კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზებს უკეთებს მზია ორველაშვილს უკრაინელი ქორეოგრაფი ქმარი და რატომ მალავდნენ სიყვარულს ისინი დიდი ხნის განმავლობაში

ამბობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი წინა სეზონებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნებაო და დიდ სიურპრიზებს გვპირდებიან. პროექტში უამრავი სიახლეა, რომელსაც ყოველ ორშაბათს გაგაცნობთ. თუმცა, მანამდე მოცეკვავე მზია ორველაშვილი პირადი ცხოვრების ახალ დეტალებს გვიმხელს, რომელიც გასულ თვეს გათხოვდა და ცოლად გაჰყვა პროექტის უკრაინელ ქორეოგრაფს, 28 წლის საშა ოხრიმენკოს.

– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი იწყება, სადაც ბევრი სიახლეა. მათ შორის შენს პირადშიც, თუმცა ჯერ პროექტის შესახებ ვისაუბროთ.

– ერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, ეს იქნება ყველაზე გამორჩეული სეზონი. ძალიან მაგარი გუნდი შედგა, სადაც ყველა ცეკვავს. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ წინა სეზონებში რამე პრობლემა ჰქონდათ ვარსკვლავებს, მაგრამ ახლა იქნება მართლაც განსხვავებული, რასაც შოუ და სანახაობა ჰქვია.

– საკუთარ თავსა და ახალ პარტნიორზე რას იტყვი?

– მე ძველებურად ფორმაში ვარ და გაორმაგებული ენერგიით ვუერთდები პროექტს. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, ზურა მანჯავიძეს – ძალიან მონდომებულია და კარგად ცეკვავს. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს კარგი შედეგის მისაღებად. ვისაც უნდა და შრომობს, ყოველთვის აღწევს მიზანს.

– წინა პროექტში გუგა კუზანოვის მეწყვილე იყავი, ადვილი იყო?

– მე და გუგა დავმეგობრდით, თუმცა კატა-თაგვივით ვიყავით კვირიდან კვირამდე. სულ ჯაჯღანებდა, დაღლილი იყო და სულ დასვენება უნდოდა. მე კიდევ არც ერთი წუთით არ ვაძლევდი მოდუნების საშუალებას.

– ამბობენ, პროექტში ბევრი სიახლეაო, მართალია?

– დიახ. რა ვიცი... ის არის, რომ უამრავი სიურპრიზი იგეგმება. ამბობენ, თვით მონაწილეებიც გაოცებული დარჩებიან, ისეთ სანახაობას ვპირდებითო. მაგრამ, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია და არც ვიცი, სიმართლე გითხრათ.

– ახლახან მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში შეხვედი და რა განცდაა?

– ყველასთან სიამაყით ვყვები და მინდა, თქვენც გითხრათ, რომ მე ვარ ერთადერთი ქართველი, საქართველოში დაბადებული გაზრდილი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია მსოფლიო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, არიან წყვილები, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობენ, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილთა შორის, ჩემი სახელი და გვარი ფიქსირდება. ამისთვის ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე და დამიფასდა. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, უარი ვთქვი, თუმცა, დედაჩემის დაჟინებული თხოვნა თუ მოთხოვნა იყო, რომ ჩამოვსულიყავი, რის გამოც ოჯახთან მქონდა კონფლიქტი. მაგრამ, ბოლოს დავთანხმდი და მეორე სეზონიდან პროექტს შემოვუერთდი.

– რომელმაც, პრაქტიკულად, დიდი წარმატება მოგიტანა და ყველასთვის ცნობილი და საყვარელი გაგხადა, განსაკუთრებით ერთი ადამიანისთვის საყვარელი.

– საშა, ჩემსავით, მეორე სეზონზე შემოუერთდა პროექტს. საერთოდ, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ, როცა საშა შემოვიდა და გამაცნეს, მაშინვე თვალები გამიბრწყინდა. თუმცა, როგორც ქართველ ქალს შეჰფერის, თავი შევიკავე ზედმეტი ემოციებისგან. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ოღონდ, ვინმეს რომ ენახა ჩვენი მიმოწერა, მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეგობრების კონტაქტი ერთმანეთთან.

– როდის დაგვირგვინდა თქვენი ურთიერთობა?

– 27 აგვისტოს უკრაინაში მოვაწერეთ ხელი და ქორწილიც გადავიხადეთ. მაგრამ, საშას სურვილია, რომ საქართველოში დავიწეროთ ჯვარი და კიდევ ერთი ქორწილი აქაც გადავიხადოთ.

– ესე იგი, წინ გველის უკრაინელი ქორეოგრაფისა და მისი ქართველი მოსწავლის ქორწილი?

– დიახ, ეს მისი გადაწყვეტილებაა. გვინდა, ტრადიციული და გრანდიოზული ქორწილი გავაკეთოთ.

– შეყვარებულობის პერიოდი როგორი გქონდათ?

– ჩვენ დიდხანს ვმალავდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ის კი არა, ერთმანეთსაც ვუმალავდით და მოგვიანებით, როცა საშა სიყვარულში გამომიტყდა და მითხრა, მიყვარხარო, მეც ვეღარ დავმალე ჩემი გრძნობები. თუმცა, ხალხთან ორივე თავს ვიკავებდით ზედმეტი სიახლოვისგან, მაგრამ ვიღაცეები მაინც გვამჩნევდნენ. მაგალითად, ია სუხიტაშვილი, ეკო ფანგანი, ეკა ნიჟარაძე თავიდან სულ გადაკვრით გველაპარაკებოდნენ და მერე უკვე „გვბალეშჩიკობდნენ“ კიდეც. სხვათა შორის, საშა როგორც კი გავიცანი, მაშინვე ვიცოდი, რომ მე მას ცოლად გავყვებოდი (იცინის). მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, ძალიან ვმალავდით და ვასაიდუმლოებდით ჩვენს ურთიერთობას. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჩვენი სამსახური იყო და არ შეიძლება სამსახურში, თანაც, შენს მასწავლებელთან რომანის გაბმა.

– ეს თემა ხელს გიშლიდათ და გაკომპლექსებდათ?

– რა თქმა უნდა. შეიძლება, ასე არ გამოვიყურები, მაგრამ, ტიპური ქართველი ვარ ჩემი კომპლექსებით. სხვათა შორის, საშაც ძალიან ჰგავს ქართველს თავისი ხასიათით. მაგალითად, არ უნდა, რომ მოკლე კაბა მეცვას. ეს მე თვითონაც მაკომპლექსებს და არც მას სიამოვნებს ზედმეტად შეხსნილ-შემოხსნილი კაბები, იგივე მაკიაჟიც. როგორც წესი, ყოველდღიურობაში მეიქაფს არ ვიკეთებ, თუ გადაღება ან კონცერტი არ მაქვს. მაქსიმუმ ტუში ვიხმარო თვალზე. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ძალიან თამამი კოსტიუმებით მიწევს გამოსვლა, ეს სულ სხვა თემაა – ეს არის ჩვენი პროფესია, რომელიც ასეთ კოსტიუმებს და მაკიაჟს მოითხოვს, თორემ ქუჩაში თამამი ჩაცმის სტილი არ მაქვს. სულ მგონია, რომ ვიღაც რაღაცას მომაძახებს და ამიტომ დისკომფორტს არც საკუთარ თავს ვუქმნი და მით უმეტეს, არც საშას. ძალიან ბედნიერი ვარ, თავი ზღაპარში მგონია, ასეთი მეუღლე რომ მყავს.

– ხომ არ აპირებ უკრაინაში სამუდამოდ გადაბარგებას?

– გადაბარგება, როგორც ასეთი, არ გვაქვს გეგმაში, თუმცა, პერიოდულად, რა თქმა უნდა, იქაც ვიქნებით და აქაც. უკრაინაში საშას ცალკე აქვს ბინა და შესაბამისად, ცალკე ვცხოვრობთ. მაგრამ, აქ მშობლებთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ, საშა კი თავის საცხოვრებელშია.

– რას ნიშნავს თავის საცხოვრებელშია?

– ის ქორეოგრაფებისთვის განკუთვნილ ბინაში ცხოვრობს სხვა ქორეოგრაფებთან ერთად, სადაც მთელი ღამე მუშაობენ და შესაბამისად, ჩემი იქ ყოფნა არ არის სასურველი. ამით ხელს შევუშლი მათ სამუშაო პროცესს. ამიტომ, იშვიათად ვრჩები მასთან.

– წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნები. ძალიან სასაცილოა – ახალდაქორწინებული წყვილი პროფესიული საქმიანობის გამო ცალ-ცალკე ცხოვრობს. არ ეჭვიანობ, როცა ის იქ მარტოა?

– მარტო არ არის. სხვა ქორეოგრაფებთან ერთად ცხოვრობს და შესაბამისად, საეჭვიანოც არაფერია, მით უმეტეს, მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. გარდა ამისა, ჩვენ მთელი დღე ერთად ვართ რეპეტიციებზე. დასვენების დღეებშიც სულ ერთად ვართ, ყველგან ერთად დავდივართ. სულ სიურპრიზებს მიწყობს, იცის, რომ რბილი სათამაშოები მიყვარს და შეუძლია, რესტორანში, ყვავილებთან ერთად, რამე სათამაშოც მომიტანოს.

– ჰოროსკოპით რა ხართ შენ და საშა?

– ორივე მორიელები ვართ. ამბობენ, ორი მორიელი ერთმანეთს ჭამს და ვერ უგებენო. მაგრამ მე და საშა გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს.

– ჰო, მაგრამ, სამაგიეროდ, სექსში ეწყობიან გადასარევად. მორიელი ხომ ყველაზე სექსუალური ნიშანია?!

– (იცინის) ვაიმე, რეებზე მელაპარაკები, ღმერთო ჩემო?! ახლა ჩემგან რას ელოდები, რომ ეს დავადასტურო? (იცინის) დიახ, ვადასტურებ ამ მოსაზრებას (იცინის).

скачать dle 11.3