კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თათია დონაძე „პირველი ვიცე-მის სამყაროს ფოტომოდელი“ და რატომ სთხოვეს მხოლოდ მას საფინალო შოუზე საკუთარი ნომრის შესრულება

მხატვრული ტანმოვარჯიშე, თათია დონაძე, რომელიც სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია, საზოგადოებამ „მის საქართველოდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. შემდეგ „მაესტროს“ დილის გადაცემა „მაღვიძარაში“ მუშაობდა და ხალხს დილაობით ვარჯიშისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, თათია ბანკში მუშაობს. ცოტა ხნის წინ კი სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე იმყოფებოდა, საიდანაც საკმაოდ წარმატებული დაბრუნდა.

 

თათია დონაძე: აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ მსგავს კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ჩემი ცხოვრება რადიკალურად სხვა კუთხით მიდიოდა. ამიტომ, როდესაც ამ კონკურსის ეროვნული დირექტორისგან, ია სირანაშვილისგან მივიღე ქასთინგში მონაწილეობის შემოთავაზება, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თავიდან ვუთხარი: მოვიფიქრებ-მეთქი. რომ ვიფიქრე და წარმოვიდგინე საკუთარი თავი, ვთქვი: რატომაც არა, წავალ კონკურსზე. თან, იამ მითხრა, რომ მონაცემები შესაფერისი მქონდა. საბოლოოდ, დავთანხმდი, შემდეგ შემარჩიეს და მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, შედეგით ორივე, მეც და იაც კმაყოფილები ვართ, არ მეგონა, თუ ტოპ-სამეულში შევიდოდი. თუმცა, სურვილი მქონდა, ისე არ დავბრუნებულიყავი საქართველოში, ჩემი სიტყვა არ მეთქვა. რომელიმე ნომინაციის აღებაზე კი ვფიქრობდი, არ მინდოდა უკან ხელცარიელი დაბრუნება. 

– როგორც სპორტსმენი, მიჩვეული ხარ მოგებას, არაერთი სირთულე გაქვს გადალახული.

– შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის უფრო დასვენება იყო. როდესაც სპორტიდან მიდიხარ შეჯიბრებაზე, იქ ვერ ერთობი, ვერც ფიქრობ სხვა რამეზე, არ ათვალიერებ იმ ქალაქს სადაც ხარ, არ ეცნობი იქაურ კულტურას. ახლა, ამ კონკურსზე რომ ვიყავი, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, ვათვალიერებდი. გოგონები სულ მეკითხებოდნენ: არ ნერვიულობ, არ ნერვიულობო. საერთოდ არ ვნერვიულობდი. დაძაბულობა განსაკუთრებით ფინალის დღეს იგრძნობოდა – არავინ იღებდა ხმას. მე ჩვეულებრივ ვიყავი, რადგან ეს იყო ჩემთვის ერთი ლამაზი დღე, რომელიც მომავალში კარგად გამახსენდებოდა. ალბათ, მათთვის ეს კონკურსი უფრო მნიშვნელოვანი იყო, თან მათ არ ჰქონდათ ის ცხოვრება გამოვლილი, რაც მე. ერთდროულად ორ კონკურსში მომიწია მონაწილეობა. პირველზე, ანუ „მის მსოფლიო პრინცესაზე“ ავიღე ნომინაცია „საუკეთესო ნაციონალური კოსტიუმი“, რომელიც „მარიგოლდის“ იყო, ამისთვის მადლობა ქალბატონ თამარ ნადირაძეს. მეორე კონკურსს ერქვა  „მის სამყაროს ფოტომოდელი 2014“ და შევედი ტოპ-სამეულში, ანუ გავხდი პირველი-ვიცე. კონკურსები ბოდრუმში, ულამაზეს ადგილზე ჩატარდა, ნახევარკუნძულზე, ირგვლივ ზღვა და მთები. სასტუმროდან გასვლა გვეკრძალებოდა და იდეალური ადგილი იყო დასასვენებლად. აივანზე რომ გახვიდოდი, ყველაფერი გავიწყდებოდა, წყნარდებოდი. სამსახურიდანაც ხელშეწყობა მქონდა. „პრივატ ბანკის“ თანამშრომელი ვარ, გვერდში დამიდგნენ. ჩემი წარმატება ძალიან გაუხარდათ, შიდა კორპორატიულ საიტზეც მომილოცეს გამარჯვება. 

– კიდევ რა აკრძალვები გქონდათ?

– გვეკრძალებოდა სასტუმროდან გასვლა, ორგანიზატორებისა და მონაწილეების გარდა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ფოტოს გადაღება, ანიმატორებთან ურთიერთობა, სასტუმროს თანამშრომლებთან, დამსვენებლებთან ფოტოს გადაღება, საკონტაქტო ინფორმაციის მიცემა. თავიდანვე გაგვაფრთხილეს, ყოველთვის ვყოფილიყავით მაკიაჟით. ეს ცოტა არ იყოს გამიჭირდა. ასევე, ყოველთვის უნდა გვცმოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამორჩეული სამოსი. ასე რომ, დილიდან საღამომდე ასე დავდიოდით.  მთელი დღე მაკიაჟით სიარული – ეს იყო ჩემთვის ერთადერთი სტრესი, მეტი არაფერი, ძალიან მამძიმებდა. საუზმეზე უკვე ისეთ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით, თბილისში ქორწილებში რომ დავდივართ ხოლმე. ზუსტად 20 ქვეყნიდან იყვნენ მონაწილეები, ტაივანიდან და დანარჩენი კი – ევროპის ქვეყნებიდან. კონკურენცია არ მიგრძნია, ვაკვირდებოდი კიდეც მონაწილეებს. სხვათა შორის, ყველა გამოცდილი მოდელი იყო, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე ნამყოფი. როდესაც პირველი კონკურსი დამთავრდა ტოპ-სამეული სცენაზე უფრო დიდხანს დარჩა. შემდეგ კი გამარჯვებული რომ გავიდა კულისებში, აღმოჩნდა: მისი სამოსი, ჩანთა ფორთოხლის წვენით იყო გაჟღენთილი. თან ისე, რომ მეორე დღეს ვეღარ გამოიყენებდა. მეც რომ გავხდი პირველი-ვიცე, შიშით შევედი კულისებში, საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზე იყო. პირველი ინციდენტის შემდეგ, ორგანიზატორებმა გამოგვიცხადეს, რომ ყველაფერს ამოიღებდნენ კამერებიდან. 

– ალბათ, გიწევდათ სხვადასხვა ადგილზე წასვლა.

– იახტაზე ვიყავით ორი დღე, ფოტოგადაღებები გვქონდა, ვახშამი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. რეპეტიციები და დეფილე სასტუმროში გვიტარდებოდა. გარდა ამისა, მივყავდით სხვა, კონკურსის პარტნიორ სასტუმროებშიც და ვიღებდით ფოტოებს. ერთი დღე შოპინგსაც დაუთმეს და ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ლენტის მოხსნის უფლება მოგვცეს. 

– მომიყევი საფინალო შოუების შესახებ.

– პირველი კონკურსი ჩატარდა 30 სექტემბერს, მეორე – 1 ოქტომბერს. პირველ კონკურსზე გავიმარჯვე ნომინაციაში „საუკეთესო ნაციონალური კაბა“, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია. მეორე დღეს ჩატარდა მეორე კონკურსი, სადაც უკვე ტოპ-სამეულში შევედი. მანამდე „ტალანტ- შოუშიც“ მივიღე მონაწილეობა. წინასწარ მოვამზადე ნომერი, რომელიც გამორჩეული იყო, რადგან ჩემ გარდა სხვა ტანმოვარჯიშე არ ყოფილა. ბოლო დღემდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ მე გავხდებოდი „მის ტალანტი“. მაგრამ აღარ მომცეს ეს ტიტული. ალბათ, იფიქრეს: საკმარისია მისთვის ერთი ნომინაცია და მეორე ადგილიო. ძალიან ლამაზი ნომერი მქონდა, მოწონება დაიმსახურა. „ტალანტ-შოუ“ კონკურსამდე ჩატარდა და შემდეგ უკვე მონაწილეებს შორის მხოლოდ მე მთხოვეს ეს ნომერი საფინალო შოუზე შემესრულებინა. ამიტომაც მეძახდნენ „მის ტალანტს“ და მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ავიღებდი ამ ნომინაციას.

– წინასწარ იყო გამარჯვებულის ვინაობა გამოკვეთილი?

– არა, არ ყოფილა. ერთადერთი, შეიძლება, ჩემზე ეფიქრათ, რადგან ორგანიზატორი ყურადღებას მაქცევდა იმ კუთხით, რომ ტანმოვარჯიშე ვიყავი, საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა ტურნირებზე ნამყოფი. გადაღებებზე სულ მეუბნებოდა, რომ გადამეღო ორიგინალური ფოტოები ტანვარჯიშის კუთხით. ეს სხვა გოგონებმა რომ დაინახეს, ერთმანეთში ულაპარაკიათ: საქართველოს რატომ აქცევენ მეტ ყურადღებასო, არ სიამოვნებდათ. შემდეგ ორგანიზატორი მოვიდა ჩემთან და ყველა გოგონასთან ერთად მითხრა: ეს არაფერია, რადგან წარმატებული ადამიანი ხარ შენს სფეროში და ამიტომაც გაქცევ ყურადღებასო. რაც შეეხება ფინალს, გამოაცხადეს „მეორე ვიცე-მისი“ – იტალიელი, ძალიან ლამაზი გოგონა. შემდეგ გამოაცხადეს „პირველი ვიცე-მისი“ და ჩემი ნომერი თქვეს – „ჯორჯია“. გავქვავდი. გამარჯვებული კი რუსი გოგონა გახდა. 

– ალბათ, გაქვს სხვა შემოთავაზებები?

– მაქვს სხვადასხვა მიწვევა: უნდათ, კონკურსში მივიღო მონაწილეობა. ჩემი ნომერიც მოეწონათ – გალას კუთხით შემომთავაზეს მუშაობა. ვნახოთ, ჯერ ზუსტად არ ვიცი. ვმუშაობ, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი ვარ და მინდა, კარიერაში წინსვლა მქონდეს და ჩემი პროფესიით მეტს მივაღწიო. 

 

скачать dle 11.3