კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ხმის ამოუღებლად ხალხის გაოცებას ნუცა ბუზალაძე და რაში ბაძავდა ის ბავშვობაში ბიონსეს და შაკირას

სულ მალე დაიწყება სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალი სეზონი, რომელშიც არაერთ ცნობილ ადამიანს ვნახავთ „სამბა-რუმბა-ჩაჩაჩაზე” აცეკვებულს. ჯერ, გასაიდუმლოებულია, თუ ვინ იქნებიან ამ პროექტის წლევანდელი ჟიურის წევრები და მონაწილეები. თუმცა, გოჩა ჩერტკოევი რომ ამ შოუს ნამდვილად „დაამშვენებს,” ეს ცნობილია. ასევე, კულუარებიდან შევიტყვეთ, რომ აცეკვებას წლევანდელი „ახალი ტალღა 2014-ის“ გამარჯვებული,  17 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძეც აპირებს. ჩვენც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით და ნუცას დავუკავშირდით.

– ნუცა, სულ მალე დაიწყება „ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალი სეზონი, სადაც, როგორც გავიგეთ, შენც აპირებ აცეკვებას. როგორი სასიმღერო მონაცემები გაქვს, ეს უკვე დაგვიმტკიცე, მაგრამ, როგორ ფიქრობ, ცეკვაც ისე კარგად გამოგდის, როგორც სიმღერა?
– როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა და უარი არ მითქვამს, თუმცა, პროფესიონალი მოცეკვავე არ ვარ. ბავშვობაში, სულ ვცეკვავდი. დავდგებოდი სარკის წინ, თან ვმღეროდი და თან ვცეკვავდი. ძალიან მოძრავი, თავისუფალი და პლასტიკური ბავშვი ვიყავი. ბერას სტუდიაში კი ამერიკელი ქორეოგრაფი, ვიზდონიც გვასწავლიდა ბავშვებს „ჰიპ-ჰოპის” ცეკვას. ასე რომ, ცეკვისგან შორს არ ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი გამომივა. სულ მომწონდა და ვაკვირდებოდი შაკირას და ბიონსეს მოძრაობებს. ვცდილობდი, სარკის წინ ის მოძრაობები მეც გამემეორებინა. ცეკვაშიც მაქვს, მგონი, ნიჭი. ვინც მიცნობს, ამბობს, კარგად ცეკვავ, გამოგდისო. მაგრამ ლათინური ცეკვა როგორ გამომივა, ვერ გეტყვით. მთავარია, შრომა მიყვარს, ვივარჯიშებ და ვისწავლი. მერე კი მაყურებელი და ჟიური შემაფასებს. შეუძლებელი არაფერია. მეც შევძლებ, ხმის ამოუღებლად გავაოცო ჩემი პლასტიკით მაყურებელი (იცინის). სიმღერისა და ცეკვის დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციის და მიმიკის სწორად გადმოცემას. ახლა კი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მე ემოციის ხმის ამოუღებლად გადმოცემა, ჟიურის მოხიბვლა და მაყურებლის სიმპათიის მოპოვება უნდა შევძლო და მგონი, გამომივა.
– გოჩა ჩერტკოევის ემოციით გაკვირვება ცოტა რთული საქმეა, ის ცეკვის დროს, მანერას უფრო აქცევს ყურადღებას და თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს. ხომ მეთანხმები?
– გეთანხმებით და, არ დაგიმალავთ, მისი ცოტა მეშინია (იცინის). გოჩა პროფესიონალი მოცეკვავეა და „ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველაზე კომპეტენტური შემფასებელი მონაწილეებისთვის. ყველაზე მეტად მის შეფასებას დაველოდები. შენიშვნებს მივიღებ და გავითვალისწინებ. ვეცდები, თავი მოვაწონო. ამ პროექტში გამარჯვება ჩემი მოტივაციაა და არავინ თქვას, რომ გამარჯვებისთვის არ იბრძვის. ეს ტყუილია. ზუსტად ამ მოტივაციით ვიყავი იურმალაში წელს და იქიდან უფრო მეტად თავდაჯერებული, ამაყი და გამარჯვებული დავბრუნდი.
– არ შემიძლია არ გკითხო. ვიცი იქ მოგებული თანხით ბინის ყიდვას აპირებდი. ეს მოახერხე თუ ფული სხვა რამეში დახარჯე?
– მოგებული თანხიდან ოცი ათასი დამრჩა. აქედან ხუთი ათასიც დავხარჯე. ბინა უნდა მეყიდა, მაგრამ თავი შევიკავე. ერთ-ერთმა სამშენებლო ფირმის წარმომადგენელმა დამირეკა და შემომთავაზა ბინა, რომელიც მეტრო „ახმეტელთან” შენდება. მაგრამ, მე არ მოვინდომე გარეუბანში ცხოვრება და ახლა ველოდები „ვორონცოვის” ტერიტირიასთან ახლოს, ახალი სახლის აშენებას, რომელიც სავარაუდოდ, მალე დაიწყება. იქ 80 კვადრატული უნდა ამიშენონ და გარემონტებული ჩამაბარონ. ადგილი უკვე ვნახე, ამაღლებული ტერიტორიაა და იქიდან მთელი თბილისი მოჩანს. აი, თუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ბინა მოვიგე, მერე იქ აღარ ავიშენებ (იცინის) და ამ ფულს სხვა რამეში დავხარჯავ. ის ხუთი ათასი კი, რაში დავხარჯე არც კი ვიცი, „დებილობებში” დამეხარჯა.
– ახალი სიმღერის ჩაწერას არ გეგმავ?
– აუცილებლად ჩავწერ ახალ სიმღერას, მაგრამ ჯერ ცეკვებზე ვარ გადართული. ალბომის გამოშვება ჯერ არ მინდა, მაგრამ ახალი სიმღერების ჩაწერა გეგმაში მაქვს. მთავარი მიზანია, ჩემი სიმღერა გაჰიტდეს. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – მინდა, დუეტი ჩავწერო სოფო ხალვაშთან. სხვათა შორის, ეს, მე და სოფომ იურმალაში დავგეგმეთ.
– ნუცა, მომავალ წელს აბიტურიენტი იქნები. თქვი, ახალი სიმღერების ჩაწერას ვგეგმავო, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაც საკმაო შრომასთანაა დაკავშირებული. როგორ მოასწრებ მეცადინეობას და უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებისთვის მომზადებას?
– აბიტურიენტი ვარ, მაგრამ არ ვაპირებ, ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. არ მინდა სწავლის გაგრძელება საქართველოში. გეგმაში მაქვს, მოვემზადო და ამერიკაში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ჩავაბარო. იქ მეტად განვვითარდები მუსიკალურად და ყველაზე კარგი იქნება, ამერიკაში სწავლის გაგრძელება. სხვათა შორის, რუსეთშიც ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას და მერე დავფიქრდი, იქ ხომ უკვე გავიმარჯვე და, ახლა, ჯობია, ამერიკა დავიპყრო-მეთქი (იცინის).
– ნუცა, პირად ცხოვრებაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის?
– ჯერ არ მქონია შემთხვევა, ვიღაც სერიოზულად მომწონებოდა. თუმცა, რაც იურმალიდან გამარჯვებული დავბრუნდი, თაყვანისმცმელ მამაკაცთა რიცხვი გაორმაგდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, მეც არ მინდა, ჯერ ვინმე სერიოზულად მომეწონოს და თავდავიწყებით შემიყვარდეს. ამისთვის არც მზად ვარ და არც მცალია (იცინის).
– მერე, მოცლა და მომზადება გულმა რომ არ იცის, ის არ გვეკითხება და ვერც თავად უბრძანებ, როდის და ვინ შეგვიყვარდეს?
– ეს ვიცი, მაგრამ, ჯერ მართლა არავისზე გავგიჟებულ-გადავრეულვარ (იცინის). დამიჯერეთ, ცხოვრებაში არ მყოლია შეყვარებული და რა ვქნა? თუმცა, თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა და მყავს. პიროვნულად ჩაკეტილი ვარ და არ მინდა, ვინმე ახლოს „მოვუშვა”. ალბათ, მეც არ მომწონებია და სერიოზული გრძნობა არ გამჩენია კონკრეტული ბიჭის მიმართ. ასე რომ, დღეს, არ მაქვს სურვილი, შემიყვარდეს, დავინახო და „გადავირიო”.
– ერთი პერიოდი, შენზე და ბერაზე დადიოდა ხმები, თითქოს შეყვარებულები იყავით. ეს ტყუილი იყო?
– ეს ჭორი მეც გავიგე, თითქოს მე და ბერას ერთმანეთი გვიყვარდა. გეტყვით, რომ მე და ბერა კარგი მეგობრები ვართ და ვის მოუვიდა ეს ჭორი თავში, ვერ გეტყვით. ბერა, ყოველთვის ისე მიყურებდა, როგორც პატარა დას. ამჩნევდა ჩემს ნიჭს, სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და ცდილობდა, დამხმარებოდა. არც კი გავბრაზებულვარ ამ ჭორზე, იუმორით შევხედე.
– დღესაც მეგობრებად დარჩით?
– დღეს ბერა ამერიკაშია, იქ აგრძელებს თავის კარიერას და აღარ ვკონტაქტობთ. თუმცა, მისი წამრატებები მეც მიხარია და დარწმუნებული ვარ, მასაც – ჩემი. ერთი წელია, ის იქ არის და სოციალური ქსელითა და ტელეფონით არ ვკონტაქტობთ.
– ანუ, ბერას ამერიკაში წასვლით, თქვენი მეგობრობაც დასრულდა?
– არა, რატომ? უბრალოდ, ძალიან ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, სტუდიაში ვხვდებოდით ერთმანეთს და პროექტ „ერთი ერთში”. როცა ვნახავ, ზუსტად ვიცი, ისევ ისე, მეგობრულად და დიდი სიყვარულით შევხვდებით ერთმანეთს. ახლა ისიც დაკავებულია და მეც. დილით ათ საათზე რომ გავდივარ სახლიდან, ღამით გვიან ვბრუნდები. სულ მოძრაობაში და ტემპში ვარ. არ ვაძლევ თავს მოდუნების უფლებას. მიყვარს გადატვირთული დღეები.

скачать dle 11.3