კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აბაშიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბაშა. მისგანაა ნაწარმოები გვარები: აბაშიძე, აბაშიშვილი და აბაშია.

„თავადი აბაშის შვილნი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან. ოდეს მეფესა დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმან ამან ცხენი თავისი მიართო და განარინა მათ წელსა ქრისტესა აქეთ 1285-სა და, შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი მერეთ, შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამითგან არიან თავადად აბაშად აღიარებულნი გარნა ამა დროსა შინა ასწუდა გვარი მათი და არ ვიღა არიან შთამომავლობანი მისნი.”

აბაშიშვილები ქვემო ქართლში იყვნენ მებატონეები. დავით აბაშიშვილს 1721 წელს ყმები ჰყოლია კიკეთში, გოლთეთში, ფარცხისში, ოშეთში, მჟავისში, გარისში, ეცოში, უკანდაღეთსა და დიაში.

1721 წელს აბაშიშვილი და ეპისკოპოსი იოსებ სააკაძე მანგლისის საეკლესიო მიწისა და იქ მოსახლე გლეხებზე პრეტენზიას აცხადებდნენ და ამის თაობაზე ვახტანგ მეფესთან წარდგნენ.

1785 წელს ლუარსაბ აბაშიშვილმა იოანე ეპისკოპოსს შესწირა სოფელი არმანეთი.

საქართველოში 153 აბაშიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 115, თბილისში – 27, გორში – 11.

ალბუთაშვილი

გვარის წინაპრები ძველისძველი ფხოვის ერთ-ერთ იმ შტოს ეკუთვნოდნენ, ბორბალოს მთის იქით, მდინარე არღუნის უკიდურესი სამხრეთით, უკანა ფშავიდან მათურის ხევისა და ხოსარის მთის გადავლით, ივრის ხეობიდან ტბათანას გასწვრივ რომ სახლობდა.

აქაურებს „გლეხებს“ ეძახდნენ, რაც ქართულად სამხრეთელს, მზისმხარელს ნიშნავს. სარწმუნოებრივად, გლეხები, ისევე, როგორც იქ მცხოვრები ტომები – თუშები, მთიულები, ფშაველები, ხევსურები – წარმართები იყვნენ.

მათი პირველი სალოცავი წმიდა გიორგი ყოფილა; ამავე დროს, ჰქონიათ საგვარეულო კულტებიც, რაც ადასტურებს მათ კერპთაყვანისმცემლობას. ლოცულობდნენ: კარატეს, დამასტეს, იახსარსა და ხახმატს, ლაშარის ჯვარს. შემდეგ, შამილის ცნობილი ლაშქრობის დროს, ეს ადგილები თანდათანობით დაიცალა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ეკლესია კედელზე ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრით და სამარხები. შემდგომ, პოლიტიკურ ვითარებათა ცვალებადობას მოჰყვა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. აშენდა ციხე-კოშკები არღუნის დაყოლებაზე; თამარ მეფის დროს ჩნდება დედაციხე. მას ქართველი მეციხოვნეები იცავდნენ. ითუმყალიდან ხუთ კილომეტრში დღესაც დგას თამარის ციხე.

ალბუთაშვილების გვარის ხალხი ჩანს დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებში.

დადგინდა, რომ ალბუთაშვილები სასულიერო პირებიც იყვნენ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თელავში ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი და მკვლევარი, შემდგომში კი სასულიერო პირი, მათე ალბუთაშვილი – პანკისის ხეობის მოსახლეობის ისტორიის, გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული მასალების უბადლო მცოდნე, რომელიც შემდგომ ხეობის, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. მისი წყალობით აღდგა პანკისის ხეობაში ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

საქართველოში 280 ალბუთაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 63, თბილისში – 62, დუშეთში – 53. არიან სხვაგანაც.

ზაზაშვილი – ზაზიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაზა, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად უხვს, ბრწყინვალეს ნიშნავს.

ამირა ზაზაშვილი, ვახუშტისა და ასლამაზის ყმა, მოიხსენიება 1883 წლის ყმების ნუსხაში, რომელიც სელიმხანა მელიქსეთაშვილის სახელზე იყო გაცემული.

ზაქუმბეგ ზაზაშვილი 1680-1716 წლებში მოიხსენიება ავთანდილ დიასამიძის სახელზე გაცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები: ზაზაძე, ზაზიაშვილი, ზაზიკაშვილი.

საქართველოში 647 ზაზაშვილი ცხოვრობს: ადიგენში – 241, თბილისში – 151, თელავში – 64. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3