კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ერთმანეთი მამა-შვილმა და გაემგზავრება თუ არა ესტონეთში შვილთან შესახვედრად ბათუმში მცხოვრები მამა

32 წლის კრისტელი ეძებდა 58 წლის ნიკო გაბუნიას.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 58 წლის ნიკო (ან ნიკოლოზ) გაბუნიას. ჩემი მშობლები ჩემი დაბადების შემდეგ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს და მამაჩემი თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, რადგან, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის ბოლოს ვნახე. მთელი ჩემი ცხოვრება მამის პოვნასა და მის გაცნობაზე ვოცნებობ. გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. თავად მე ესტონეთში ვცხოვრობ და დამოუკიდებლად მამას ვერ ვპოულობ. მაქვს მისი ერთადერთი სურათი, რომელზეც მე და მამა ვართ. იმედია, ის გამომეხმაურება და თქვენი დახმარებით ვიპოვით ერთმანეთს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სულ ახლახან იყო დაბეჭდილი – რუბრიკა „დაკარგულების“ აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში. საბედნიეროდ, ნიკოლოზ გაბუნია ნაპოვნია. ჩემი ესტონელი კოლეგები კი ამჟამად დაკავებულები არიან ნიკოლოზ გაბუნიას ესტონეთში გამგზავრების საკითხით (ინტერვიუ ჩაწერილია 15 სექტემბერს). იმედია, მამა-შვილი უკვე მალე შეხვდება ერთმანეთს. მე კი ისღა დამრჩენია, მკითხველს ნიკოლოზ გაბუნიასთან ჩაწერილი ინტერვიუ შევთავაზო.

ინტერვიუ ნაპოვნ მამასთან – ნიკოლოზ გაბუნიასთან:

– თქვენ თუ ეძებდით შვილს ამდენი წლის განმავლობაში? გვიამბეთ თქვენი ერთმანეთთან დაშორების ისტორია.

– კრისტელს მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი. საქმე ისაა, რომ, მას შემდეგ, რაც მე ესტონეთიდან საქართველოში დავბრუნდი, დიდი დროა გასული. სოხუმელი კაცი გახლავართ. რაღაც პერიოდი ახუთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი შევიცვალე მისამართი. ამჟამად ბათუმში ვცხოვრობ, ლტოლვილი ვარ. მაქვს ოჯახი და მყავს ორი ვაჟიშვილი: ერთი – 29 წლის, მეორე კი – 10 წლის. სულ მინდოდა კრისტელის პოვნა, მაგრამ, როგორც ჩანს, კრისტელის დედამაც შეიცვალა მისამართი და ამიტომ ვეღარ ვუკავშირდებოდი. ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ კრისტელის შესახებ და, მათაც, ისევე, როგორც მე, ძალიან გაუხარდათ მისი გამოჩენა. ჩემს ბიჭებს და ეყოლებათ – ამას რა სჯობია! დიდი მადლობელი ვარ პირადად თქვენი – რომ არა თქვენ, მე შვილს, ალბათ, ვერც ვიპოვიდი.

– ამჟამად კრისტელმა არ იცის, რომ მამამისი ნაპოვნია, რადგან, წყდება თქვენი შეხვედრის საკითხი და მისთვის მამის პოვნა სიურპრიზი უნდა იყოს. თუკი ჩემს ესტონელ კოლეგებს ყველაფერი გამოუვათ, თქვენს შვილს სულ ცოტა ხანში ესტონეთში შეხვდებით. როგორი ემოცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

– პირველად რომ გავიგე, შვილი მეძებდა, სიხარულისგან ისე ცუდად გავხდი, თქვენც კი ვერ დაგელაპარაკეთ და ჩემს ბიჭს დავარეკვინე თქვენთან. როგორც უკვე გითხარით, ეს ამბავი მთელ ჩემს ოჯახს უხარია და ჩემი ბიჭები მას ღვიძლი დასავით მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, კრისტელი არ ინანებს, რომ მეძებდა. დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რასაც ჩემთვის აკეთებთ. ბუნებრივია, მიხარია, რომ შვილს შევხვდები, თუმცა, ვეღარ ვითმენ, წუთებს ვითვლი. თუკი ესტონეთში ჩემი ჩასვლა არ გამოვა, მინდა, კრისტელი  მოვიპატიჟო ჩვენთან.

– რას ფიქრობთ, როგორი შეხვედრა გექნებათ მამა-შვილს?

– ჩვენ ერთმანეთი თითქმის 31 წელია, არ გვინახავს, ჩემი გოგო მაშინ სულ პატარა იყო. მე სულ ვფიქრობდი ხოლმე მასზე, ნეტავი ახლა როგორია-მეთქი. ძალიან მინდა მისი ნახვა, გულში ჩახუტება. დარწმუნებული ვარ, ძალიან თბილი და ემოციური შეხვედრა გველოდება. ასე მგონია, დრო ძალიან იწელება-მეთქი. კი ვხვდები, რომ საორგანიზაციო საკითხებს დრო სჭირდება, მაგრამ, ჩემიც ხომ გესმით.

– როგორ ფიქრობთ, პირველ სიტყვას რას ეტყვით მას?

– ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს და მთელი ამ წლების განმავლობაში მენატრებოდა. წინასწარ არ ვიცი, კიდევ რას ვეტყვი, რადგან, ძალიან განვიცდი. მინდა, რომ მალე ვნახო, მოვუყვე ყველაფერი და გავაცნო ჩემი ოჯახი. იმედი მაქვს, ის მე ყველაფერს მაპატიებს და გამიგებს – ამდენი წლის განმავლობაში მე მას მხოლოდ იმიტომ ვერ ვპოულობდი, რომ მისამართი შეიცვალეს, ძებნით კი მეც ვეძებდი, უბრალოდ, მან დამასწრო.

– თქვენს უფროს ვაჟს ვესაუბრე. ეტყობოდა, რომ გულწრფელად უხაროდა კრისტელის გამოჩენა. საინტერესოა, უმცროსი შვილი რა აზრის არის?

– ორივე ბედნიერია, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ. იმათაც აინტერესებთ კრისტელის ნახვა. მართალია, მან არ ჯერ იცის, რომ ნახევარძმები ჰყავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება. 

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3