კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ სახლში ორი ძაღლია, როგორ ავარიდოთ მათ ურთიერთობას უსიამოვნო ინციდენტები?

პასუხი: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი წესებისა. მაგალითად, თუ გსურთ, რომ სახლში ზრდასრული ძაღლი მიიყვანოთ, მაშინ თქვენი ძაღლი და ახალი ძაღლი  ერთმანეთს უნდა გააცნოთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ერთად ასეირნოთ და ეცადოთ, ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ. არ დაუშვათ, რომ მათ შორის იერარქიული დამოკიდებულება გაჩნდეს. მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შეაჩვევთ, ერთდროულად წაიყვანეთ სახლში. თუ რომელიმე ცხოველს ჩამოუყალიბდება ტერიტორიალური ინსტიქტი, ამ დროს უმჯობესია, ისინი ერთად გადაიყვანოთ ისეთ ადგილას, რომელიც ორივესათვის უცხო იქნება. ასე უკეთესად ყალიბდება კეთილი  ურთიერთდამოკიდებულება.

კითხვა: მინდა, ეზოსთვის დიდი ტანის ძაღლი შევიძინო. მაინტერესებს ასეთ ძაღლებზე რას გვეტყვით?

პასუხი: დიდი ტანის ძაღლები ძალზე ეფექტური, ყოვლისშემძლე და ღონიერები არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში, თავიანთი გიგანტური ექსტერიერით ისეთი ადამიანების ყურადღებას იქცევენ, რომელთათვისაც ასეთი გოლიათის ყოლა დაუშვებელია. არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობს ცუდი პატრონი! დიდი ტანის ძაღლის შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მას კინოლოგის პროფესიონალური წვრთნა ესაჭიროება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კანონმდებლობის თანახმად, გიგანტ ძაღლებს პატრონი როგორც იარაღს, ისე იფორმებენ. დიდი ძაღლის პატრონთა 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოთხფეხა მეგობრის გვერდით საიმედოდაა დაცული. ეს მართლაც ასეა. ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს კანე კორსოს, ბულმასტიფს, ბორდონულ დოგს, მასტინოს, კავკასიურ, გერმანულ და აზიურ ნაგაზებს.

 კითხვა: ჩემს ძაღლს ბეწვის ცვენა დაეწყო უკვე ორი კვირაა. რას გვირჩევთ?

პასუხი: შემოდგომის დადგომასთან ერთად, გეთანხმებით, რომ დამახასიათებელია ბეწვის ცვენა, რაც განპირობებულია შემოდგომის ,,ლინკის” პერიოდით. ამ დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანია ცხოველის დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარი იქნება მინერალებითა და ვიტამინებით. ასევე, სასურველია, თუ მას დამატებით მისცემთ ვიტამინების კომპლექსს. ვიტამინები აღნიშნული ,,ლინკის“ პერიოდის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასე რომ, სასურველია, გაითვალისწინოთ ეს და თუ არ გსურთ, ბეწვი ხშირად ნახოთ ოთახში მიმოფანტული, შემოდგომის პერიოდში თქვენს ოთხფეხა მეგობარს მიეცით ვიტამინების კომპლექსი, რომელსაც ვეტერინარი დაუნიშნავს.

скачать dle 11.3