კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ზარალი კომპენსირებულია

 

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ძალიან ახლობელმა ადამიანმა გვაწყენინა და, მზად არის, დანაშაული მოინანიოს, ამიტომ, პატიებას ითხოვს. ჩვენ არჩევნის წინაშე ვდგებით – ან უნდა მოვუსმინოთ და ვაპატიოთ, ან, საბოლოოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა. რეალურად, ჩვენი მორალური ფონი ამ დროს ძალიან მგრძნობიარეა და ჩვენ დაზარალებულებიც ვართ. იმედი გაგვიცრუეს, გვაწყენინეს და გვატკინეს – ამას უბრალო საუბრით, მიზეზის ახსნით ვერ უშველით, მხოლოდ კეთილი ნება და სურვილი იქნება ურთიერთობის დარეგულირების გარანტი; ისიც უნდა აწონ-დაწონოთ, გიღირთ თუ არა ეს ურთიერთობა და, რამდენად გულწრფელია ის, ვინც ინანიებს თავის საქციელს. თუ გაქვთ იმის უნარი, ისე მოიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა; კომპენსაციასაც ნუ ელოდებით; მაგრამ, თუ ხვდებით, რომ მისი მხრიდან მოტანილი არგუმენტები ან სინანულის სიტყვები ყალბია ან არასაკმარისი, მაშინ, გულწრფელად უნდა მოუყვეთ თქვენი ემოციების, განცდების შესახებ და აუხსნათ, რას მოითხოვთ მისგან. წყენა სტრესია და, შესაბამისია ემოციური ზარალიც, რომელიც ზოგჯერ მატერიალურ ზარალსაც ითვალისწინებს. ანუ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გაანეიტრალებს ამ ყველაფერს და რას დადებთ სასწორის მეორე პინაზე მათ გადასაწონად. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩხუბი გარდაუვალია, პირიქით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩხუბი აირიდოთ თავიდან, თუკი, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ადამიანი დასაკარგავად არ გემეტებათ.

 

ქალური პერფექციონიზმი

 

მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი, პრინციპული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები, რომლებსაც ვერავინ ვერაფერს აიძულებს და უბრძანებს... 

მაინც, როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც მამაკაცისთვის სასურველი იქნება, შეძლებს, დაიპყროს მისი გული და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში  ვეღარ მოუძებნოს „ალტერნატივა?!“ 

1. ქალი „წაკითხულ წიგნად“ არ უნდა იქცესო... 

როცა ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ გვერდიგვერდ, იმდენად კარგად ეცნობიან ერთმანეთს, რომ, რთულია, აღმოაჩინო რაღაც ახალი ჩვევები, გამოხედვა, საუბრის მანერა... საქციელიც კი პროგნოზირებადი ხდება. ქალი უნდა ეცადოს, რომ მის გვერდით კაცმა თავი მოსვენებულად ვერ იგრძნოს, ანუ, იყოს ტონუსში და წარმოდგენა არ ჰქონდეს, რა სიურპრიზს უნდა ელოდეს ქალისგან, რომელიც გვერდით ჰყავს.

მოულოდნელობის, არაპროგნოზირებადი არსების სტატუსი (ამ სიტყვის კარგი გაგებით) – არის ის „საწვავი“, რაც მამაკაცის ფანტაზიას კვებავს და მის ინტიმურ ინტერესებს აღვივებს. ასეთი ქალი კაცს არასოდეს სწყინდება.

2. როცა ქალი ესწრაფვის სრულყოფილებას ყველაფერში – გარეგნობაში, სტილში, საქმიანობაში, ურთიერთობაში,  მისი მწყობრიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია. ის ყოველთვის ფორმაშია და ამით არის მომხიბვლელი – ვერ ნახავთ დაუვარცხნელს, მოუწესრიგებელს, ჩაუცმელს, დაბნეულს... კაციც მზად არის, შეუძლებელი შეძლოს მის შესანარჩუნებლად – ის ხომ სხვა კაცებისთვისაც სასურველია...


სიტუაცია... გამოსავალი

 

სერიოზულად იჩხუბეთ და გრძნობთ, რომ ამან ორივე დაგაზარალათ, ავნო თქვენს ურთიერთობას და თქვენი ნერვული სისტემაც სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა... რთულია, მაშინვე სძლიო საკუთარ თავს და აპატიო, მაგრამ, ის მაინც უნდა გააკეთოთ, რომ სიტუაცია აღარ გაამწვავოთ. თუ დაიწყებთ მტყუან-მართლის ძიებას, თანაც, ცხელ გულზე, კიდევ უფრო უარეს შედეგს მიიღებთ. შეგიძლიათ, მხოლოდ უთხრათ, რომ მისმა საქციელმა გული გატკინათ. ნურაფერს აუხსნით და მით უმეტეს, მოერიდეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს. უპირველესად, უნდა აღდგეს ბალანსი... რაც დაირღვა. სამწუხაროდ, ადამიანებს ტელეპათიის უნარი არ გვაქვს; არ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი სხვის ადგილას; ასე რომ იყოს, საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტებს ადვილად ავიცილებდით თავიდან. ხომ გინდათ, დამნაშავემ მოინანიოს ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი საქციელი? საამისოდ ის უნდა განეწყოს, თან, ცოტა დროც უნდა გავიდეს, რომ ფიქრის საშუალება მიეცეს. მთავარი პირობაა – თქვენ უნდა გინდოდეთ ურთიერთობის ძველ რეჟიმში გაგრძელება – ეს აუცილებელია. თუ ბოღმას ჩაიდებთ გულში და აგრესიას დააგროვებთ, არაფერი გამოვა – ვერც გამოსავალს იპოვით და საყვარელ ადამიანსაც დაკარგავთ.

 

კიდევ ერთხელ – განსხვავებებზე...

 

გვინდა, უკეთ გაგაცნოთ მამაკაცები – იქნებ, ნაკლებად გაბრაზდეთ, როცა თქვენს საუბარზე რეაქცია არ ექნებათ და უყურადღებოდ დატოვებენ მნიშვნელოვან მოვლენებს თქვენს ყოველდღიურობაში:

* როცა ქალი ბევრს და რამდენიმე თემაზე ერთდროულად, მით უმეტეს, ჩქარა ლაპარაკობს, კაცი იბნევა და საერთოდ ვერაფერს იგებს. ქალს შეუძლია, ერთდროულად უსმინოს რამდენიმე ადამიანს, პლუს ტელევიზორს, პლუს წაიკითხოს ინფორმაცია, მამაკაცს კი ამის უნარი არ გააჩნია.

* ქალებს გვაქვს სუნებისადმი მაღალი მგრძნობელობა, კაცებს – არა. ამიტომ, ნუ სთხოვთ, კერძი მხოლოდ არომატით – სუნით შეგიფასოთ და აღფრთოვანდეს!

* მამაკაცებისთვის (ხშირ შემთხვეაში) მანქანა, კარგი საათი და კოსტიუმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები.

* სივრცეში მამაკაცს უკეთესი ორიენტაციის უნარი აქვს, ვიდრე ქალს; სამაგიეროდ, ქალები გამოვირჩევით ფოტოგრაფიული მეხსიერებით. ამიტომ, სისულელეა, მოსთხოვოთ, გაიხსენოს, რა გეცვათ მასთან პირველ პაემანზე.

* მამაკაცის ტვინი ეფექტურად მუშაობს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე, ამიტომ, ქმარს ბევრ რამეს ნუ დაავალებთ, მით უფრო – ერთბაშად. ამას ის მოჰყვება, რომ ვერც ერთს ვერ გაართმევს თავს.

 

ეს მგრძნობიარე მამაკაცი...

 

შეიძლება, არ იცით, რომ მამაკაცისთვის ერთი პაემანიც კი საკმარისია, რომ ქალი „ყურებამდე“ შეუყვარდეს, მაშინ, როცა ქალს (თუ ის უკვე მზად არ არის ამისთვის და არ აქვს წინასწარი განწყობა) რამდენიმე შეხვედრა და ფიქრი სჭირდება, პარტნიორის მიმართ სერიოზულად რომ განეწყოს. რა გამოდის?  კაცები ქალებზე უფრო მგრძნობიარეები არიან? თუ სტატისტიკას ვენდობით და ბრიტანელ სოციოლოგებს დავუჯერებთ, ეს ფაქტია. მამაკაცების უმრავლესობა გულგრილი ვერ რჩება ქალის შარმის, მისი ცრემლებისა და კეკლუცობის მიმართ, ანუ, თუ ქალი მოინდომებს, თავს ძალიან ადვილად დააკარგვინებს და ქორწინებზეც კი დაითანხმებს, თუკი მოძებნის სუსტ მხარეს და იქიდან მიუდგება.

მრავალმნიშვნელოვანი მზერა, მსუბუქი ღიმილი და ფლირტი... სუნამოს თავბრუდამხვევი სურნელი... მაკიაჟი და ტანზე გემოვნებით მორგებული სამოსი... – ქალს მართლაც რომ ბევრი იარაღი აქვს მამაკაცის გულის განსაგმირავად. სხვა საქმეა, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები და ურთიერთობა, რაც, ასევე, ქალზეა დამოკიდებული. ქალი თუ მოინდომებს, მისით დაინტერესებულ მამაკაცზე პირველივე შეხვედრისას მოახდენს შთაბეჭდილებას. მამაკაცს, პირიქით, ეს ძალიან უჭირს. ექვსჯერ მაინც უნდა შეხვდეს ქალს, რომ თავისი სათქმელი უთხრას. ჭკვიანი ქალი მარტივად „თამაშობს“ მამაკაცის მგრძნობიარე ბუნებაზე და სასურველ მიზანსაც აღწევს. ასე რომ, თუკი კაცთან ურთიერთობა არ გამოგდით, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია – ესე იგი, კარგად არ იცნობთ საკუთარ თავსა და საკუთარ შესაძლებლობებს... 

скачать dle 11.3