კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სძულს უგულო სიყვარული

ბილი+მონიკა=?

 

გასულ კვირას ყველანი გაგვაკვირვა ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის ელჩმა ჩვენს სამშობლოში, ბ-ნმა ნორლანდმა. ეს უკანასკნელი დაინტერესდა, თუ რას უპასუხებს ჩვენი პრეზიდენტი აშშ-ელ სკეპტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე – მომავლით (ბუნებრივია, ჩვენ არ გვიპასუხია – შეპყრობილები თქვენკენ მოიკითხეთო.

ეს კითხვა ბ-ნ ნორლანდს თავში აშშ-ის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე მოუმწიფდა. მოუმწიფდა და, ამ ჩვენს პრეზიდენტსაც „აჯახა“.

და თუმცა ბ-ნი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, მაგრამ, მან მაინც უპასუხა, კერძოდ, „ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეშფოთება ჩვენი გამოწვევაა.“ ხოლო იქვე შენიშნა, რომ საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა, მართლაც, ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და უელსის სამიტსო (ბუნებრივია, ჩვენს პრეზიდენტს დელიკატურად არ უხსენებია, აშშ-მა სტრატეგიულ პარტნიორობაზე რომ უარი გვითხრა) და შეახსენა, რომ, „თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე.“

ჩვენ არ ვიცით, რამდენად დააკმაყოფილა ბ-ნი ნორლანდი ბ-ნი მარგველაშვილის პასუხმა, მაგრამ, მეორე მხრივ, დღესავით ნათელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს სათოფე მანძილზე ვერ დაენახვებოდა, თუ გაირკვეოდა, რომ აშშ-ის ბიუჯეტით სახე გადაიჭიმა, მაგრამ, რაკი მაინც პარტნიორები ვართ და ისეთი რამეებიც არ უნდა ვაკადროთ ერთმანეთს, რომ, როცა დავმოყვრდებით სახეში შეხედვისა მოგვერიდოს, თუ  მხოლოდ „წინ, მომავლისკენ“, მაშინ, ჰყვარებოდათ ერთმანეთი ბილსა და მონიკას, განა, რა დაშავდებოდა, თუნდაც, ის ოდენ მტლაშა-მტლუში ყოფილიყო?!

скачать dle 11.3