კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი ადამიანების ადამიანური სისუსტეები

– ერთხელ, უფლისწულ გიორგის (გიორგი მეთორმეტე) სასახლის ბაღში გაფხორილი ინდაურების შემხედვარეს, უთქვამს:
– ღმერთო, ისე ნუ გამიჭირვებ, ამათი ხორცი ვჭამოო.
***
ზუგდიდელი მთავარ-დიაკონი იოსელიანი ძლიერ დახელოვნებული იყო ზმაში.
ერთხელ, როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძე ზუგდიდს ყოფილა თავის ქალთან, ეკატერინე დედოფალთან, ლუკას შეუკვეთეს, აბა, ეკატერინეზე ზმა სთქვითო.
მთავარმა ჯერ ითხოვა, რომ რუსულის სიტყვის გამორევის ნება მიეცათ და შემდეგ თქვა:
– გამიგონე, კატერი ნავს ჰქვიან, მგონია, რუსულად.
– ცამ დამირეკა,  ტირინარ-ნარად, – განა ქართულად არ ითქმებოდაო, უპასუხა სიტყვა-მოსწრებით ალექსანდრე ჭავჭავაძემ.
***
აკაკი წერეთელი „კუჭის მიმდევარ ინტელიგენტებს“ უწოდებდა ზოგიერთ ქართველს, ხოლო ასევე ზოგიერთს, ილია „ორღობის ინტელიგენციას“ ეძახდა.
***
აკაკის ჩაი მიართვეს სამეგრელოში: შაქარი დავიწყებოდათ, თუ როგორღაც იყო. აკაკიმ ზედიზედ ერთსა და იმავე ჭიქისთვის სამჯერ მოითხოვა შაქარი.
– რამდენიც უნდა შაქარი ჩააგდო, რაკი შენი ენა მოხვდება, გამწარდება, – უთხრა მასპინძლის ახალგაზრდა ქალმა.
– მაშ ჯერ თქვენ არ უნდა დააწოთ შაქარს ენა, რომ აღარ გამწარდეს! – მიუგო პოეტმა.
***
კენჭის ყრის შემდეგ ერთმა მოხუცმა ჰკითხა აკაკის:
– რა მიზეზია, კაცი რომ დაბერდება, წვერ-ულვაში და თმა გაუთეთრდება? აი, მაგალითად, მე შავი აღარც კი მირევიაო!“
– ალბათ, საიქიოს გირჩევენ, იქ უყრიათ თქვენთვის კენჭი და გაუთეთრებიხართო, – უპასუხა ცივად კენჭისყრაში დამარცხებულმა აკაკიმ.

скачать dle 11.3