კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლათინოამერიკელი მილიარდერი – კარლოს სლიმ ელუ

კარლოს სლიმ ელუ პირველი ადამიანია, რომელმაც შეავიწროვა ორი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესის როტაციის სათავეში მდგარი ამერიკელი მილიარდერები. უკვე სამი წელია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის მწვერვალზეა. პირველად ამ სიაში 2002 წელს, 11-მილიარდიანი ქონებით მოხვდა; 2010 წელს მისი ქონება 53,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მისი სამშობლოს – მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8 პროცენტია; 2011 წელს სლიმ ელუმ თავის ქონებას 20,5 მილიარდი დოლარი შეჰმატა, ბილ გეიტსმა კი – მხოლოდ 3 მილიარდი დოლარი.

მომავალი მილიარდერი 1940 წლის 28 იანვარს დაიბადა. ის წარმოშობით ლიბანური ოჯახის მეხუთე შვილი იყო. კარლოსის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მისმა მამამ – ჯულიანმა, რომელიც მექსიკაში მოხვდა ოჯახის სურვილის გამო – დაეხსნათ შვილი თურქეთის არმიაში სამსახურისგან. მეხიკოში ჯულიანი შეხვდა წარმატებული ვაჭრის, თავისი თანამემამულის ქალიშვილს, 1920 წელს იყიდა სახლი და წარმატებულ უნივერმაღად აქცია. ფული სხვას რომ არ შეხვედროდა, საქმეში თავისი ექვსივე შვილი ჩართო, რომელთა შორის ყველაზე ჭკვიანი სწორედ პატარა კარლოსი აღმოჩნდა და მამამ ის ბირჟის ინვესტირების სფეროში ჩართო. 

კარლოსმა თავისი უზარმაზარი ქონების პირველი მილიონი 17 წლის ასაკში იშოვა. ბიზნესის კეთების პარალელურად, იგი მექსიკის ნაციონალურ ავტონომიურ უნივერსიტეტში ისეთი წარმატებით სწავლობდა, რომ პედაგოგებმა უფლება მისცეს, თანაკურსელებისთვის ლექციები წაეკითხა წრფივი პროგრამირებისა და ალგებრის საფუძვლებში. დიპლომი 1961 წელს აიღო, მაგრამ, სპეციალობით მუშაობა არ აინტერესებდა. საწყისი კაპიტალი მან ჩადო სადაზღვევო ბიზნესის, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის ინვესტიციებში. ყიდულობდა სასტუმროებს, შეიძინა Sanboms-ის მაღაზიების ქსელი და საფუძველი ჩაუყარა თავისი ბიზნესის სისტემურ კაპიტალიზაციას. 

ბიზნესის მართვის მისი მთავარი პრინციპები იყო: მასობრივი მოთხოვნის საქონელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის; საშუალებების ბრუნვის კარლ მარქსისეული ვერსია: იყიდე იაფად – განაახლე – გაყიდე ძვირად, ან, შეუერთე საკუთარ იმპერიას.

1982 წელს, როდესაც მექსიკისთვის დეფოლტისა და ფართომასშტაბიანი კრიზისის პერიოდი დადგა, ქვეყანამ ვერ შეძლო საგარეო ვალების გადახდა, მსხვილმა საქმოსნებმა იაფად გაყიდეს თავიანთი აქტივები, კარლოსმა კი თავისი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა: დააფუძნა საინვესტიციო ჰოლდინგი Gorso Group, შექმნა კორპორაცია Frisco, რომელიც სწრაფად გახდა ლიდერი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმეში (რკინის მადანი და ქვანახშირი)... ნაციონალური ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მრავალი კომპანიის მფლობელი კარლოსი მეგობრობდა თავის სეხნია კარლოს სალინას დე გორტარისთან, მაშინდელ (1988-1994 წლები) მექსიკის პრეზიდენტთან. სწორედ პოლიტიკური მფარველობის წყალობით შეძლო მან საკომუნიკაციო კომპანიის Telmex-ის პრივატიზება, რომელიც მონოპოლისტი იყო მოცემულ საბაზრო სეგმენტში. კარლოსმა  თავის იმპერიას მიუერთა Condomex (სატელეკომუნიკაციო დანადგარები); და Prodioy (პირველი ნაციონალური პროვაიდერი და ვებ-პიონერი). ათასწლეულის მიჯნაზე კარლოს სლიმ ელუმ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ამერიკის შეერთებული შტატების ფირმებში, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ექსპლუატაციით არიან დაკავებულნი, გარკვეული დროის შემდეგ კი მთელი ლათინური ამერიკის ტელეკომუნიკაციების სრულუფლებიანი მფლობელი გახდა და მას „მექსიკელი ბილ გეიტსი” შეარქვეს. კარლოსის კომპანიებში 200 ათასი ადამიანი მუშაობს. აქვს მრავალი წოდება და ჯილდო და ცნობილი ქველმოქმედია.

კარლოს სლიმ ელუ: „უნდა იღვწოდე, შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, რათა შვილები იყვნენ ბედნიერები; უკეთესები უნდა გახადო ისინი, რომ ემსახურონ მსოფლიოს“.

скачать dle 11.3