კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკრძალვები ჰქონდა საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ელენ გამყრელიძეს და ვინ მოჰპარა მას „აიპადი“ და კაბა

„პირველი ვიცე-მის საქართველო 2013“, სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი, ელენ გამყრელიძე, ცოტა ხნის წინ ბაქოში იმყოფებოდა სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე – „მის გლობალ ინთერნეიშენელ“, სადაც ის საუკეთესოთა ოცეულში მოხვდა. სამომავლოდ კი, მომხიბვლელი „მისი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ მაყურებელმა „იღბლიანი ბორბლიდან“ გაიცნო, „მის უნივერსზე“ მიემგზავრება. 

ელენ გამყრელიძე: ცოტა ხნის წინ ვიყავი საკმაოდ პრესტიჟულ კონკურსზე – „მის გლობალ ინთერნეიშენელი“, რომელიც ბაქოში ჩატარდა, რადგან, კონკურსის ჩატარების ლიცენზია აზერბაიჯანელებმა იყიდეს. წელს ეს კონკურსი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ყველაზე მეტი კონკურსანტი – 80 გოგონა იღებდა მონაწილეობას და, თანაც, საიუბილეო თარიღი ჰქონდა. ბაქო ძალიან მომეწონა, ლამაზი ქალაქია და, რაც მთავარია, ქართველები უყვართ. იქაურები, როგორც კი გაიგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე სხვებისგან გამომარჩევდნენ და მგულშემატკივრობდნენ, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა და უფრო მეტად თავდაჯერებული ვხდებოდი. 

– როგორ ცხოვრობდი და თუ ელოდებოდი ოცეულში მოხვედრას? 

– პირველ დღეს სამი გოგონა ვიყავით ერთ ოთახში: მე, „მის პანამა“ და „მის საბერძნეთი.“ არც ერთმა არ იცოდა ინგლისური და ვერაფერს ვაგებინებდი, დამტანჯეს. შემდეგ სხვა გოგონები გავიცანი, ვისთანაც დალაპარაკებას შევძლებდი  და მათთან გადავედი საცხოვრებლად. ბევრი საერთო ენა გამოვნახეთ და დავმეგობრდით. დაახლოებით 15 გოგონა ვიყავით, ჩვენი ჯგუფი გვქონდა, რომელშიც საკმაოდ ლამაზი გოგონები იყვნენ და, ყოველთვის, როცა რაღაც შემოთავაზება იყო, ჩვენი ჯგუფიდან ირჩევდნენ.  გარდა ამისა, როდესაც 80 გოგონადან რამდენიმე უნდა წასულიყო სადმე, რაღაც შეხვედრაზე ან გადაღებაზე, იმ რამდენიმეში ყოველთვის ვიყავი. რვა გოგონაც რომ აერჩიათ, იმათშიც აუცილებლად ვხვდებოდი, ანუ, ყოველთვის გამომარჩევდნენ ხოლმე და ეს კიდევ უფრო თავდაჯერებულს მხდიდა.  არ მინდოდა, კონკურსიდან ხელცარიელი წამოვსულიყავი, ამიტომ, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, დანარჩენი კი უკვე ჩემზე აღარ იყო დამოკიდებული. ხუთეულში მოხვედრა ძალიან რთული იყო, თუმცა, ვფიქრობდი, რომ უნდა მოვხვედრილიყავი – სულ ფორმაში ვიყავი, დიდ ყურადღებას ვიქცევდი, ყველგან მეძახდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცაში არ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ, საბოლოოდ, „მის ავსტრალიამ“ გაიმარჯვა, რომელიც საკმაოდ გვიან ჩამოვიდა – სულ ხუთი დღე იყო ჩვენთან და, ვერც იმას ვიტყვი, რომ აქტიური იყო, ხშირად ეძახდნენ გადაღებებზე ან ირჩევდნენ შეხვედრებზე წასაყვანად. მართალია, ლამაზი გოგონა იყო და თოჯინასავით სახე ჰქონდა. მაგრამ, არაკონტაქტური იყო. სხვათა შორის, „მის ავსტრალიას” მე ვასწავლიდი  სიარულს. ორგანიზატორი მოვიდა ჩემთან და მთხოვა: ძალიან ლამაზად დადიხარ და, იქნებ, გოგონებს დეფილეს გაკვეთილები ჩაუტაროო. ხუთეულში შევიდა კიდევ ერთი გოგონა, რომელიც, ვერც კი მივხვდით, იქ საიდან გაჩნდა – არავინ იცოდა, ვინ იყო, საიდან მოვიდა და, საერთოდ, ჩვენთან ერთად თუ იყო ეს ორი კვირა. ოცეულში მოხვედრა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. მე ყველაფერი გავაკეთე, მეტი აღარ შემეძლო...

– როგორი რეჟიმი გქონდათ?

– დილის 8 საათზე ვდგებოდით, თმასა და მაკიაჟს ვიკეთებდით და მერე მივდიოდით გადაღებებზე და ვარჯიშებზე. თუ ღამე ოთხი საათი მაინც მეძინა, მიხაროდა – გამოვიძინე-მეთქი. გარკვეულწილად, სტრესულიც იყო, უბრალოდ, ეს 15 გოგონა ერთმანეთთან ისე კარგად ვიყავით, რომ დიდად არ გამჭირვებია. მთელი ამ დღეების განმავლობაში ბევრ ადგილას ვიყავით:  წაგვიყვანეს ალიევის მუზეუმში, რომელიც ძალიან ლამაზია; ასევე, გავიცანით იქაური მინისტრები. ქართველი რომ ვიყავი, ყველა მე მაქცევდა ყურადღებას – „გრუზინკა, გრუზინკას“ იძახდნენ. მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან უყვართ საქართველო. პრეზიდენტის გარდა, თითქმის ყველა მინისტრი გავიცანით, რადგან, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები კონკურსის კარგად ჩატარებაში. ვისაც გვარჩევდნენ, ისინი დავყავდით პოლოს საყურებლად. სპონსორებისთვის გვქონდა გადაღებები, ასევე, ჩვენება, სადაც გამოვიტანეთ ბეწვის ქურქები. ძირითადად, სულ რეპეტიციები გვქონდა. საკმაოდ დიდი სცენა იყო და გავდიოდით რეპეტიციებს – ვინ სად უნდა დამდგარიყო. მაგრამ, მონაწილეები ყოველდღე ჩამოდიოდნენ, ბოლო დღესაც კი ჩამოვიდა ერთი გოგონა, ეს მთელ სცენარს ცვლიდა და თავიდან ვიწყებდით გადაწყობას. 

– რამე აკრძალვები გქონდათ? 

– ღამით არ შეგვეძლო გასვლა, ასევე, დალევა – ამის ინტერესი არც მქონია. სხვა არაფერში გვზღუდავდნენ, მათ შორის, არც კვების მხრივ. რადგან პირველად ტარდებოდა ბაქოში კონკურსი, ცოტა ორგანიზებაში ჰქონდათ პრობლემები, სხვა მხრივ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. 

– რამე ინციდენტი ხომ არ მომხდარა? 

– მომპარეს კაბა და „აიპადი“. სასტუმრო სამჯერ შევიცვალეთ და ბოლოს ოთახში იმასთან მოვხვდი, ვისთანაც სიის მიხედვით მომიწია – „მის სენეგალთან“, რომელიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. ბოლო ოთხი დღე მასთან ერთად ვიცხოვრე, მთელი ღამე „სკაიპში“ ელაპარაკებოდა ვიღაცეებს და არ მაძინებდა. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ გარეთ გავსულიყავი. ბოლო დღეს, მახსოვს, როგორ ჩავდე ჩანთაში „აიპადი“ და ოთახიდან გამოვედი. თბილისში რომ დავბრუნდი, მაშინ აღმოვაჩინე, რომ აღარ მედო. დავრეკე სასტუმროში – „მის სენეგალი“ ისევ მანდ ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ წასული იყო. „ფეისბუქზეც“ მივწერე და არ მპასუხობს. რაც შეეხება კაბას, გამოსვლის შემდეგ ყველამ ერთად დავკიდეთ – რომ წამოვიდოდნენ, წამოგვიღებდნენ, მაგრამ, ყველაფერი ვიპოვე, იმ კაბის გარდა. სხვებმაც დაკარგეს ფინალის დღეს, ბევრმა ნაციონალური კაბა დაკარგა, უბრალოდ, ხელს ვერავის დავადებდით. 

– ვინ იზრუნა შენს გარდერობზე? 

– „მარიონელამ“ გამატანა საღამოს და კოქტეილის ძალიან ბევრი კაბა; ასევე, ნაციონალური კაბა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სულ მათი კაბები მეცვა და ძალიან მოსწონდათ. ფინალზეც „მარიონელას“ წითელი კაბა უნდა მცმოდა, ძალიან ეფექტური და ლამაზი იყო და, ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი. მაგრამ სპონსორმა უარი მითხრა. იმდენი ვეხვეწე... არა მხოლოდ მე, ყველას უარი უთხრეს, რადგან, სპონსორმა ჩაგვაცვა თავისი კაბები. ძალიან ლამაზი კაბა იყო, სადმე რომ ჩამეცვა, ლამაზად ვიქნებოდი, მაგრამ, სცენაზე, თან – ფინალულ საღამოზე, სადაც 70 ათასი კაცი მიყურებდა, არ იყო ეფექტური. თან, დაძაბული ვიყავი, ხელებს ვერ ვამოძრავებდი, ცოტა დიდიც მქონდა, თუმცა მათ ეს არ აინტერესებდათ. 

– როგორც ვიცი, შეყვარებულმა ჩამოგაკითხა ბაქოში და ბევრ რამეში გეხმარებოდა. 

– ფინალის დღეს ჩამოვიდა. არ მეგონა, თუ საფინალო შოუმდე ვნახავდი. მინდოდა, დარბაზში შემოსულიყო და რეპეტიციაზე ჩემთან ერთად ყოფილიყო. ამიტომ, იქ ყველას ვუთხარი, რომ საქართველოდან ჩემი წარმომადგენლები იყვნენ. „ბეიჯები” დაჰკიდეს მას და მის მეგობარს და ისხდნენ ასე პირველ რიგში, ბოლოს კი ჟიურის სკამებზე აღმოჩნდნენ. მისი იქ ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე საკუთარი თავის რწმენა არ მაკლია, კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიყავი და, თან – ბედნიერი, რადგან, ვიცოდი, რომ იქ იყო. თორმეტი დღე არ მყავდა ნანახი და ძალიან მენატრებოდა – ამდენ ხანს მის გარეშე არ ვყოფილვარ. ახლა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და, იმედია, შევეგუები – ვიცი, რომ ასე უკეთესია ჩვენი მომავლისთვის, ამიტომ, გაგებით ვეკიდები ამ საკითხს. 

скачать dle 11.3