიც 14 წლის ასაკიდან უყვარს. წყვილს ბავშვობიდან შეუყვარდა ერთმანეთი და ამჟამად მათ ორი შვილი ჰყავთ. ქორწილის დროს ედენი საფრანგეთში თამაშობდა და, როდესაც ნატაშამ სკოლის ატესტატი მიიღო, მაშინვე ჩააკითხა ედენს ლილში, სადაც მათ ჯვარი დაიწერეს.

* ედენ აზარს თამაშის მანერით ხშირად ადარებენ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. სპეციალისტების აზრით, თუკი ედენი არ შეამცირებს მუშაობას საკუთარ თავზე, დიდი ფეხბურთელი გახდება. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი „ჩელსის” ძირითადის ფეხბურთელია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს ჟოზე მაურინიო. 

ტიბო კურტუა

* მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიჩნეული ტიბო კურტუა 1992 წელს დაიბადა ბრეში (ბელგია). ფეხბურთის თამაში მან ადგილობრივ „ბლზენში” დაიწყო 5 წლის ასაკში და თავდაპირველად მარცხენა მცველად თამაშობდა, ხოლო 8 წლის ასაკში მეკარის პოზიციაზე გადაინაცვლა. 

* ტიბოს დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 2009 წელს 16 წლის ასაკში შედგა „გენკში”, 2011 წელს კი ტიბო კურტუამ „ჩელსის” სკაუტების ყურადღება მიიქცია და მასთან კონტრაქტი გაფორმდა. კურტუას ტრანსფერი რომან აბრამოვიჩს 5 მილიონი დოლარი დაუჯდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი იმავე წელს მადრიდის „ატლეტიკოში” გაანათხოვრეს, სადაც ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეკარედ ჩამოყალიბდა. ესპანეთში თამაშის დროს ტიბო კურტუა ამ ქვეყანაში პრესტიჟული „ზამორას ტროფეის” მფლობელი გახდა, რომელიც პრიმერადივიზონის საუკეთესო გოლკიპერს გადაეცემა. ამჟამად ტიბო კურტუა ლონდონის „ჩელსის” ძირითადი გოლკიპერი და ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

* ტიბო კურტუას სიმაღლე 199 სანტიმეტრია.

* ტიბოს მშობლები პროფეისონალი ფრენბურთელები იყვნენ: მამა, ტიერი კურტუა, გენკის კლუბში თამაშობდა 1990-იან წლებში და ამჟამად მისი აგენტია; დედაც, ასევე, ფრენბურთელი იყო. ფრენბურთთან დაკავშირებულია ტიბოს და – ვალერი, რომელიც „ვდკ-გენტის” ღირსებას იცავს.

ვენსან კომპანი

* ბელგიის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის ფიგურირებს.  

* დღემდე კამათობენ იმაზე, თუ როგორ გამოითქმის კომპანის სახელი – ვინსენტი თუ ვენსანი. ბრიტანულ წყაროებში მას ვენსანად მოიხსენიებენ, ხოლო სამშობლოში ის ვინსენტია.

* კომპანის კარიერა „ანდერლეჰტში” დაიწყო, საიდანაც ის, „ჰამბურგში” მცირეხნიანი გაჩერების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიში” აღმოჩნდა 2008 წელს. კომპანი მანჩესტერული კლუბის ნამდვილი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. კაპიტნის სიტყვას დიდი წონა აქვს გუნდის გასახდელში და, სწორედ ის „ქოქავს” გუნდს მატჩის დაწყებამდე.

* ვენსან კომპანის სამაგალითო პირადი ცხოვრება აქვს: 2011 წლიდან ვენსანი კარლა ჰიგზეა დაქორწინებული და მათ ორი შვილი ჰყავთ. კარლა „მანჩესტერ სიტის” ქომაგია და მეუღლის მატჩებს თითქმის არ აცდენს.

* ვენსან კომპანის, ბელგიურთან ერთად, აფრიკული ფესვებიც აქვს – მამამისი, პიერ კომპანი, კონგოელი ემიგრანტია. ვენსანს ჰყავს და-ძმა.

* ფეხბურთის გარდა, ვენსანი პოლიტიკითა და ბიზნესის ადმინისტრირებით არის დაინტერესებული. ის ამჟამად მანჩესტერის ბიზნესის სკოლაში სწავლობს და კარიერის დასრულების შემდეგ ბიზნესსაქმიანობას გეგმავს.

скачать dle 11.3