კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაგრძნობი

მართალია, თავად საფუძვლიანადაა დავანებული საბაჟო კავშირში, თუმცა არც რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ცნობას ჩქარობს და არც დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“.

მეტიც, „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბელორუსიის პრეზიდენტმა და ოდესღაც ევროპის თვით უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილმა ალექსანდრ ლუკაშენკომ  ბრძანა, რომ საზღვრების გადაწევ-გადმოწევა არ შეიძლება!

სახელდობრ, როგორც ამ ინტერვიუდან ირკვევა, პირადად მე და ბ-ნ ლუკაშენკო დამთხვეულები ვყოფილვართ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყირიმთან მიმართებაში.  კერძოდ, ის ბრძანებს (მომყავს ციტატა): „ბევრი ამბობს, რომ თავის დროზე უკრაინას ყირიმი არასწორად მიეკუთვნა და ის რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა, მაგრამ, ეს არასწორი მიდგომაა). მაშინ, დავბრუნდეთ ოქროს ურდოს ეპოქაში და რუსეთის, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა, გადავცეთ ყაზახეთსა და მონღოლეთს.“

თუმცა, რაკი სული ტკბილია, იქვე შენიშნავს, რომ მონღოლებს, თურმე, მხოლოდ ბელორუსიისთვის არ უხლიათ ხელი (ჩვენამდე მოვიდნენ, მაგრამო…). იქვე კი, ყოველი შემთხვევისთვის, შენიშნავს, რომ ნოვოროსიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობას არც აპირებს.    

ჩვენ არ ვიცით, რა თამაშს ეწევა ბ-ნი ლუკაშენკო, თუმცა მის მიერ ყაზახეთის ხსენება, შესაძლოა, იმის მანიშნებელიც იყოს, რომ შემდეგი ჩრდილოური სამიზნე ყაზახეთიც გახდეს (ჯერჯერობით მონოღოლეთს სული ძლივს უდგას), თუმცა, როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ უგრძნია კაცს. 

 

скачать dle 11.3