კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შუა საუკუნეების ალყაში

„პონტში”

 

თუმცა კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ახალი დროის ათა თურქი ვერ გახდებოდა, სამწუხაროდ, მოვლენები მოსალოდნელზე უარესად ვითარდება.

კერძოდ, თურქეთის ახალი ძველი ხელისუფლება, როგორც გაირკვა, ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო მკაცრ  შეზღუდვებს აწესებს.

კერძოდ, იმას გარდა, რომ სასწავლო დაწესებულებებში გოგონებისთვის ხიჯაბის ტარება დასაშვები გახდა (არათუ ხიჯაბს, ქალებს თავსაბურავის ტარებასაც კი უკრძალავდნენ საჯარო ადგილებში). ამის პარალელურად, სტუდენტებს აეკრძალათ მაკიაჟი და ტატუ. 

უფრო მეტიც, სტუდენტებს ეკრძალებათ თმის ფერის შეცვლა და თვით წვერულვაშიანობაც  კი (ამ უკანასკნელმა რა დააშავა, მართლაც რთული გამოსაცნობია!), იმასთან ერთად, რომ აღარ შეეძლებათ, ატარონ ჩანთები პოლიტიკური სიმბოლოებით, ფოტოებითა  და წარწერებით (ამას კიდევ გადაიტანდა ადამიანი და სწავლის პროცესის პოლიტიკურად ნეიტრალურად წარმოჩენის მცდელობად შეაფასებდა). ხოლო ურჩებს, არც მეტი, არც ნაკლები, სასწავლებლებიდან გარიცხვა ემუქრებათ.

მართალია, ზემომოტანილი ცვლილებები თურქეთის პროფკავშირების ხელმძღვანელმა უკვე შეაფასა შუა საუკუნეებში დაბრუნებად, მაგრამ, ასეა თუ ისე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ პროცესს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ვერავინ შეაჩერებს.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ზემოთაც შუა საუკუნეებს უბრუნდებიან (რუსეთის იმპერიისდროინდელ მიწებს აგროვებენ),  თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის ფასს ზრდის საერთაშორისო თვალსაზრისით, როგორც ჩვენებური თინეიჯერები იტყოდნენ: „პონტში ვართ“, ოღონდ, არცთუ სახარბიელოში!

скачать dle 11.3