კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწვევს გაზის პედალი მეტი საწვავის მოხმარებას და რა წვრილმანი და ძნელად საპოვნელი პრობლემაა ავტომობილის გაჩერების მიზეზი

ხშირად ავტომობილი იმაზე მეტი ბრუნით მუშაობს, ვიდრე ამას მძღოლი გაზზე ფეხის მიდგმით არეგულირებს. მაღალ ბრუნებზე მუშაობის დროს კი, სისტემას მეტი საწვავი მიეწოდება. შესაბამისად, მსგავსი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ეკონომიურობასთან. სწორედ ამ თემაზე საუბრობს ამჯერად მევლუდ მელაძე: ავტომობილს ძალიან ხშირად უჩნდება ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ხელოსნებსაც კი უჭირთ და დიდხანს გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ ის. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როცა პრობლემა ელექტროსისტემებს ან ძრავას სექტორს უკავშირდება, ეს მაშინ, როცა სავალ და მექანიკურ ნაწილებში ნებისმიერი პრობლემა შედარებით იოლად ამოსაცნობია. ერთ-ერთი რთულად მოსაგვარებელი პრობლემა ისიცაა, როცა ძრავა მოულოდნელად მაღალ ბრუნზე იწყებს მუშაობას. მაღალ ბრუნებზე მუშაობა ზოგჯერ არასტაბილურია და მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, ისეთი წვრილმანი შეიძლება იყოს, რომლის პოვნაც თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს, კომპიუტერული დიაგნოსტიკური ხელსაწყოების ჩარევით.

– რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

– მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ, მინიმუმ 50-60 პროცენტით, ასეთ დროს დამნაშავეა ძრავას შემშვებ კოლექტორში „დაუპატიჟებლად” მოხვედრილი ჰაერი. მოდი, გავერკვეთ, რას ნიშნავს ეს. შემშვებ კოლექტორს მრავალი სხვადასხვა ტიპის წვრილი თუ მსხვილი მილი უერთდება, მით უმეტეს, თანამედროვე ავტომობილებში. ეს მილები უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობის ერთმანეთთან შეთანხმებულ მოქმედებას. სპეციალური ხელსაწყოები, ამ მილების გავლით, გაზის პედალზე ფეხის დაჭერის და გაშვების დროს, ძრავას მიერ შესრუტული ჰაერისა ნაკადს ზუსტად ითვლის. ხშირ შემთხვევაში, მიზეზიც სწორედ რომელიმე ამ მილის დაზიანებაა. ძრავას სექტორში მაღალი ტემპერატურის გამო, დროთა განმავლობაში, ეს მილები გამოშრება და მწყობრიდან გამოვა.

– საჭიროა კონკრეტული პატარა მილის პოვნა?

– მილის კი არა, ამ რომელიმე მილზე გაკეთებული ხვრელის (იცინის). ამიტომაც, ვამბობ, რომ მსგავსი პრობლემების პოვნა და აღმოფხვრა დიდ მოთმინებასთანაა დაკავშირებული. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ მილები მწყობრში იყოს, მაგრამ, ძრავას შემშვები კოლექტორის რომელიმე სარქველი არ იყოს ჰერმეტულად დახურული, ანდა, რომელიმე იმ დეტალის ჰერმეტულობა იყოს დარღვეული, რომელსაც აღნიშნული მილები უერთდება. პრობლემის საპოვნელად მოგიწევთ ყველა ამ მილის სათითაოდ მოხსნა და ოდნავ გაჭიმვა, რათა ნახოთ, არის თუ არა ის დაზიანებული. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, დაქოქილი მანქანის კარგად მიყურადებითა და გაზის ინტენსიური მომატებით, გაიგონოთ შეპარული ჰაერის სტვენა და მიაგნოთ კონკრეტულ ადგილს, საიდანაც ჰაერი იპარება.

– შეიძლება, რომ მაღალ ბრუნებზე მუშაობის მიზეზი შეპარული ჰაერის გარდა, სხვა რამეც იყოს?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, გააჩნია, რა სისტემითაა აღჭურვილი ავტომობილი. ეს, შეიძლება, იყოს როგორც შედინებული ჰაერის ნაკადის გამზომი, რომელიც დაზიანდა, ისე შემშვებ კოლექტორზე დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული „დროსელი”. ანუ, სარქველი, რომელიც გაზზე ფეხის მიჭერასთან ერთად მოდის მოქმედებაში. თუმცა, შესაძლოა, გაზზე ფეხის მიჭერის დროს ბოლომდე არ იკეტებოდეს და ჰაერს აპარებდეს. „დროსელში” რამდენიმე მილი და სარეგულაციო მოწყობილობა შედის, რომელსაც, შეიძლება, დაზიანებული აქვს დამცავი რეზინები ან საფენები და აქედან ხდება „უცხო” ჰაერის ჩადინება. ჯამში, ნებისმიერი გარედან ჩადინებული ჰაერი ძრავასთვის ნიშნავს იმას, რომ რაღაც დოზით, გაზზე ფეხი მიჭერილი გაქვთ და, შესაბამისად, ბრუნიც მაღალია. ვინაიდან ზემოხსენებული ჰაერის ჩადინების ნებისმიერი წყარო შეიძლება მერყეობდეს, ასევე, მერყევი და არასტაბილურია ძრავას მუშაობაც. შესაბამისად, კომპიუტერიც ვერ საზღვრავს ჰაერისა და საწვავის ნარევის ზუსტ დოზას და ავტომობილი მეტი საწვავის მოხმარებას იწყებს.

скачать dle 11.3