კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დამკვირვებლები საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ

გასულ კვირას, საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საორგანიზაციო კომისიის  წევრები ეწვივნენ. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებმა – კატერინა ნიცოვმა, კარეტოს სტრატოსმა და ჯორჯ ვისაცკიმ შეაფასეს, თუ როგორ მიდის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „თბილისი 2015-ისთვის” მზადება. მათ უმასპინძლა „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ალექსი ახვლედიანმა.

მსგავსი მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და ის  თბილისში 2015 წლის 25.07.2015-01.08-ში გაიმართება.  ფესტივალის მსვლელობის დროს, საქართველოს 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 49 ქვეყნიდან ეწვევა. სტუმრების საერთო რაოდენობა კი 7 000 მიაღწევს.

სტუმრებმა მოინახულეს  ოლიმპიური სოფლისა და „ახალი თბილისის“ ტერიტორიები და საკმაოდ დადებითი შეფასებები დადეს. ასევე,  დაათვალიერეს ყველა მშენებარე ობიექტი, სადაც ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები და ყველა ის ობიექტი, რომელიც შედის ინფრასტრუქტურაში.

შეხვდნენ თბილისის მერს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელებს.

 შეხვედრები გაიმართა  ყველა დეპარტამენტთან, რომელიც  ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ოლიმპიური კომიტეტის წევრების ვიზიტი რეგულარულ ხასიათს ატარებს. ბოლოს ისინი თბილისს ამ წლის აპრილში ესტუმრნენ.

скачать dle 11.3