კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

ქართველები აფრიკაში და „კაციჭამიების“ ფერხული

1979 წელს ანსამბლ „რეროში“ ვმღეროდი. აფრიკაში რომ წავიდნენ საგასტროლოდ, მეც წამიყვანეს.

უგანდაში ვართ. ანსამბლი გასასეირნებლად მიიწვიეს და მეც წამიყვანეს...

დაჟინებით გაგვაფრთხილეს: ახლა მივდივართ ნახევრად ველურ ხალხში; რაღა დაგიმალოთ და კაციჭამია ტომია. ქართველებს ეტანებიან ნამეტნავად, მით უმეტეს, ასაკით უმცროსები ურჩევნიათ და ფრთხილად იყავითო...

მივედით ამ ტომთან და ატყდა ტამტამების რაკა-რუკი... ტყეში ვართ. კაციჭამიები ჯერ არაფერს აპირებენ, ცეკვავენ და როკავენ.

„ალბათ, ასე იმიტომ ცეკვავენ და ხტუნაობენ, კარგად რომ მოშივდეთ... მერე? რა – მერე? ყველაზე პატარა მე ვარ ასაკით და... ვაი, დედა...“ – ვფიქრობ გამწარებული.

ერთი მეგობარი მყავდა, ვასიკო, ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ცოტა სასმელი მოგვართვეს – ჩვენებურ ჭაჭას არ ჩამოუვარდებოდა სიმაგრით და, არ შევჟუჟუნდით?!

მოგეხსენებათ, მუსიკა ჩემი გატაცებაა. ვუპარტყუნეთ მე და ვასიკომ ამ ტამტამებს და მერე და მერე ცეკვაშიც ავყევით „უმცროსასაკისჭამია“ შავებს. ჩაგვხვიეს ტალახისფერი ხელები და გვაჩაქჩაქებენ აქეთ-იქით („ფერხული“ გამახსენდა). ერთმა შავმა გვანიშნა (აბა, რუსული სად იცოდა), პიჯაკი გაიხადეთ და ისე იცეკვეთო (თვითონ ნიფხვისამარა იყო).

აზარტში შესულებმა, გავიხადეთ პიჯაკები და ისევ გატაცებით ვცეკვავთ.

ვცეკვავთ კარგია. მივიხედ-მოვიხედეთ და, სადაა ჩვენი ავტობუსი?! – წასულან... დავრჩით მარტო. მორიგი გაჟრჟოლება მოვასწარი

– ბიჭო, ვასიკო. ჩვენი ავტობუსი წასულა! – გადავუჩურჩულე მეგობარს.

ეს შავები უფრო გაგიჟდნენ, უმატეს ცეკვას და ტლინკაობას. შეჭმის აშკარა კანდიდატები ვართ. მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ჩაიარა ჩემ თვალწინ. რას შვრები ახლა?! მე შენ გეტყვი, გახვალ გზაზე და „მარშრუტკას“ აუწევ ხელს. არა, შეგვჭამენ.

– ვასიკო, ახლავე გავ... იქცეთ აქედან... – ისევ ვუჩურჩულე ვასიკოს.

– კი, დროა უჟე! – ისე სერიოზულად და დინჯად დამეთანხმა, თითქოს ავლაბარში ვქეიფობდით.

წახვალ კაია, ვინ გიშვებს? – ჩაუჭიდებიათ ხელები მარწუხებივით და – კიდევ ვიცეკვოთო, – კრიჭავენ უჯანსაღეს თეთრ კბილებს. ესღა მინდოდა?! რა კარგი კბილები აქვთ ამ ამოსაწყვეტებს! გავიხედე, ერთი შავი დანას ლესავს. დამასხა ოფლმა.

– ე, ბიჭო, ვასიკო, დანას ლესავს ეს შობელძაღლი!

– მოიცა, რა! მაგათ დანით წვრილად დაჭრილი ადამიანები არ უყვართ, ველურები არიან, დაგვძიძგნიან.

ისეა დაპატარავებული შიშით, ძლივს ვიცანი ხმით...

– გავიქცეთ! – „შემომაპარა“ ვასიკომ.

– გავიქცეთ! – ვთქვი მტკიცედ, მაგრამ,  ვინ გიშვებს? – უფრო მომიჭირა ხელი შავმა კაცმა, თან მიღიმის... რის ვაივაგლახით გავითავისუფლე თავი. ვასიკოც გამოეყო. განაგრძობენ როკვას. პიჯაკებს დავეძებთ.

– არიქა, ვასიკო, ჩქარა! ჯერ, ალბათ, არ შიათ ამ უპატრონოებს.

– კი, კი, წავიდეთ, დროა, – თქვა ვასიკომ და თავი პიჯაკში ჩამალა.

ერთი შავი გამოეყო სხვა შავებს და მოგვიახლოვდა – ჩემკენ მოდის კბილების კაწკაწით.

– ია დუბაი, ია დუბაი დობაბო, – მითხრა ზანგმა, – იუ ბაბო...

– რა უნდა ამას? – ვეკითხები ვასიკოს.

– ბაბოც რომ წამოგეყვანა სადესერტოდ, რა მოხდებოდაო, – „გადმომითარგმნა“ ვასიკომ.

– მოიცა, კაცო, რა დროს მასხრობაა? თუ გადარჩი, ჩემებს უთხარი, გმირულად შემოეჭამა მერაბი შავკანიან ვაჟკაცებს-თქო, – მოვასწარი გადაჩურჩულება.

ბოლოს გაირკვა, თურმე, ის „ზანგები“ რუსული ცეკვის ანსამბლის ბიჭები ყოფილან გადაცმულები და ასეთი „შტუკა“ ბევრს გაუკეთეს 

...ექვსი კვირა ვუცადე ხმის დაბრუნებას...

 

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ნაამბობის მიხედვით 

скачать dle 11.3