კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი თავიდან აცილება უნდოდა მაკა ძაგანიას ქორწინების გასაიდუმლოებით და როგორ დაარღვია მან „ცნობილების წესი“

მსახიობი მაკა ძაგანია რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. მისი რჩეული „ილიაუნის” თეატრის მსახიობი გიგა ცერცვაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და საქორწინო ცერემონიალი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გამართა. დღეს კი ისინი შვილს ელოდებიან. როგორც მაკა ამბობს: სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, მან შეძლო, რომ პირად ცხოვრებაში მომხდარი ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეები ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი ხნით დაემალა. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი. ფეხმძიმობის გამო, სავარაუდოდ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში მას ვეღარ ვნახავთ. თუმცა, თეატრში დაბრუნებას და ჩვეულ ფორმაში ჩადგომას მშობიარობის შემდეგ მალევე აპირებს. როგორ შეიქმნეს მაკამ და მისმა მეუღლემ „ზღაპრული სამყარო“, გაიგეს თუ არა უკვე ბავშვის სქესი და როგორი მეუღლე აღმოჩნდა სინამდვილეში „ფემინისტი თინა“, ამას მაკასგან შეიტყობთ.

– მაკა, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

– თეატრში ერთად ვართ და ერთმანეთი მრავალი წლის წინ გავიცანით. დიდი ხანია, რაც ურთიერთობა გვაქვს. აქამდე მეგობრობა გვაკავშირდებდა.

– მეგობრობა სიყვარულში როდის გადაიზარდა?

– სიყვარულში როგორ გადაიზარდა, ვერ ვიტყვი, რადგან ეს სპონტანურად ხდება, როცა დიდი ხნის ურთიერთობაა, თან მეგობრული. მე და გიგას ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ოღონდ მეგობრობას ვგულისხმობ. მერე უცბად, რა მოხდა, რა შეიცვალა და როგორ, არ ვიცი. ეს თავისთავად მოხდა. ჩვენი ურთიერთობის შვიდი წლის შემდეგ, ერთი წლის წინ, უცებ რაღაც მოხდა, რაღაც გადატრიალდა და სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა.

– სიყვარული როგორ აგიხსნათ?

– სიყვარულის ახსნა როგორ იყო და (იცინის)... რა ვიცი, პირველი ეფექტი მოახდინა იმან, რომ გასტროლზე იყვნენ წასულები თეატრიდან „არიქა დო არიქათი“ და სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს – „ისევ შენ და ისევ შენ“, ხმებში აქვთ გაშლილი და ჩამიწერეს იქ. ძალიან ლამაზ ადგილას იყვნენ ის და მისი მეგობრები და ის ჩანაწერი გამომიგზავნა. პირველი, ძალიან დიდი ეფექტი ამან მოახდინა.

– დაქორწინება რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?

– ურთიერთობიდან, სადღაც შვიდი თვის შემდეგ, გადავწყვიტეთ დაქორწინება.

– მეუღლეს და თქვენს შვილს როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი?

– ჯერჯერობით კარგი ურთიერთობა აქვთ და მომავალში ვნახოთ.

– თქვენი ურთიერთობა რატომ გაასაიდუმლეთ?

– იცი, რა? თავიდან ასე გადავწყვიტეთ, რომ მოდი, იყოს დამალული და ჩუმი, მარტო ჩვენ შორის, არავინ იცოდეს და მერე, თუ მივედით იმ ეტაპამდე, რომ გამოაშკარავება საჭირო გახდა, ვთქვათ. მანამდე გვინდოდა, ჩვენი პატარა სამყარო გვქონდა, სადაც ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ ჩაერეოდა მასში. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი შარშანდლიდან უნდა დაწყებულიყო. დაიწყებოდა საუბარი „უი, შეყვარებული გაიჩინა“ და ასე შემდეგ, რაც ჩვენ არ გვინდოდა. ჩვენთვის გვქონდა ნაჭუჭი შექმნილი, სადაც ვცხოვრობდით წყნარად და ბედნიერად. ეს რაღაცით ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, რადგან აბსოლუტურად მოყწვეტილები ვიყავით ყველაფერს. კი, სადაც ხშირი ურთიერთობები გვაქვს, იქ დამალვა არ გამოდიოდა. თეატრში უფრო ხვდებოდნენ ამ ყველაფერს, ვიდრე დანარჩენები, მაგრამ ისე, ძირითადად, ხალხმა არ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

– მაგრამ, როცა უკვე ოჯახი შექმენით...

– ოჯახი როცა შევქმენით, მაშინაც არ გავახმაურეთ. ჯვარი ძალიან ვიწრო წრეში დავიწერეთ. რა ვიცი, ასე გახმაურება არ მინდოდა, მაგრამ თუ მკითხავდნენ: „უი, გათხოვდი?“ – ბეჭედი რომ მიკეთია, ამას არ ვმალავდი. თუმცა, ხმამაღლა რომ განმეცხადებია ჩემი გათხოვების შესახებ, რაღაც არ მინდოდა. თან, მერე ზაფხულის პერიოდი დაემთხვა, დასვენება... და ამიტომ უარი ვთქვი ყველანაირ კომენტარზე.

– ახლობლები არ გსაყვედურობდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაუმალეთ?

– იცი, რა არის? ძალიან ახლობლებს დავუმალე, უახლოეს დაქალებს და მეგობრებსაც არ ვუთხარი. აქედან გამომდინარე, უცხოების აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ახლობლებს რაც შეეხება, როგორ არა – ჩემმა მეგობრებმა მითხრეს საყვედური, მაგრამ, როცა ვუხსნი, თუ რა კარგად ვგრძნობდი თავს, იმ ჩემს სამყაროში, როცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო ყველას ესმის ამ გადაწყვეტილების მიზეზი. როცა უკვე ცნობილი გახდა ამ ყველაფრის შესახებ, ამან ცოტა დამაბნია, რადგან ის სამყარო დამერღვა და გამოვედით სააშკარაოზე. ის გაცილებით მერჩივნა.

– ამან გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ?

– არა. დისკომფორტი არ შეუქმნია, უბრალოდ, ჩვენი მყუდროება დაარღვია.

– ცნობილი ადამიანების ცხოვრება სხვანაირად არ გამოდის.

– იცი რა? მე გამოვიყვანე და თან, საკმაოდ კარგადაც (იცინის).

– ვიწრო წრეში დავიწერეთ ჯვარიო, ახსენეთ და ქორწინების უფრო მასშტაბურად აღნიშვნას ხომ არ გეგმავთ?

– არა, მეტს აღარაფერს ვგეგმავთ. იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი, რომ მეტი აღარ გვინდა. ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემი მეჯვარეცაა, აგარაკი აქვს და დაგვითმო ამ დღისთვის. რეალურად, მან გადაიხადა ჩვენი ქორწილი. ულამაზესი გარემო მოგვიწყვეს ღია ცის ქვეშ, თავისი სუფრით და ყველაფრით. გრანდიოზულ ქორწილს აღარ ვგეგმავთ.

– ბავშვის სქესი თუ გაიგეთ უკვე?

– კი. სქესი ვიცით. ამბობენ, ბიჭიაო. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ხშირად ცდებიან. რა ვიცი, ვნახოთ.

– თქვენ რომელი გინდათ?

– სულერთია. მთავარია, ჯანმრთელი იყოს და სქესს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.

– სახელიც ხომ არ შეგირჩევიათ? ან ნივთების შეძენა თუ დაიწყეთ უკვე?

– წესით, გიორგობას იბადება, ასე უწევს. აქედან გამომდინარე, ალბათ, გიორგი იქნება. არაფრის შეძენა არ დაგვიწყია, რადგან,  ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბავშვი გაჩნდა – შობადობამ, როგორც ჩანს, ძალიან იმატა. ყველა მეუბნება: „ეს არ იყიდო, მე მოგცემ“, „ამას მე გაგატან“, „ის არ გინდა“ და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მართლა არაფერი მაქვს საყიდელი. მერე უკვე, როცა დრო მოვა, ალბათ, თითო-ოროლა რაღაცას ვიყიდით.

– თინა მამაკაცებთან მიმართებაში კატეგორიულად უკომპრომისოა. თქვენ როგორი მეუღლე ხართ?

– მე ვარ იდეალური მეუღლე (იცინის), თინასგან რადიკალურად განსხვავებული. ვცდილობ, კარგი მეუღლე ვიყო. ამას მართლა ყველანაირად ვცდილობ. ეს არ არის მარტო ერთ მხარეზე დამოკიდებული. ამას ურთიერთობაში ჯაჭვურად ორივე მხარე უნდა ეცადოს და ამიტომ, მეუღლეც იგივეს ცდილობს. ერთმანეთზე ვზრუნავთ. ეს უფრო ზრდის და დიდ სიყვარულს ბადებს ჩვენ შორის.

– გიგა, როგორი მეუღლეა? ტრადიციული ქართველი თუ?

– არა, ისეთი ტრადიციული ქართველი მეუღლე – „ქალი უნდა იყოს კუხნაში,“ არ არის (იცინის). რაღაც შეზღუდვები არ აქვს.

– ფეხმძიმე ქალბატონებს ხასიათი ურთულდებათ. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი სიმპტომები?

– რაღაც მომენტში, ჩვენ ძალიან რთული ეტაპი გამოვიარეთ. მართლა მქონდა სტრესული მომენტები. არ ვიყავი კარგად, რადგან არ ვიცოდი, შემინარჩუნდებოდა თუ არა ეს ნაყოფი. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო და რაღაცნაირად გავიარეთ. იმ პერიოდში იმდენი ვიტირე, რომ ხანდახან ვამბობ, ალბათ, კარგა ხანს ტირილი აღარ მომიწევს-მეთქი. რაც ეს პრობლემები გადავაგორეთ და ყველაფერი სტაბილური გახდა, რომ გითხრა, რაღაც შემოტევები მაქვს-მეთქი – არა, ასე ნამდვილად არ არის. ეტყობა, იმ რამდენიმე თვეში ჩაეტია ყველაფერი.

– შემოქმედებას რაც შეეხება, როდიდან აპირებთ გაგრძელებას?

– ახლა ზაფხული დაემთხვა და ამას დისკომფორტი არ შეუქმნია. თეატრი დაკეტილი იყო და სტაბილურად სამუშაო არ მქონდა. თუმცა, გასტროლებზე ვიყავით – გორსა და ბათუმში გვქონდა სპექტაკლი წაღებული და ჩვეულებრივად ვითამაშე. ნორმალურად ვარ და ჯერჯერობით ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა შემიძლია, მერე რა იქნება, არ ვიცი. სერიალს რაც შეეხება, არაფერი ვიცი. ჯერ არ გვილაპარაკია და რა იქნება და როგორ, ამას ვერ გეტყვით. თეატრში კი ვგეგმავ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, მალევე ჩავდგე ფორმაში და ისევ ვითამაშო სპექტაკლებში.

скачать dle 11.3