კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცვლის აღმოსავლური ცეკვები ძვირად ღირებულ ვიბრომასაჟორებს და როგორ აუმჯობესებს ის ქალის ინტიმურ ურთიერთობას საპირისპირო სქესთან

აღმოსავლურ ცეკვებს არა მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებების აღძვრა შეუძლია ადამიანებში, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, მათი განსაკუთრებული სამკურნალო მნიშვნელობაც იცოდნენ. ნინო ლეჟავა, გარდა იმისა, რომ საქართველოსა და ევროპის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია აღმოსავლურ ცეკვებში, დიდ ივენთებზე მუშაობს და თბილისში მასშტაბურ, განსხვავებულ შოუ-პროგრამებს აკეთებს, ის აღმოსავლური ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი წარმომადგენელია. ნინოს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – იგი უცნობთან ერთად 3D მიუზიკლზე – „ტაიაზე“ მუშაობს, რომელშიც მას ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო როლი აქვს.

ნინო ლეჟავა:
აღმოსავლური ცეკვა მეათე საუკუნიდან იღებს სათავეს. მას ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია, ამიტომაც, თავიდან მას სამედიცინო დატვირთვა ჰქონდა. ადამიანების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბევრი დაავადების განკურნება მხოლოდ წამლების დახმარებით ან ქირურგიული ჩარევით ხდება. ძველ აღმოსავლეთში ასე არ ფიქრობდნენ. ის მოძრაობები, რომლებსაც აღმოსავლური ცეკვის დროს ვასრულებთ, აჯანსაღებს ქალის ორგანიზმს, აგვარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებიც თითქმის ყველა ქალს აქვს, მაგალითად, მენსტრუალურ ტკივილს. რა თქმა უნდა, შედეგი პირველივე დღეს არ მიიღწევა, თუმცა, რამდენიმეთვიანი რეგულარული ვარჯიშის შემდეგ ქალები საბოლოოდ ივიწყებენ მენსტრუარულ ტკივილს. გარდა ამისა, აღმოსავლური ცეკვის შესრულების დროს ძლიერდება სისხლის ცირკულაცია, რაც ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას უწყობს ხელს; ასევე, ხდება მიომებისა და კისტოზური წარმონაქმნების გაწოვა, რომლებიც დღეს ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. აღმოსავლური ცეკვები, ასევე, ამაგრებს ხერხემალსა და კუნთებს, რაც ადამიანს ხერხემლის ტკივილთან დაკავშირებულ პრობლემებს უგვარებს. უმჯობესდება სახის კანის ფერი, სტრუქტურა, რადგან, ცეკვის დროს ჩართულია ნაწლავური სისტემა და, შესაბამისად, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას. აღმოსავლური ცეკვის დროს აქტიურად არის ჩართული მენჯის ღრუს შიდა კუნთები, რომლებსაც დიდი როლი აკისრიათ გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ და, ასევე, მშობიარობის პროცესში. თუ ეს კუნთები საკმარისად არის განვითარებული, მშობიარობაც ადვილი და ნაკლებად მტკივნეულია, ორსულობა კი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს ყველა თვეში. როგორც უკვე აღვნიშნე, აღმოსავლური ცეკვები ამაგრებს ზურგის კუნთებს, ხერხემალს, რაც ერთ-ერთი აუცილებელია ორსულობის პერიოდში, რადგან, ამ დროს საკმაოდ დიდი დატვირთვა სწორედ ხერხემალზე მოდის. გარდა ამისა, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, აღმოსავლური ცეკვები გამორიცხავს ისეთი ფართოდ გავრცელებული დაავადების წარმოქმნას, როგორიც არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ამ ცეკვებში არსებული უამრავი მოძრაობიდან ერთ-ერთი არის Shimmy, რომელიც ნებისმიერ ძვირად ღირებულ ვიბრომასაჟორსაც ცვლის. ეს არის თეძოს ვარჯიში, რომელიც სახლში ყოველდღე შეუძლიათ აკეთონ ქალებმა, თუნდაც სარკის წინ და გასაოცარ შედეგს მიიღებენ. ამიტომაც, ქალების უმრავლესობა, რომლებიც აღმოსავლურ ცეკვებში აქტიურად ვარჯიშობენ 5-6 თვის განმავლობაში, საგრძნობლად იცვლიან სხეულის ფორმებს, მკვრივდება კანი, მკერდი, მუცელი ლამაზ ფორმებს იღებს და, რაც მთავარია, ქრება ყველაზე ვერაგი პრობლემა – ცელულიტი. ამ ცეკვას მიმართავენ ისინიც, ვისაც წონის პრობლემა აქვს ან მშობიარობის შემდეგ სურთ, დაიბრუნონ სხეულის ლამაზი ფორმები, გაიმკვრივონ კანი და მკერდი და მუცელი ლამაზი ფორმის გაუხდეთ. ასე რომ, აღმოსავლური ცეკვების შესრულებისას, ქალებს შეუძლიათ, კორექტირება გაუკეთონ საკუთარ სხეულს, რადგან, ის სასარგებლოა არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ, ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც. აღმოსავლურ ცეკვებს კიდევ ერთი დანიშნულება აქვს – ის ეხმარება და უკეთესს ხდის ქალის ინტიმურ, სექსუალურ ურთიერთობას საპირისპირო სქესთან. გარდა ამისა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ქალი უფრო ნაზი და თბილი ხდება; მასში ჩდება ქალურობის ის მარცვალი, „იზიუმინკა“, რომელიც ასე ხიბლავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.
– შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლურ ცეკვებს უნიკალური თვისებები გააჩნია. როდესაც მის შესწავლას იწყებდი, ალბათ, ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდი.
– თავიდან იმიტომ დავიწყე ამ ცეკვების შესწავლა, რომ, მომწონდა მისი ვიზუალური მხარე, ქორეოგრაფია. მერე და მერე გავარკვიე, რომ ეს აღმოსავლური ცეკვები ძალიან სასარგებლო ყოფილა ქალის ჯანმრთელობისთვის: უპირველეს ყოვლისა, გამიუმჯობესდა სულიერი მხარე – უფრო მშვიდი, თავდაჯერებული და ქალური, გაწონასწორებული გავხდი. სხეულის დახვეწასთან ერთად, ასევე, იხვეწება შენი ურთიერთობა ადამიანებთან, განსაკუთრებით კი – საპირისპირო სქესთან; ქალს კიდევ უფრო მიმზიდველსა და სასურველს ხდის; ბევრად უფრო ელასტიკური ხარ ურთიერთობაში და ეს ბევრ პრობლემას ხსნის. ვარჯიშის მერე სხვანაირი თვალით უყურებ სამყაროს და უფრო პოზიტიური ხდები, რადგან, ცეკვის ვარჯიშების გარდა, ნახევარ საათს ყოველთვის ვუთმობ იოგას ვარჯიშებს. ეს ვარჯიშები კარგია, ორსული ქალებისთვისაც – მათთვის არსებობს იოგას ექვსი ფაზა და ორსულობის თითოეულ თვეზე თავისი დატვირთვა გააჩნია. შესაბამისად, მშობიარობის პროცესიც უფრო მარტივია. სხვათა შორის, პრაქტიკაში მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხმძიმე ქალბატონებს ორსულობის სხვადასხვა ეტაპებზე ვეხმარებოდი, სუნთქვის ვარჯიშებს ვაკეთებინებდი, ვავარჯიშებდი და მართლაც გასაოცარი შედეგები მივიღეთ. როგორ არარეალურადაც უნდა ჟღერდეს, ასეთ დროს ქალი ორ-სამ ჩასუნთქვაში, მარტივად მშობიარობს. ფეხმძიმესთან ურთიერთობა ძალიან დელიკატური საქმეა და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. მე ეს ყველაფერი შევისწავლე, პროფესიონალების მუშაობა მაქვს ნანახი და ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, მათთან ვიმუშაო. ორსულობისა და, ასევე, წონის ცვალებადობის დროს, ქალებს ხშირად უჩნდებათ კანზე სტრიები. აღმოსავლური ცეკვების ვარჯიში ერთგვარი პრევენციაა იმისთვის, რომ სტირიები არ გაჩნდეს, რადგან, ამ დროს კანი იმდენად მოქნილი, ელასტიკური და მკვრივი ხვდება, რომ არ სკდება და არ ჩნდება სტრიები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში. წონის კორექციაც ძალიან მარტივად ხდება. ვინც ცეკვავს აღმოსავლურ ცეკვას, მათ სჭირდებათ პატარა „ხორცები” – პატარა მუცელი, მკერდი და თეძოები; მაგრამ, არიან ადამიანები, ვისაც აღმოსავლური ცეკვების დახმარებით სურთ წონაში დაკლება. მე მათ ვურჩევ სპეციალურ მოძრაობებს, ასევე, დიეტას, რომელიც საერთოდ არ არის რთულად დასაცავი და, ქალი მხიარულად და სასიამოვნოდ იკლებს წონაში.
– როგორც ვიცი, შენს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა – სულ მალე მაყურებელი უცნობთან ერთად გიხილავს რუსთაველის თეატრში, ძალიან საინტერესო მიუზიკლში.
– თეატრში აქამდე არ მიმუშავია. მშობლებს თეატრალური, საესტრადო აქვთ დამთავრებული და, არ უნდოდათ მეც თეატრალურზე ჩამებარებინა. როდესაც პირველად შევაბიჯე რუსთაველის თეატრში, დედას ვუთხარი – ნახე, ჩემი ბოლო დაშვება მაინც თეატრში მოხდა-მეთქი. რაც შეეხება სპექტაკლს, დამირეკს რადიო „უცნობიდან“ და მითხრეს, რომ გია გაჩეჩილაძე აპირებს 3D მიუზიკლის გაკეთებას, რისთვისაც სჭირდებათ აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელიო. გამიკვირდა და გამიხარდა ძალიან. გავეცანი სცენარს. ვუთხარი, რომ მე არ ვიყავი მხოლოდ აღმოსავლური ცეკვების შემსრულებული, ვარ, ასევე, ლაურეატი სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, მსოფლიოს ხალხთა და სამეჯლისო ცეკვებში. ათი-თერთმეტი წელია, აღარ მიცეკვია ვალსი, მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ვალსი უნდა ვიცეკვო, როგორც კი გადავდგი პირველი ნაბიჯი, თავისით წავიდა ცეკვა, ყველაფერი გამახსენდა. მსუბუქი პანტომიმაც არის სპექტაკლში ჩართული, მაგრამ, ძირითადი დატვირთვა მაინც აღმოსავლურ ცეკვებზეა. ჩემთან ერთად მონაწილეობენ გია გაჩეჩიალძე (უცნობი), ნატო მეტონიძე, რობი კუხიანიძე, მარიამ ბოლქვაძე, ედვარდ სააკაძე. გია ყანჩელის მუსიკასა და უცნობის სიმღერებზეა ყველაფერი აწყობილი. გიასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ ადამიანთან ერთად ვიმუშაოვებდი, ვის მუსიკაზეც გავიზარდე, მასთან ერთად დავდგებოდი სცენაზე. რობერტ სტურუაც დაესწრო ჩვენს რეპეტიციას, ჩემი ცეკვით აღფრთოვანდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა: მაგარი გოგო ხარ, მაგრად ცეკვავო. ეს ჩემთვის სრული შოკი იყო. დოისგანაც ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მიუზიკლ „ტაიას“ რეჟისორები არიან გია გაჩეჩილაძე და სანდრო ყანჩელი, პრემიერა კი იქნება 23 სექტემბერს, 24 სექტემბერს და 2 ოქტომბერს.

скачать dle 11.3