კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისიით მოვდივართ დედამიწაზე და როგორ გავხადოთ ცხოვრება შედარებით მარტივი და წარმატებული

ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება და კოსმიური მისია აქვს მას დედამიწაზე. მისი წარმომავლობის რეალური არსი პირველად დაფიქსირდა ინდუიზმში. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში სიტყვა „კარმა” – „ჩადენილს” ნიშნავს. რეალურად, კარმა ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც გარკვეული შედეგი მოაქვს; ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება.

ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს და კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს და წინ დაგვხვდება.

თითოეული ადამიანი კონკრეტული მისიით მოდის დედამიწაზე და, შესაბამისად, მან კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის – ეს ადამიანებს თავისი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება.

ასე რომ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.

ვერძი – თქვენ დაიბადეთ იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს. ეს პერიოდი თქვენთვისაც გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. სწორედ ამ დროს მოგეცემათ უამრავი ენერგია. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს; დაეხმაროთ უმწეოებს; იყოთ გულღია, კომუნიკაბელური და ქველმოქმედი – ასე ადვილად შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას.

კურო – თავისუფალი სივრცე და ლამაზი გარემო დაგეხმარებათ იმაში, რომ შეძლოთ თვითრეალიზება და ჰარმონიული განვითარება. მეტი კონტაქტი იქონიეთ ახლობლებთან, მეგობრებთან. ასევე, მიეცით მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები; ასევე, გაითვალისწინეთ მათი რჩევები – ესაა თქვენი კარმული მისია, რაც ბედნიერების მოგიტანთ.

ტყუპები – უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის სამშვიდობო მისიის შესრულება. იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ – ამით ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – ისწავლეთ დღევანდელი დღით ტკბობა. იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით და არა ისე, როგორც გირჩევენ. ნუ იყურებით წარსულში, მომავალში უკეთესი რამ შეიძლება მოხდეს და მასზე იყავით ორიენტირებული. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – შეეცადეთ, თქვენი გარემოცვა და, საერთოდ, სამყარო ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, რომ იყოს – ასე ურთიერთობებს გაიუმჯობესებთ როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე, კოლეგებთან. თუ ამას შეძლებთ, ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და დედამიწაზე თქვენს კარმულ მისიასაც ადვილად შეასრულებთ. 

ქალწული – თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, ნუ იქნებით სხვისი ხელის შემყურე, მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება. ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავთ ძალებს. ისწავლეთ მოთმენა – ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს რეალისტურად და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც სინამდვილეშია. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა, დედამიწაზე იყოთ რეალისტი.

მორიელი – იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – მეტად უსმინეთ თქვენს ინტუიციას. ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. ასევე, ნუ ჩაერევით სხვის საქმეში მათი თხოვნის გარეშე. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია საქმეში და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ. 

თხის რქა – გიყვართ, როცა თქვენ გარშემო ყველაფერი რიგზეა და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და სწორედ ესაა თქვენი კარმული მისია დედამიწაზე. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის, ამიტომაც არ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, იყავით რეალისტი. მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რომელიც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გარშემო მყოფებს ცხოვრება გაულამაზოთ. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებებს მოგიტანთ.

თევზები – ხშირად იცვლით აზრს და სხვების ზეგავლენის ქვეშაც ადვილად ექცევით. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ მათ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ მის მისაღწევად – ამ შემთხვევაში, ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ და თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.

скачать dle 11.3