კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 17 წლის და მაქვს ასეთი პრობლემა – ძალიან ადვილად ვწითლდები, მაშინაც კი, როცა ამის არავითარი მიზეზი ან გარემოება არ არსებობს. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

პასუხი:  ყოველგარი ტიპის სიწითლის მიზეზი კანის სისხლძარღვების მომატებული აქტიურობაა. გირჩევთ, არ მიიღოთ ჭარბი რაოდენობით ყავა, ჩაი, შოკოლადი, პილპილიანი, წიწაკიანი სანელებლებიანი საკვები. უნდა ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის მატება. შესაძლოა, საჭირო გახდეს დერმატოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

კითხვა:  მაინტერესებს, რა დაავადებებს კურნავს წაღვერის მინერალური წყაროები? 

პასუხი:  წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპატოქოლეცისტიტი და საშარდე გზების დაავადებები.

კითხვა:  ორი წელია თმა მცვივა. სულ შესაბამის შამპუნებს ვხმარობ, მაგრამ, შედეგი ნულია. როგორ მკურნალობას მირჩევთ, თუკი სხვა პრობლემა არ მაქვს ჯანმრთელობის მხრივ?

პასუხი:  თმის ცვენას გარკვეული მიზეზი აქვს და, თუ ეს მიზეზი არ მოიხსნა, მარტო გარეგანი საშუალებებით პრობლემას არ ეშველება. სწორედ ამიტომ ვერ აღწევთ სასურველ შედეგს თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნებით. გირჩევთ, პირველ ყოვლისა, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი (ანემიის გამოსარიცხად) და სისხლის ანალიზი ფარისებრ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობაზე (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის გამოსარიცხად). ამ ანალიზებით მოხდება თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზების გამორიცხვა ან დადგენა. სრულფასოვანი, კვალიფიციური დახმარების მისაღებად კი ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა 11 თვის ბავშვის ზღვაზე წაყვანა? 

პასუხი:  პედიატრთან შეუთანხმებლად ბავშვს ზღვაზე ნუ წაიყვანთ, ვინაიდან, კლიმატის შეცვლისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყალს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება დიდად სასურველი მაინც არ არის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პედიატრი ნებას დაგრთავთ, ზღვის კურორტზე წაიყვანოთ პატარა, გაითვალისწინეთ, რომ მას ნაზი და თხელი კანი აქვს, ამიტომ, მზის აბაზანების მიღების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – შესაძლოა, ბავშვს კანი დაეწვას, ამიტომ, პირველი 2-3 დღე მაინც ჩრდილში უნდა გყავდეთ, მზის პირველი პროცედურის ხანგრძლივობა კი 1-2 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მერე და მერე დრო ყოველდღე 1-2 წუთით გაზარდეთ, მაგრამ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ – მზის აბაზანამ ჯამში 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გასტანოს. არ დაგავიწყდეთ, რომ, უამრავი სამკურნალო თვისების მიუხედავად, ზღვის წყლის გადაყლაპვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან, თითქოს ყველაზე სუფთა წყალიც კი სავსეა ნაწლავური ინფექციისა და A ჰეპატიტის გამომწვევი მიკროორგანიზმებით.

скачать dle 11.3