კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ის ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ნარკომანიისა და პროსტიტუციისთვის დააპატიმრა მილიციამ

პუბლიკაციის გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მიმსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

1977 წლის 18 მაისს თბილისის მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსმა ოპერრწმუნებულმა, მილიციის კაპიტანმა, 28 წლის გურამ ნოდიამ წყნეთში, ერთ-ერთი პარტიული მაღალჩინოსნის პირად აგარაკზე ექვსი ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის ერთი – ოცდაერთი წლის გოგონა. დაპატიმრებულები ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და მათგან ამოღებული იქნა ოცდახუთი გრამი ოპიუმი; შპრიცები და ორი ცალი „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლოდ ვარგის მდგომარეობაში, 70 ცალ ვაზნასთან ერთად. გურამ ნოდია და მისი სამი კოლეგა იმ დროს შეიჭრნენ აგარაკზე, როცა „კაიფში“ მყოფი სამი ახალგაზრდა კაცი ჯგუფური მამათმავლობით, ხოლო ორი ახალგაზრდა კაცი და გოგონა კი, ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულები. მილიციელებმა ექვსივე ახალგაზრდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს, შემდეგ მილიციის სამმართველოში მიიყვანეს და შესაბამისი ოქმები შეადგინეს. დაკავებულებმა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, აღიარეს ნარკოტიკების მიღების, მამათმავლობის, ჯგუფური, გაუკუღმართებული სექსისა და იარაღების უკანონოდ ფლობის ფაქტები. ექვსივე მათგანი წინასწარი დაკავების საკნებში მოათავსეს და დაიწყო გამოძიება. მეორე დღეს, ანუ 19 მაისს, მოსკოვიდან თბილისში სამმართველოს უფროსი დაბრუნდა. საღამოს კი კაპიტანი გურამ ნოდია დაიბარა და უთხრა.

– რაც გუშინ მოხდა, დაივიწყე და უჩემოდ აღარასდროს გაბედო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. ვინ მოგცა იმის უფლება, რომ მაღალი თანამდებობის პარტიული ამხანაგის აგარაკზე შეიჭრა და იქ აურზაური მოაწყო. წადი ახლა და იმუშავე.

გურამ ნოდია კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი იყო და ერთ კვირაში პარტიაში უნდა მიეღოთ. მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, მას პარტიის რწმენაც გააჩნდა. პიროვნულად პატიოსანი, უშიშარი და პრინციპული ადამიანი გახლდათ. მან გაოგნებულმა შეხედა პოლკოვნიკს და პირდაპირ მიახალა:

– შეიარაღებული ნარკომანების, პიდარასტებისა და პროსტიტუტკების დაპატიმრება თუ აურზაურის მოწყობაა, ბანდიტებთან შეტაკება, ალბათ, მესამე მსოფლიო ომი იქნება. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, მილიციამ გულზე ხელები უნდა დაიკრიფოს და მშვიდად ადევნოს თვალყური, თუ როგორ იხრწნება და ნადგურდება ქვეყანა.

– ხმა, კრინტი! ვის უბედავ შე ლაწირაკო?

– მე კომუნისტი ვარ და კანონს ვიცავ. ლაწირაკები და მლიქვნელები კი თქვენკენ მოიკითხეთ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, – არ შედრკა ნოდია. სამმართველოს უფროსის კაბინეტი დატოვა და სახლში წავიდა.

20 მაისს გურამ ნოდია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მისაღებში მივიდა და პირველი მდივნის სახელზე განცხადება დატოვა. ექვსგვერდიან განცხადებაში ყველაფერი დაწვრილებით იყო აღწერილი და კაპიტანი მოითხოვდა ამ შეჩერებული საქმის გამოძიების განახლებას. ასევე, მილიციის სამმრათველოს უფროსის დასჯას, რომელმაც ყველა ბოროტმოქმედი გაუშვა. სამხილები მოსპო და საქმე გაანადგურა. იმავე საღამოს, ნოდია საკუთარ ბინაში აიყვანეს და პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. ბინიდან კი ხუთასი ამპულა მორფი და „ტეტესა“ და „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტები ამოუღეს. შემდეგ გაასამართლეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმე კი ის გახლდათ, რომ ექვსივე დაკავებული მაშინდელი ქართული პარტიულ-ნომენკლატურული ელიტის წარმომადგენელთა შვილები იყვნენ და ნოდია მათი მამების ძალისხმევით, ყოვლად უსამართლოდ ჩასვეს ციხეში. მილიციის ყოფილი კაპიტანი ურალში, ქალაქ სვერდლოვსკში მდებარე, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კოლონიაში მოათავსეს. მე-13 საპყრობილე მკაცრი რეჟიმის დაწესებულება იყო და იქ სისასტიკე სუფევდა. ორთვე-ნახევრის შემდეგ, ანუ 1977 წლის 16 აგვისტოს, გურამ ნოდია კოლონიიდან გაიქცა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სახელმწიფოს მტერი

საქართველოში განცდილი გულაცრუების მიუხედავად, გურამ ნოდიას მაინც დიდი რწმენა ჰქონდა კომუნისტური იდეალების მიმართ და მართალია, ძებნილი იყო, მაგრამ ბრძოლას განაგრძობდა. მან სამი, ერთნაირი შინაარსის წერილი გააგზავნა საკავშირო „ცეკაში“ (კრემლში), უშიშროების კომიტეტში („კაგებეში“) და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყოფილი კაპიტანი პარტიულ-ნომენკლატურული ელიტის დამნაშავე, მექრთამე წარმომადგენლების დასჯას მოითხოვდა და კონკრეტულ გვარებსა და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულობებსაც ასახელებდა. ასე განვლო ექვსმა თვემ და როდესაც იატაკქვეშეთში მყოფი ნოდია დარწმუნდა, რომ სასიკეთოდ არაფერი იცვლებოდა, მან იმ დროისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. კარგად შენიღბული, გრიმირებული ყოფილი მილიციელი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტს, სარა ბეილს დაუკავშირდა და მას ორსაათიანი აუდიო და ვიდეოინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში ნოდია პირდაპირ აცხადებდა, რომ კომუნისტი იყო და დაწვრილებით ყვებოდა თავის ისტორიასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს იყო იდეოლოგიური ბომბი, რომელიც ამერიკელებმა დიდი წარმატებით გამოიყენეს. „საბჭოთა კომუნისტი კაპიტნის აღიარება“ ამერიკელებმა ყველა წამყვან რადიოსა და ტელევიზიაში გაუშვეს. საკავშირო ხელმძღვანელობა შოკში იყო. მოსკოვში საქართველოს პირველი და მეორე მდივნები დაიბარეს და შეახურეს. გურამ ნოდია კი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს. მის საქმეს „კაგებემ“ მოჰკიდა ხელი და მასზე უკვე ნადირობა დაიწყეს.

პოპულარული შოუ

1978 წლის იანვარში კანადის სპეცსამსახურებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თხოვნით, ნოდია ჯერ ფინეთში გაიყვანეს არალეგალურად, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში  გაამგზავრეს და ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს. მილიციის ყოფილი კაპიტანი ჯერ ინკოგნიტოდ ცხოვრობდა იქ და სწავლობდა. შემდეგ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი, წიგნი დაწერა, რომელშიც საბჭოთა პარტიულ-ნომენკლატურული ბოსების მანკიერებას დაწვრილებით ამხელდა. 1980 წელს კი ნოდია „თეთრ სახლში“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შეხვდა და მისგან მადლობის სიგელი მიიღო. იმავე წელს ნოდიამ პოპულარული პოლიტიკური შოუ გააკეთა ერთ-ერთ ტელევიზიაში და წამყვანი ადგილი დაიკავა პოლიტიკური შოუ-პროგრამების რეიტინგებში. 1983 წელს, 34 წლის ნოდიამ იქორწინა და ქალაქ სიეტლში გადავიდა საცხოვრებლად. მასზე ორჯერ წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა და ორივე შემთხვევაში, ის სიკვდილს გადაურჩა. „პერესტროიკის“ დროს კი, მასზე ნადირობა შეწყდა და მას პირადი დაცვაც მოუხსნეს, რომელიც სპეციალურად ჰყავდა გამოყოფილი.

დღესდღეობით გურამ ნოდია კვლავ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ისევ ტელეწამყვანია და მისი შოუ კვლავ დიდი წარმატებით გადის ტელევიზიაში.

P. S. მილიციის ყოფილი კაპიტანი ექვსჯერ იყო ჩამოსული საქართველოში და 1991 წელს ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასაც კი შეხვდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1977 წელს, წყნეთში დაპატიმრებული გოგონა დღეს ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის მეუღლეა და ქართველი საზოგადოება მას ძალიან კარგად იცნობს.

скачать dle 11.3