კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ხათრით არ გაფრინდა „ფრანციაში“ ჯანსუღ ჩარკვიანი და რა კურიოზი გადახდა პასპორტის გამო შოთა ჩოჩიშვილს

პასპორტი

იაპონიის ტურნედან მოსკოვში ჩამოვფრინდით. გამარჯვებით გახარებულებმა თვითმფრინავში კონიაკით შევიქციეთ თავი და გვარიანად შებუჟბუჟებულები ვართ.

აეროპორტში წესია – პასპორტი უნდა შეგიმოწმოს უშიშროებამ. ყველამ ვაჩვენეთ პასპორტები. თითქმის ყველაფერი რიგზეა და... ცხონებული შოთა ჩოჩიშვილის ჯერი დადგა. მოიქექა ჯიბეები – არა აქვს პასპორტი. ახლა შარვლის ჯიბეები მოიქექა – არც იქაა... დაუბრუნდა პიჯაკის გვერდითა ჯიბეებს, მერე გულის გარეთა და შიგნითა ჯიბეებს – არაა პასპორტი.

– ნეტუ პასპორტ! – ეუბნება წესრიგის დამცველებს.

– კარგად მოძებნე! – „დაარიგეს“. 

დაიწყო ისევ ძებნა, მაგრამ, რაც არ არის, არ არი...

მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ შოთას მსოფლიო იცნობდა, რუსები მაინც „აწვებიან“. საქმეში მაღალჩინოსნები ჩაერთვნენ.

– ტოვარიშჩ პოლკოვნიკ, – ვეუბნები, – ეტო ჟე ჩოჩიშვილი, ჩემპიონ მირა, ნუ!

– პუსტ პრედიავიტ პასპორტ, მი ნე ზნაემ...

ისედაც „ნაკონიაკარები“, ავღელდით, ავიფოფრეთ. საქმე სახუმაროდ არაა.

– გაჩხრიკეთო, – ბრძანა „ტავარიშჩმა პოლკოვნიკმა“ და შეუდგა ერთი ქართველი „კაგებეშნიკი“ საქმეს: პიჯაკის ჯიბეში ცხვირსახოცისა და ხურდა ფულის მეტი არაფერია; შარვლის ჯიბეებში – ქაღალდის ცოტაოდენი ფული და სანთებელა; შიგნითა ჯიბეებში – ბლოკნოტი. „შმონვა“ უფრო „ღრმად“ მიდის: სვიტრის შიგნით შოთას თბილი პერანგი ეცვა და, იმ პერანგის გარეთა გულის ჯიბეში არ აღმოჩნდა პასპორტი?!

ვეცი ხელში „კაგებეშნიკს“, გამოვგლიჯე შოთას პასპორტი და იპოლიტე ხვიჩიასავით ვეუბნები:

– არის თუ არა ეს პასპორტი?!

– კი, პასპორტია! – დაიბნა რუსეთში გაზრდილი ჩვენი თანამემამულე.

– მე შენ გეკითხები (გათამამებული „შენობით“ ფორმაზე გადავედი), არის თუ არა ეს პასპორტი?! არის თუ არა ეს, შე უპასპორტო, შენა, – პასპორტი?!

ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. შეიძლება, ჩვენ რამე გამოგვრჩენოდა, მაგრამ, კაგებეს რა დაემალება!

ერთმანეთი „წასულები“ ეგონათ

ჯანსუღ ჩარკვიანმა მიწვევა მიიღო – საფრანგეთში უნდა გაფრინდეს პოეტთა მსოფლიო ფორუმზე.

სამი დღე ამზადებდა ჩემოდანს. ბილეთებიც „გაჩალიჩებულია“ და ამ დროს რეკავს ჩვენს სახლში ტელეფონი სოხუმიდან – ნოდარ დუმბაძე უკანასკნელ დღეშიაო.

აი, დილემა: აქეთი უსაყვარლესი ძმა და მეგობარია უკანასკნელ დღეში, იქეთ – მსოფლიო ფორუმი. რა ქნას?

... მოკლედ, გაფრინდა ერთი თავისუფალი ადგილით საჰაერო ლაინერი საფრანგეთში.

გაფრინდა მეორე ლაინერი, ჯანსუღის თანხლებით – სოხუმში.

გულგახეთქილი ჯანსუღი შერბის ნოდარის პალატაში.

– ცოცხალია? – ფერდაკარგული ეკითხება ნოდარის მეუღლეს – ნანულის, რომელიც დერეფანში შემოხვდა.

– ახლა უკეთესადაა, – სიხარულით პასუხობს ქალბატონი ნანული. ნოდარი ბალიშზეა ზურგით მიყრდნობილი და ახალ გაზეთებს ათვალიერებს. ჯანსუღს სათვალის ზემოდან გამოხედა და გაიკვირვა.

– ბიჭო, მე შენ წასული მგონიხარ!

– ბიჭო! აროხროხდა გახარებული ჯანსუღი, – მეც შენ მეგონე „წასული“ და იმიტომ აღარ წავედი ფრანციაში.

... მეგობრები სიცილ-ტირილით ჩაეხვივნენ ერთმანეთს.

 

 

скачать dle 11.3