კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

კაცი სამოთხის კარს მიადგა, აკაკუნებს. გაუღეს კარი, რა გინდაო, ეკითხებიან.

– სამოთხეში მინდა მოვხვდე.

– აბა, გვითხარი, ცხოვრებაში რა სიკეთეები გიკეთებია.

– კი იყო... ვხედავ, რამდენიმე ხულიგანი ქალს ხელჩანთას ართმევს. მივედი, და ყველაზე მოსულ ტიპს ყბაში ვგლიჯე...

– ყოჩაღ! ეგ როდის მოხდა?

– ორი წუთის წინ.

***

„მე შენ შეგეჩვიე“ უფრო დამაჯერებელად ჟღერს, ვიდრე „მე შენ მიყვარხარ“.

***

გაიმართა ავტომობილების ტესტირება. ყველაზე საშიშ ავტომობილად დასახელდა რუსული „ოკა“ – სანამ მანქანაში სვამდნენ, მანეკენს ორივე ფეხი მოტყდა.

***

მაღაზიაში ცოლ­ქმარი კამათობს.

– მანტო არ მინდა, არ ჩავიცვამ, კურტკაში თავისუფლად ვგრძნობ თავს... კურტკას ვიყიდი.

– რა კურტკა?! აუცილებლად მანტო უნდა იყიდო, თანაც ძვირფასი... ხალხში ხომ უნდა გამოჩნდე – ჩემი დაქალების ქმრებს ასე აცვიათ, მეზობლის ნიკასაც... მე ვისზე ნაკლები ვარ?!

– ხომ არ დაგეხმაროთ, რა შეგირჩიოთ? – მიუახლოვდა მათ კონსულტანტი.

– საკვები ჩრჩილისთვის! – უპასუხა ქმარმა.

***

– ნუ მიყვირი, თორემ ავად გახდები?

– რით?

– ყბების მონგრევით და კიდურების გადამტვრევით?

***

მომავალმა მამამ გადაწყვიტა, ცოლის მშობიარობას დაესწროს... ცოლის ხელი ხელში დაიჭირა, უყურებს, უყურებს და... წაუვიდა გული. გამოიყვანეს ბლოკიდან... როგორც იქნა იმშობიარა ცოლმა და ქმარს ეუბნებიან.

– გილოცავთ, გოგონა შეგეძინათ!

– მადლობა ღმერთს, ჩემსავით მაინც არ გაწვალდება.

***

– რა საინტერესოა, არიან სამყაროში გონიერი არსებები?

– არიან.

– მაშინ, რატომ არ გვიკავშირდებიან?

– ისინი ხომ გონიერები არიან...

***

ქალი, როგორც შუქნიშანი – ჯერ ანთებს წითელს, მერე ყვითელს და ბოლოს მწვანეს.

კაცი კი, როგორც მძღოლი – ნებისმიერზე მიდის.

***

ქმარი შინ გვიან ღამით დაბრუნდა. ცოლს რომ ალიაქოთი არ აეტეხა, კედლის საათი სამი საათით უკან გადასწია, დაწვა და ცოლსაც გაეღვიძა...

– სად იყავი ამდენ ხანს? ოჯახზე საერთოდ არ ფიქრობ...

– რა გჭირს, შეხედე, ჯერ 12 საათია... 

შეხედა ცოლმა საათს, 12­ია და უცბად დატკბა.

– ჰო, კარგი, რამე ხომ არ გინდა?

– წყალს თუ მომიტან...

გავიდა ცოლი სამზარეულოში და... საათი იქ 3-ს უჩვენებს. გამოვარდა გაბრაზებული საძინებლისკენ. ქმარმა საათის გადაწევა მოასწრო და ცოლს პირის გაღება არ აცალა:

– რა მოგივიდა, რად უნდა ერთი ჭიქა წყლის მოტანას 3 საათი?!

***

ახალგაზრდა სამხედრო კომისარიატში მიდის:

– მინდა, ფლოტში ვიმსახურო.

– ცურვა იცით?

– თქვენ რა, გემები არ გყავთ?

***

– დაიხსომეთ, წითელი ღვინო უხდება ხორცს, თეთრი – თევზთან უნდა მიირთვათ.

– არაყი?

– ო... ეს უნივერსალური სასმელია, ყველაფერზე მიდის, ტორტზეც კი...

скачать dle 11.3