კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

„ვოლგიანი“ ქართველი მსახიობები და ავტოინსპექტორის ლექსები

მაშინ, როცა არც შუქი იყო, არც წყალი, არც პური და არც ფული, მხნეობა მოვიკრიბეთ მსახიობებმა. გავერთიანდით და ჩვენი მოყვასისთვის რომ ცოტათი შვება მიგვეცა, შევქმენით პროექტი: „ხუმრობენ და მღერიან კინოსა და თეატრის მსახიობები“ (თუ რაღაც ამის მაგვარი).
უარი ამ პროექტზე არც ერთს არ უთქვამს. ჩაერთნენ გივი ბერიკა, კახი, მედიკო ჩახავა, თენგო არჩვაძე, ბევრი და ბევრი ძველი და ახალი მსახიობები. უნდა ვთქვა, რომ უანშლაგოდ არც ერთ ჩვენს (კონცერტი ჰქვია)  ღონისძიებას არ ჩაუვლია. დასწრება იყო „გადაჭყეპვამდე“. გაერთიანდა დრამა, კომედია და ყველაფერი. გადავერთეთ ხალხის გართობაზე... ვიღას ახსოვს, კაცო, „ოტელო“, „ჰამლეტი“... გადარჩენაზე ვართ.
ჩვენც, კმაყოფილები, თავს როგორ დავზოგავთ, რომ ხალხს ცოტა შვება მივცეთ – ერთი... ერთი სასიამოვნო საღამო მაინც ვაჩუქოთ, რომ მერე ბალიშზე, მოგონებებით დასდონ თავი და ერთხელ... ერთხელ მაინც მშვიდად... მოგონებებით დაიძინონ.
ამ კონცერტის მეორე დღეა, ანუ ორშაბათი. „ვოლგა“ მყავს – „96-96“ და მივგრუხუნებ, ბატონო ჩემო, ელბაქიძის დაღმართზე.
დაღმართი რატომ ვთქვი და არა „აღმართი“. დადაღმართება არ შეიძლებოდა ელბაქიძის აღმართზე მაგრამ, მეჩქარება და დავადაღმართე.
– შშტრრ! – „ეს ინსპექტორია“ გამიელვა თავში... გამაჩერებდა, აბა, რას იზამდა, კაცო, აღმართზე „მოთავდაღმართოზე“. დამრღვევი ვარ „სტაპრაცენტი“!
გავაჩერე.
მომიახლოვდა სქელწარბება, ჩექმებიანი ინსპექტორი. ამიღო „ჩესტი“.
– თქვენი საბუთები! – მეუბნება მკაცრად.
დამნაშავე კი ვარ, მაგრამ ჯემალი რომ ვარ ღაღანიძე, რატომ არ მიცნო-მეთქი – გული დამწყდა.
– ყმაწვილო ინსპექტორო, თქვენ ვერ მიცანით?
– საბუთები, მოქალაქევ! – არ მეპუება  არც მე ვეპუები ახლა... თუ სადმე რამე როლი მითამაშია, ყველანაირად დავიმანჭე ფანჯრიდან... ხან ისე ვაჩვენე, ხან ასე და რომ მგონია, უკვე მიცნო-მეთქი, უცებ მეუბნება:
– ბატონო, თქვენია ეს მანქანა?
– რა თქმა უნდა, ჩემია!
– და თქვენ ხართ მძღოლი?
– დიახ!
– აბა, რატომ იღრიჭებით? მომეცით საბუთები.
სხვა რა გზა იყო და მივაწოდე...
ინსპექტორმა დინჯად გამომართვა „პრავა“ თავისი „ტეხასმოტრით“ და ჩემი მანქანის „კაპოტზე“ არ გაშალა „კაბინეტი“?! ვუყურებ ახლა...
აიღო ფურცელი და წერს (ოქმს ადგენს!)
ზუსტად 1 საათი და 20 წუთი წერდა.
– ა, ბატონო, მომაწოდა, როგორც იქნა „ოქმი“, – ჩაიბარეთ ეს და სახლში მისვლისთანავე წაიკითხეთ... თავისუფალი ბრძანდებით! ამიღო „ჩესტი“.
მივედი სახლში და ერთი სული მაქვს, ვნახო, რა თანხით დამაჯარიმეს?!
გავშალე ფურცელი და ლექსი არ წერია?
„გუშინ კონცერტზე ვიყავით
მე და ჩემი ცოლი – ლია,
დღეს იმიტომ „დაგაკავეთ“,
რომ – პირველი აპრილია“.
... გამაცია და გამაჟრჟოლა... ჩვენს კონცერტს ნაყურებლარიენ! როგორ ვყვავრებივარ ხალხს და თან – ინსპექტორებს?!
არ გაუვლია ცოტა ხანს.
ჩემი „ვოლგით“ – „96-96“ – წეროვანში მივდივარ ჩემს აგარაკზე. შესასვლელში ის ჭრელი ჯოხი ამიწია ინსპექტორმა.
მოგოგმანდა და... ის არაა ისევ?!
ვითომ ვერ ვიცანი.
სამაგიეროდ, თვითონ მიცნო და ჩაბერა – ტრრ!
– კაცო, – ვეუბნები, – შე დალოცვილო, ლექსი დამიწერე ისეთი, რომ გული ამიჩუყდა და ძლივს მომაბრუნეს... ახლა რატომ მაჩერებ?
– თქვენ როგორ არ გიცნობთ, ბატონო ჯემალ, თქვენ ცნობას რა უნდა, მაგრამაო (კახელი რო იყო მაშინ შევატყვე – კილოს), იცით, ერთი რაღაც მეინტერესება, კაცოო! წეღანა კარლო საკანდელიძემ ამიარა „ვოლგითა“, მერე ბორია წიფურიამ ჩაიარა „ვოლგითა“, მერე თენგიზა არჩვაძემ ამაიარა „ვოლგითა“, ახლა შენ მიდიხარ „ვოლგითა“, ვააა! რა ხდება – „კავკასიური ცარცის წრეა?“
– ერთ რამეს გეტყვი, შვილო! – ცოტა დამაცადე! – ვუთხარი, – ფურცელი ამოვიღე (სულ ვატარებ რვეულს „მაშინაში”) და წავუწერე: 1. კარლო საკანდელიძე, 2. გურამ საღარაძე, 3. თენგიზ არჩვაძე, 4. ბორია წიფურია, 5. კახი კავსაძე, 6. იმედა კახიანი და ასე შემდეგ.
ბოლოში კი ლექსიც გავრისკე:
„ამათ არც ერთს ხმა არ გასცე,
შენს ხელშია ჩვენი სია,
აქეთ აგარაკები გვაქვს,
დღეს თორმეტი მაისია“.
ჯემალ ღაღანიძის
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3