კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პორნოვარსკვლავები პოლიტიკაში

პორნოკინოში კარიერის დამთავრებისას მათ გადაწყვიტეს, რომ მიღებულ გამოცდილებას ყველაზე უკეთესად პოლიტიკაში გამოიყენებდნენ, თანაც, მამაკაცთა ელექტორატი აქტიურად დაუჭერდათ მხარს.

ცოტა ხნის წინ, 62 წლის პორნოვარსკვლავმა, ჩიჩოლინამ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ანა ილონა სტალერი 1987 წელს, ამ პროფესიის წარმომადგენელთაგან პირველმა  შეძლო პარლამენტში მოხვედრა. სწორედ ჩიჩოლინამ დაიწყო იტალიაში „დეპუტატ-პორნოვარსკვლავთა ეპოქა“.

1980 წელს დაბადებულმა მერი კერიმ, 30 წლის ასაკამდე მოასწრო „გახსნილი ხასიათის“ 80 ფილმში გადაღება. პოლიტიკით კი 2003 წელს დაინტერესდა, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე დამოუკიდებელ დეპუტატად  წარადგინა თავი. ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დასაკავებლად ბრძოლა უფრო სიმბოლური იყო, ასე ვთქვათ, რეკლამისთვის, რაც მართლა წაადგა მის ძირითად პროფესიას. სამი წლის შემდეგ მან კვლავ მოისურვა კენჭი ეყარა, ოღონდ, ამჯერად, ლეიტენანტ-გუბერნატორად (მოვალეობის შემსრულებლად გუბერნატორის არყოფნის დროს), თუმცა, ვადამდე მოხსნა კანდიდატურა.

მილი დ’აბრაჩო 20 ეროტიკულ ფილმში გადაიღეს; როლები ჰქონდა, ასევე, საკმაოდ სოლიდურ ფილმებში, თეატრსა და სატელევიზიო შოუებში, 2008 წელს კი, იტალიის სოციალისტური პარტიის წარდგინებით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა, დამარცხდა.

ფიორელა რუბინო ტინტო ბრასიც გადაიღეს ეროტიკულ ფილმში, თუმცა, ძირითადად ის თეატრის მსახიობი იყო და სერიოზულ დადგმებში მონაწილეობდა, მათ შორის – შექსპირის პიესებში. 2008 წელს მან სცენა პოლიტიკაზე გაცვალა და გახდა კიდეც იტალიის პარლამენტის დეპუტატი „სახალხო თავისუფლების პარტიიდან“.

მოანა პოცი ძალიან ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში, ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მან 50 პორნოფილმში გადაღება მოასწრო. 1992 წელს კი, ჩიჩოლინასთან ერთად, იტალიაში დააფუძნა „სიყვარულის პარტია“, რომლის პროგრამაში შედიოდა ლეგალიზებული ბორდელებისა და სკოლებში სექს-აღზრდის შემოღება, თუმცა, პარტია პარლამენტში ვერ გავიდა.

მერილინ ჩემბერსი 36 ფილმში გადაიღეს, 50 წლის ასაკში კი უცბად გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და ორჯერ სცადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დაკავება: 2004 წელს – „პირადი არჩევნების პარტიიდან“ და 2008 წელს – „ბოსტონის ჩაის სმის პარტიიდან“. ის 2009 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სინდი ლი – 2007 და 2012 წლებში მონაწილეობდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნეტარების (ტკბობის) პარტიიდან“. ორივეჯერ ეპატაჟით, რითაც წინასაარჩევნო პროგრამას ცვლიდა: კამერების წინ შიშვლდებოდა და ხმამაღალ ეროტიკულ განცხადებებს და ლოზუნგებს წარმოთქვამდა, ქუჩაში კი შიშველი არიგებდა მხარდაჭერის თხოვნის ფურცლებს.

ანა ეროუსმიტი არ მონაწილეობდა პორნოფილმებში... 250 ფილმის რეჟისორმა თავისი კანდიდატურა თემთა პალატის წევრად წამოაყენა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონსერვატორმა ინგლისელებმა „ლიბერალური დემოკრატებიდან“ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს.

სტეფანი გრეგორი კლიფორდი, იგივე სტორმი დანიელსი, 120 ეროტიკულ ფილმშია გადაღებული და პორნოინდუსტრიის 20 ჯილდოც აქვს მიღებული. კენჭი იყარა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის პოსტზე, ლუიზიანას შტატიდან.

ელენა ბერკოვას, პორნოფილმებთან ერთად, რეალითი-შოუ „სახლი 2-ში“ მონაწილეობამაც გაუთქვა სახელი. მან თავისი კანდიდატურა სოჭის მერის პოსტზე წარადგინა. 

скачать dle 11.3