კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ ავტომობილი სიცხით გამოწვეული პრობლემებისგან

სიცივე ავტომობილს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, თუმცა, ამ მხრივ არც სიცხეა უკეთესი.
სიცხით გამოწვეულ პრობლემებზე ჩვენს რუბრიკაში ადრეც ვწერდით. მართალია, ზაფხული მიიწურა, მაგრამ, მევლუდ მელაძის რჩევების გათვალისწინება მაინც სასარგებლო იქნება თქვენი ავტომობილისთვის, რადგან, ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელა. როგორც აღმოჩნდა, ავტომობილისთვის,  ისევე, როგორც ჩვენთვის, მთავარი საშველი ჩრდილი და ხშირად წყლის მისხმაა. მევლუდ მელაძე იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რომლებიც სიცხეში უჩნდება ავტომობილს.
მევლუდ მელაძე: დავიწყოთ იმით, თუ როგორ ზემოქმედებს სიცხე მანქანის გარეგნულ მხარეზე. თუ არის საშუალება, ეცადეთ, მანქანა ყოველთვის ჩრდილში გააჩეროთ, რადგან, როგორი ძვირად ღირებული საღებავითაც არ უნდა იყოს შეღებილი, მაინც დიდი საფრთხეა, რომ სიცხეში ის გაფუჭდეს, მით უფრო, თუ თქვენი ავტომობილი მუქი ფერისაა. თეთრი ან ვერცხლისფერი ირეკლავს მზის სხივებს და მეტად არის დაცული. სწორედ ამიტომ ღებავენ თვითმფრინავებს მხოლოდ ვერცხლისფრად. ერთი ზაფხულიც საკმარისია, რომ მუქი ავტომობილის საღებავი გახუნდეს, დაკარგული ელვარება კი ძალიან ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. იგივე ემართება ფარებსაც – ისინი ძალიან იოლად ყვითლდება მზისგან. ფარების პოლირება თბილისში ძალიან პოპულარულია, ამის გაკეთება ბევრ ადგილას შეგიძლიათ, თუმცა, ნამდვილად ბევრ დროს დაკარგავთ. მზისგან პრობლემები იქმნება სალონშიც. ალბათ, ხშირად გინახავთ დახეთქილი, დაზიანებული ტორპედოც; თან, შუშას აქვს ის თვისება, რომ სიცხეს ატარებს და უკან აღარ უშვებს. ამიტომ, გირჩევთ, ფანჯრები ოდნავ ღია დატოვოთ, რომ სიცხემ გამოსვლა მოახერხოს. სიცხეში განსაკუთრებით ზიანდება ტყავის სალონი, რომელიც იოლად შრება, ხმება და მტვრევადი ხდება. ამის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია სპეციალური ვერცხლისფერი სტენდები, რომლებიც, შეგიძლიათ, წინა საქარე მინას ააფაროთ. მას აქვს სხივის ასხლეტის უნარი და, თანაც, საკმაოდ იაფი ღირს. 
– კონდიციონერს რომ ვრთავ, მართალია, მანქანაში გრილა, მაგრამ, როგორც კი გადმოვდივარ, ვგრძნობ, რომ გარე ტემპერატურაზე გაცილებით დიდი სიმხურვალე ამოდის ძრავის სექტორიდან.
– კონდიციონერი სიცხეში საჭიროა, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ძრავისა და გაგრილების სისტემისთვის ის სერიოზული დამატებითი პრობლემაა. კონდიციონერს სჭირდება ცალკე დამატებითი რადიატორი ძრავასთან, რომელიც უნდა გააგრილოს. ეს ნიშნავს, რომ ძრავასთან კიდევ უფრო დიდი სიმხურვალე იკვრება. ძრავიდან და კონდიციონერის რადიატორებიდან წამოსული და ვენტილატორებით გამოტანილი გავარვარებული სიცხე სულ ძრავასთან გროვდება. ძრავას გაგრილების დამატებითი პრობლემა აქვს და, ამიტომ, აუცილებელია, მუდმივად აკონტროლოთ ტემპერატურა, რადგან, ძალიან ადვილად ხდება მისი გადახურება. რომ გადმოვდივართ მანქანიდან, გავარვარებული ჰაერის მასა ავტომობილის ქვემოდან გამოდის. თუ მაინცდამაინც მოკლე მანძილზე უნდა გადაადგილდეთ, უკეთესია არ ჩართოთ კონდიციონერი, რადგან, ის გაგრილებას ვერ მოასწრებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, ძალიან ბევრი მძღოლი ჯერ კიდევ ზამთრის საბურავებიანი ავტომობილით დადის. თუ ნელა მოძრაობთ, შეიძლება, განსხვავებას ვერც მივხვდეთ, მაგრამ, ოდნავ ექსტრემალურად დამუხრუჭება, მოსახვევში შესვლა ან დაძვრა თუ მოგიწევთ, კატასტროფულ განსხვავებას იგრძნობთ. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ შეგიცვლიათ, აუცილებლად შეცვალეთ საბურავები.
– რა ხდება სიცხეში ძრავის შიგნით, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ კონკრეტულ მომენტში?
– შეიძლება, წინა წელს თქვენი ავტომობილის გაგრილების სისტემა კარგად მუშაობდა, მაგრამ, ზამთარგამოვლილი მანქანა აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. თუ წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი ნახევარზე მაღლა დგას, ამას, შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ზამთარში შუაზე იდგა, ზაფხულში რომ ოდნავ მაღალი იყოს, შეიძლება, არაფრად ჩააგდოთ, მაგრამ, ეს მარტივი გაუმართაობა ძალიან სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. ამ დროს გაჭედილია თერმოსტატი. როგორც კი ავტომობილის დიდი დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ, მაგალითად, აღმართზე ნელა ასვლა ან ქალაქში პირველ-მეორე სიჩქარით სიარული, წყლის ტემპერატურა ძალიან იოლად მიაღწევს პიკს და იძულებული გახდებით, ავტომობილი გააჩეროთ, დაელოდოთ, სანამ გაგრილდება, წყალი დაამატოთ და ასე შემდეგ. შეიძლება, თერმოსტატი გაღუნული ან გაჭედილი იყოს, განსაკუთრებით იმ მანქანებზე, რომლებსაც ზამთარში მძღოლები არ აწვალებდნენ, მშვიდად დადიოდნენ და თერმოსტატს გახსნა-დაკეტვა არც უწევდა. მაგრამ, ზაფხულში, როცა მას გაღება-დაკეტვა მოუწია, შესაძლოა, ის გაიჭედოს ერთ, ოდნავ ღია პოზიციაში, რაც უზრუნველყოფს წყლის რაღაც დონეზე გაგრილებას. ამიტომ, არ გამოგეპაროთ, თუ ისარი შუის ზემოთაა.

скачать dle 11.3