კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიულად განუმეორებლები

„გასაღები“

არავინ დავობს, რომ არასამთავრობო სექტორი ფრიად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და თუმცა ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა პროექტებში იღებენ ისინი დაფინანსებას, გვჯერა, რომ მათი ღვწა დემოკრატიის განვითარებისკენაა მიმართული.

ხოლო, რაკი გვჯერა, მათ კი – ჩვენზე მეტად საკუთარი დემოკრატიული განუმეორებლობის, სავსებით ბუნებრივია, რომ მათ ნააზრევს გულისყურით ვუსმენთ, შესაბამისად, ისინიც გვანებივრებენ თავიანთი შეფასებებით, დასკვნებითა და კვლევებით; ცხადია, საკანონმდებლო ინიციატივებითაც. – 

 ამ კონტექსტში კარგა ხანია, დავაა (მთავრობასა და არასამთავრობოებს შორის), თუ ვის უნდა ჰქონდეს აბონენტების მონაცემებზე პირდაპირი წვდომა: მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს თუ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს?! არასამთავრობო სექტორი დარწმუნებულია, რომ იმ ფარული მიყურადების აპარატურის „გასაღები“, რომელიც წინა ხელისუფლებამ იძულებით შეაძენინა მობილურ ოპერატორებს, სწორედ მობილურ ოპერატორებს უნდა დარჩეთ.

სახელდობრ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ქ-ნი გიგაური გვამუნათებს, ჩვენ რა, მთავრობას ამუნათებს: „უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ, თუ თქვენ ხართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ „გასაღები“ იქნება მობილური ოპერატორების ხელში“.

მე არ ვიცი, რა კავშირია დემოკრატიის ხარისხსა და ამ საქმეს შორის, მაგრამ დაზუსტებითაა ცნობლილი, რომ არავინ უწყის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას თუ არ დგას ამა თუ იმ ფიჭური კავშირგაბმულობის უკან. ამის გათვალისწინებით კი, დემოკრატიისა რა გითხრათ, თუმცა ლოგიკურად გამოდის, რომ, წესითა და რიგით, „გასაღებს“ სახელმწიფო უკეთ დაიცავდეს, ვიდრე კერძო კომპანია. და, ბოლოს და ბოლოს,  თუ მოგვისმენენ, მშობლიური სპეცსამსახურები მაინც მოგვისმენენ. – 

скачать dle 11.3