კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩვენი სუფრა“ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სიმინდის ზეთს გთავაზობთ!

მცენარეულ ზეთებს შორის სიმინდის ზეთი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. სიმინდის ზეთი ტრადიციულ მზესუმზირის  ზეთს ჰგავს: სასიამოვნო სურნელი აქვს და ფერს ღია ყვითლიდან მოწითალო ყავისფრამდე იცვლის. მისი მიღება სიმინდის  დაპრესვითა და ექსტრაქციული მეთოდებით ხდება. 

 

არსებობს რამდენიმე ტიპის სიმინდის ზეთი: არარაფინირებული; რაფინირებული არადეზოდორირებული; რაფინირებული დეზოდორირებული; D კლასის (გამოიყენება საბავშვო და დიეტური საკვების მოსამზადებლად); რაფინირებული დეზოდორირებული, P კლასის (გამოიყენება კომერციულ ქსელში, საზოგადოებრივი მოხმარების  მიზნით). დამუშავების შედეგად ზეთი ღიავდება და პრაქტიკულად კარგავს თავის ნატურალურ გემოსა და სურნელს; ხდება პროდუქტის გასუფთავება სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან და ნარჩენი პესტიციდებისგან. 

არარაფინირებულისგან განსხვავებით, რაფინირებულ სიმინდის ზეთს აქვს ნეიტრალური გემო. „ჩვენი სუფრის“ რაფინირებული სიმინდის ზეთი იდეალურია საკვების შესაწვავავად – არ იწვის და არ ქაფდება.  მზესუმზირის ზეთისგან განსხვავებით კი, თითქმის არ წარმოშობს კანცეროგენებს. რაფინირებული სიმინდის ზეთი, ასევე, გამოიყენება საკვების მოსაშუშად და ფრიტიურში საკვების მოსამზადებლად, სხვადასხვა სოუსისა და მაიონეზის დასამზადებლად; რაფინირებულ სიმინდის ზეთს ცომშიც ამატებენ.

სიმინდის ზეთი ცხიმიანი მცენარეული ზეთია, რომელიც მზადდება სიმინდის მარცვლებისგან და დიასახლისების მიერ კულინარიაში გამოიყენება ისევე, როგორც მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთები. ჩვენი სუფრის სიმინდის ზეთი ასი პროცენტით შედგება სიმინდის ზეთისა და ბეტა-კაროტინისგან (პროვიტამინი A). 

მას შემდეგ, რაც სიმინდი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ასობით წელი გავიდა.  მისი მარცვლებისგან ხალხმა უამრავი  რამის მიღება ისწავლა: სახამებლის, სპირტის, გლუკოზის, ბუნებრივი ქსოვილის, ფოტოფილმების ფირების... სხვადასხვა ჯიშის სიმინდი გამოდგება უმაღლესი ხარისხის ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებისთვის, თუმცა, ყველაზე ღირებული საჩუქარი, რომლის მიღებაც ადამიანებმა ისწავლეს სიმინდისგან, ზეთია, რომელსაც მას სიმინდის ოქროსფერი მარცვლებისაგან წურავენ. 

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვის გამო, რომლებიც აახალგაზრდავებს და აჯანმრთელებს ორგანიზმს, „ჩვენი სუფრის“ სიმინდის ზეთსა და სიმინდს მართლაც შეიძლება ვუწოდოთ „ოქროს პროდუქტი,” – რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ სიმინდის კულტურას. სიმინდის ზეთს როგორც გარეგანი, ასევე, შინაგანი სამკურნალო თვისებები ახასიათებს: ის ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზის შენარჩუნებას.  სიმინდის ზეთი უნივერსალურად ითვლება კულინარიაშიც, რადგან მისი გამოყენებით ყველაფრის მომზადება შეიძლება. 

სიმინდის ზეთი მდიდარია A ვიტამინით, B, P, K ჯგუფის ვიტამინებით,  არაერთი მინერალური ნივთიერებით, ლეციტინით, ფიტორტეროლით; ამასთან, მასში ყველაზე დიდი რაოდენობითაა ვიტამინი E (მცენარეული ზეთი ამ რაოდენობის თითქმის ნახევარს შეიცავს), ასევე ვიტამინი F, რომელიც ცხიმმჟავებთან კომპლექსში გვევლინება.

ექიმები და დიეტოლოგები სიმინდის ზეთის მიღებას გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით გვირჩევენ. მისი მიღება ასევე კარგია გარემოში არსებული მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად, განწყობის ასამაღლებლად, ძილის და, საერთოდ, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ ზეთს შეუძლია ახალგაზრდობის გახანგრძლივება,  ალერგიული რეაქციების შემცირება, კანის განახლება. ის ეხმარება ორგანიზმს ნერვული დაავადებებისა და შაკიკის დროს, ეფექტურია სექსუალური პრობლემების მოსაგვარებლად.

სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია სიმინდის ზეთის ყოველდღიურ რაციონში შეტანა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, რადგან, შეიცავს ფოსფატიდს – ნივთიერებას, რომელიც, უჯრედის მემბრანის ნაწილია და, ასევე, არეგულირებს ტვინის ფუნქციონირებას. 

სიმინდის ზეთის მიღება რეკომენდებულია დიეტის დროსაც, რადგან ის  ნაწლავების მოქმედებასაც აუმჯობესებს. 

ხალხური მედიცინა სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობებს, ალერგიას და  ყველანაირ გამონაყარს სახის კანზე, ტუჩებზე ან სხეულზე. 

დღეში ორჯერ, საკვების მიღებამდე ერთი ან ნახევარი საათით ადრე, თითო სადილის კოვზი სიმინდის ზეთის მიღებით ნაღვლის ბუშტის ტონუსის აწევაა შესაძლებელი.

ჭამის დროს სიმინდის ზეთის მიღება კი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის  ხდება – დღეში სამჯერ, 25 გრამის ოდენობით; შაკიკსა და პოლინოზს კი თითო სადილის კოვზის მიღებით კურნავენ.

უძილობის დროს სასურველია სიმინდის ზეთის სხეულზე წასმა და 5-7 წუთის შემდეგ ფრთხილად ჩამობანა. სიმინდის ზეთი, ასევე, სასარგებლოა „ქალური“ და ნერვული დაავადებებისთვის. 

სიმინდის ზეთის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა არის  E ვიტამინის მაღალი შემცველობა – მისი რაოდენობა სიმინდის ზეთში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე  ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთებში. ბევრი მკვლევრის აზრით, სიმინდის ზეთი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს, იგივე ტოკოფეროლს. ტოკოფეროლი არის ცხიმის დამშლელი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება ცხიმის დაშლას იწვევს. ვიტამინი E (ტოკოფეროლი) ანტიოქსიდანტად გვევლინება და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ტოკოფეროლის შემცველობის გამო, სიმინდის ზეთი ხელს უწყობს სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას და განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის.

სიმინდის ზეთის გამოყენების უკუჩვენება თითქმის არ არსებობს, მთავარია, მიღებისას არ გადაამეტოთ, რადგან, ზეთი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. გარდა ამისა, არ შეიძლება ვადაგასული ზეთის გამოყენება.

 

скачать dle 11.3