კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაახმო გიგი გაჩეჩილაძემ ზაზუნა მზეზე და საიდან მოხვდა მის სტუდიაში სამი წლის არისტოკრატი გოგო, სახელად ბოთე

სამეჯლისო სტუდია „თელაში“ კარის გაღებისთანავე, პირველი, საყვარელი და კუდმოქიცინე კოკერ-სპანიერის ჯიშის უსაყვარლესი ძაღლი, სახელად, ბოთე, შეგეგებებათ. აშკარაა, რომ ბოთე განებივრებულია სიყვარულით და სითბოთი. გიგი გაჩეჩილაძემ ის სულ ციცქნა მიიყვანა სტუდიაში და ამბობს, როცა მუსიკა ესმის და ამდენ მოცეკვავე ადამიანს ხედავს, ბოთეც ტრიალებს, ხტის და თავისებურად ჰყვება მუსიკას – ცეკვავსო. თუმცა, ბოთე გოგოა და რატომ ჰქვია თავის სქესთან შეუსაბამო, უცნაური სახელი, ამაზე გიგი თავად მოგიყვებათ. 

გიგი გაჩეჩილაძე: ვგიჟდები, ცხოველები ისე მიყვარს. თუმცა, არსებობს ისეთი ცხოველებიც, რომლებისაც მეშინია, მიუხედავად ამისა, მათთანაც მქონია შეხება.

– კონკრეტულად, რომელი ცხოველის გეშინია?

– ლომთან რომ დამტოვოთ პირისპირ, შემეშინდება, აბა რა! (იცინის) გალიაში რომ ზის და მიყურებს, ისიც კი შიშს მგვრის. ქვეწარმავალს კი, ტელეეკრანზეც რომ ვხედავ, მაჟრიალებს ისე მეშინია. თუმცა, ამერიკაში, ჩემს დისშვილს ჰყავდა გველი სახლში და მასთან რომ ვრჩებოდი მარტო, შიში მაშინ უნდა გენახათ. 

– შენი დისშვილი, გოჩა ჩერტკოევის შვილია. გამოდის, რომ გოჩას არა მარტო იშვიათი ჯიშის ძაღლები, სახლში ქვეწარმავალიც ჰყავს?

– ახლა აღარ ჰყავს ქვეწარმავალი, მაგრამ იქ რომ ვცხოვრობდი, მათთან ერთად, ორმეტრნახევრიანი გველი ჰყავდათ. ლევანი – ჩემი დისშვილი სახლიდან რომ მიდიოდა, მე მიტოვებდა და საჭმელსაც ვაჭმევდი. ახლოსაც ვერ მივდიოდი, შორიდან ვესროდი მკვდარ ვირთხებს. გალიაში კი იჯდა და ვერ გამოვიდოდა, მაგრამ ისე მეშინოდა მისი, ოთახში ვიკეტებოდი, სანამ ოჯახის წევრები დაბრუნდებოდნენ. ლევანს ძალიან უყვარდა ის გველი და ხშირად გამოჰყავდა გალიიდან. აი, მაშინ კი ნამდვილი პანიკა მქონდა, ცუდად ვხდებოდი და სად ვიმალებოდი, კაცმა არ იცის (იცინის). თბილისში რომ ჩამოვედი, დღესაც კი, სახლში რომ შევდივარ, თუ ფანჯარა ღია მქონდა დატოვებული, ყველა კუთხე-კუნჭულს ვამოწმებ, ხომ არაფერი შემოძვრა-მეთქი. თუმცა, ძაღლებზე ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება. ჩემ სიძესაც, გოჩა ჩერტკოევს, ძალიან უყვარს ძაღლები. ოთხი ულამაზესი ძაღლი ჰყავს სახლში. მათი სახელები არ გაინტერესებთ?

– ალბათ, ამერიკული სახელები ჰქვიათ, არა?

– გოჩას ძაღლებს ჰქვიათ: ჩაჩა, რუმბა, სამბა (იცინის). კავკასიური ნაგაზი კი, საქართველოდან წაიყვანა და არგო დაარქვა. არგოს რომ ვასეირნებდი ქუჩაში, ყველა ჩვენ გვიყურებდა. მაჩერებდნენ და მეკითხეობდნენ, რა ჯიშია, საიდან მოიყვანეთო. ასე რომ, არგოს კავკასიური წარმომავლობა, გარეგნობა და ტემპერამენტი, ამერიკაში შეუმჩნეველი არ რჩებათ ქუჩაში უცნობ ადამიანებსაც კი. ჯერ კიდევ ლეკვი, უზარმაზარი იყო. რომ დადგება ორ ფეხზე, ორი მეტრია სიმაღლეში. არადა, ჯერ მხოლოდ, ორი წლისაა. მამამ აჩუქა სულ პაწაწუნა და სანამ ამერიკაში წაიყვანდნენ, ჩემს ძაღლთან, ბოთესთან ერთად დარბოდა სტუდიაში. რას წარმოვიდგენდით, რომ ამხელა გაიზრდებოდა. გაგიკვირდებათ და არგო გოჩას მასაჟებზეც დაჰყავს და სპა-სალონშიც. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, წაგვიყვანოს გოჩამ ამერიკაში და თუ ასე მოგვივილის, ჩვენც ჩავჯდებით გალიაში და დავიყეფებთო (იცინის). ხშირად მიწევდა გოჩას სამი ძაღლის გასეირნება დალასის ცენტრში და ვგრძნობდი გოგონების აშკარა ყურადღებას. მეც თავი მომქონდა და უნდა გენახათ, უცბათ, კოკო, რუმბა და არგო რომ სხვადასხვა მხარეს გაიქაჩებოდნენ, მე ამ შუა დალასში, ყველას თვალწინ რომ „ვიფარჩხებოდი” (იცინის). ჩემი ბოთე კი ჭკვიანი გოგოა. მანქანის კარს რომ გავუღებ, წინ არ ჯდება, იცის, რომ მისი ადგილი უკანაა. მოკლედ, ახლა მყავს ბოთე, რომელიც სამი წლისაა და რომ წარმოვიდგენ, ერთ დღეს შეიძლება, რამე დაემართოს და აღარ მყავდეს, უკვე განვიცდი, ვნერვიულობ. ძალიან მივეჩვიე, ოჯახის წევრია – მე ვუვლი, ბავშვივით ვანებივრებ და მის გარეშე, არ ვიცი, როგორ ვიქნები. ამაზე არ ვფიქრობ. რეალისტი ვარ და ვიცი, ერთ დღესაც აღარ იქნება ჩემ გვერდით. ამაზე ფიქრი „მგრუზავს”. ბოთე, ბევრ ადამიანზე ძვირფასია ჩემთვის,  ბევრისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი სიყვარულიც შეუძლია. აი, კატა არ მიყვარს, ცბიერია და ცბიერება ადამიანებისგანაც მეყოფა, მის ცბიერებას რომ არ ვუყურო ყოველდღე.

– შენი კოკერ-სპანიელი გოგოა, თუმცა ბოთე ჰქვია. არ მიგაჩნია, რომ ასეთი საყვარელი და ლამაზი გოგოსთვის ეს სახელი შეუფერებელია?

– (იცინის). ყველა ამას მეუბნება, გოგოს ბოთე როგორ დაარქვიო. სანამ ეს მეყოლებოდა, მანამდეც მყავდა ძაღლი და იმასაც ბოთე ერქვა. ის ბიჭი იყო, მომპარეს და მის პატივსაცემად, ამასაც ეს სახელი დავარქვი. ბავშვობაში კი, მოფერებით მე მეძახდნენ ამ მეტსახელს (იცინის). მერე, ძაღლს რომ დავარქვი, მეგობრებს ვუთხარი, მე თავი გამანებებთ და თუ ასე გინდათ, ამ მეტსახელის ძახება, აი, ბატონო, ამას დაუძახეთ-მეთქი (იცინის). ასე რომ, გამოდის, ჩემს პატივსაცემად ჰქვია ბოთეს ეს სახელი. სხვათა შორის, ის ბოთე არ ცეკვავდა, ეს ბოთე კი ცეკვავს – ჩემსავით „სასწორის” თვისებები აქვს. ყველაფერში მგავს, მოწესრიგებულია, გაწონონასწორებული, მშვიდი და თავდაჭერილი. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ბოთე არისტოკრატია-მეთქი (იცინის).

– მერე, მამიკო თავისი საყვარელი, თავდაჭრილი, გაწონასწორებული და არისტოკრატი გოგოსთვის როგორ სიძეს ეძებს?

– სიძე არ გამახსენოთ! ისეთი ფაქტი მოხდა, ამასთან დაკავშირებით, რომ გახსენებაც აღარ მინდა. მოკლედ, ბოთე სოფელში მყავდა, მეგობრის სახლთან ვიდექით, გავიხედე და ბოთემ მაწანწალა სოფლის ძაღლთან არ წაიცუღლუტა? იქვე გავუჯავრდი, მაგრამ რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა, ორსულად იყო. მეტი გზა არ მქონდა, აბორტი გავუკეთე. მე გაჩენილ ლეკვებს ვერ გავაგდებდი გარეთ, მათ კი ვერ გავზრდიდი. არც სხვა მოინდომებდა მათ გაზრდას და ხომ ვერ გადავყრიდი შვილიშვილებს? სხვა გამოსავალი არ მქონდა, ცუდი ბაბუ აღმოვჩნდი. აბორტის მერე, ბოთეს ხელის გულზე ვატარებდი. ახლა, შერჩეული მყავს ჩემი უბნელი, ასევე ბოთეს ჯიშის, ინგლისური წარმოშობის ძაღლი სიძედ და იმედია, მომავალში, მათ შვილიშვილებს გავზრდი (იცინის). 

– ბოთე ოფიციალურად იშვილე, ანუ პასპორტით შენს გვარს ატარებს შენი გოგო?

– რასაკვირველია, პასპორტი აქვს და შიგ წერია: ბოთე გიორგის ასული გაჩეჩილაძე. 

– შენი პირველი ცხოველი, რომელსაც სახლში ზრდიდი რა იყო?

– ზაზუნა, რომელიც აივანზე გამხმარი ვიპოვე (იცინის). ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა, აივანზე გაპარულა და მზეზე გახმა. ოჯახის წევრები, დილით რომ გამოვდივართ, გვიან საღამოს შევდივართ სახლში. გვეგონა, ზაზუნა ოთახში დავტოვეთ და რომ მოვედით, აივნის გისოსში გაჭედილი, გამხმარი დაგვხვდა. ახლა ვიცინი, მაგრამ, მაშინ ძალიან ვიტირე და ვიდარდე. 

– რომ ამბობ, დილით გამოვდივარ სახლიდან და გვიან ღამემდე არ შევდივარო, ბოთესაც თან დაატარებ?

– დიახ, ბოთესაც თან დავატარებ. თუ სახლში ვარ, ესეც სახლშია, თუ სტუდიაში, ესეც სტუდიაშია. სხვათა შორის, ბოთე სხვისთვის ვიყიდე, მაგრამ მე შემრჩა (იცინის). ჩემი სასწაული შვილობილია, დამჯერი და ჭკვიანი. ერთხელ თავად დამრჩა ქუჩაში და ისეთი გადავიტანე, რომ მახსენდება, ახლაც ცივი ოფლი მასხამს. სახლიდან გამოვედით, ციოდა, დამეზარა ბოთესთან ერთად გასეირნება და ვუთხარი, მიდი მოირბინე, აქ დაგელოდები-მეთქი. ბოთეც გაიქცა. ამასობაში ტელეფონზე მეგობარმა დამირეკა. ამ საუბარში, მეგონა, ბოთე უკვე მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დავძარი. სტუდიაში რომ მივედი, დედამ მკითხა, ბოთე სად არისო? აი, მაშინ კი დამცხა. გავვარდი სახლში და რას ვხედავ? მისულა, კართან იჯდა და მელოდებოდა. ერთხელ, ძაღლმა ისე დამიკბინა ჩემი გოგო, კინაღამ გადავირიე. იმის მერე, უცხო ძაღლების ეშინია. ერთხელ, მანქანამ დაარტყა და გადავრჩით, უბრალოდ, ფეხი ეტკინა და მოვურჩინეთ. მოკლედ, ჩემი გოგო, ჩემსავით ქუდბედიანია (იცინის). სხვათა შორის, ბოთე კარგი მოცურავეა. უნდა ნახოთ, როგორ უსვამს „ბაყაყურებსა” და „ძაღლურებს” (იცინის). წარმოიდგინეთ, დინების საწინააღმდეგოდაც კი კარგად ცურავს. ბოთე ჩემი შვილია, ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მის გარეშე, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

скачать dle 11.3