კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: დაბარებული ვარ სასამართლოში როგორც ნაფიცი მსაჯული. გთხოვთ, განმიმარტოთ, ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე სახის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვცხადდები სასამართლოში დანიშნულ დროს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსგავს შემთხვევებში გარკვეული ადმინისტრაციული სანქციებია დაწესებული ნაფიცი მსაჯულების მიმართ. კერძოდ, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე. ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა არსებითი სასამართლო განხილვისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, ხოლო ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არსებობს თუ არა ზოგადად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის დაწესებული შემამსუბუქებელი გარემოებები და  რა შეიძლება ჩაითვალოს ამგვარი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო; სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ; სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია, შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან რა ვადაში უნდა დაედოს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება, დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

скачать dle 11.3