კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბითუმად

სამარადჟამოდ გარღვეული

 

ჩვენებურმა, ენგურსგაღმელმა სეპარატისტებმა აგერ უკვე რიგით მეოთხე „პრეზიდენტი“ აირჩიეს და ნანატრი კეთილდღეობის მორიგ მოლოდინში გაირინდნენ. თუმცა, გინდა ოთხი ყოფილა და, გინდა – ათი, აფხაზეთის სეპარატისტული ბიუჯეტი რუსეთის ფინანსური დახმარების გარეშე უიმედოდ და სამარადჟამოდ მაინც გარღვეულია.

ჰოდა, რაკი არის, ჩრდილოურმა „ყველმაც“ არ დაახანა და „პრემიერ-მინისტრმა“ ბესლან ბუთბამ მოსახლეობას აუწყა, რომ პენსიების გაზრდა რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით იგეგმება. რფ-ს, თურმე, 500 მილიონი რუბლის დამატებით გამოყოფა გადაუწყვეტია.  იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლები რუსულ პენსიას იღებენ, ზემოხსენებული თანხა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობის მქონეთა პენსიების მატებას მოხმარდება. თავის მხრივ, ბესლან ბუთბა პენსიონერებს აიმედებს, რომ, ამ თანხის წყალობით, საკუთრივ აფხაზეთის მოქალაქეების პენსია თვით რუსეთის მოქალაქეების პენსიასაც კი გადაუწრებს.

მოვიშველიოთ მარტივი არითმეტიკა: ამჟამად მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობის მქონის პენსია 500 რუბლი, ანუ, გაწიე-გამოწიე, 25 ლარიც არ არის, ხოლო რფ-დან მისაღები დახმარება – 500 მილიონი რუბლი, ყველაზე ოპტიმისტური კურსით, 250 000 ლარს ვერ გადააჭარბებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ რფ-მ აფხაზეთის მისაკუთრება ბითუმად გადაწყვიტა?!

скачать dle 11.3